eTwinning - ი


                                                        


გაცნობებთ, რომ პროგრამა eTwinningplus-ის   ფარგლებში იგეგმება საინფორმაციო შეხვედრა პროგრამაში ახლად რეგისტრირებულ მასწავლებლებთან. შეხვედრა გაიმართება  2019 წლის 28 ივნისს, მასწავლებლის სახლში.
მისამართი: გმირი კურსანტების N4, თბილისი ( მე-5 სართული, საკონფერენციო დარბაზი)

               

ხატია მატკავა

eTwinningplus-ის კოორდინატორი

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
ფოსტა:  etwinningplus@tpdc.ge
მისამართი: საქართველო, თბილისი, 0167, გმირ კურსანტას ქ. 1
ტელ: -(+995) 577239823



https://padlet.com/katemasw2/pa5eyqv7tlvk


https://www.etwinning.net/en/pub/index.htm

ტრენინგები ჩატარდა 10, 11, 12 ივლისს

Last edit was made on 14.07.2019 at 10:17 by irma verdzeuli

https://twinspace.etwinning.net/79508/pages/page/657174

ჩემი პადლეტის ლინკი: https://padlet.com/irmaverdzeuli1/9jld6pzejiyx 
კითხვარის ლინკი: 
https://docs.google.com/forms/d/1sm5VBGA7Bgy-ed1P5ZoL7jUtdSghLe6Ahs7TjH4Ok8Y/edit

სურათები: https://twinspace.etwinning.net/79508/materials/images

ვიდეოები: https://twinspace.etwinning.net/79508/materials/videos

ფაილები: https://twinspace.etwinning.net/79508/materials/files








 27.11.2019 წელი - მოწვევა კონფერენციაზე, რომელიც ჩატარდება 2-3 დეკემბერს მასწავლებლის სახლში.










I დღე
2.12.2019წ


10:00-11:00 - რეგისტრაცია კონფერენციაზე
11:00-11:30 - კონფერენციის გახსნა.ბერიკა შუკაკიძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი 
11:30-13:30დემოკრატია და განათლება“-  პროფესორი,დოქტორიროლფ გოლობი(Rolf Gollob)  ციურიხის მასწავლებელთა განათლების უნივერსიტეტი
13:30-14:00 - კონკურსის: დემოკრატიული ჩართულობა“ მონაწილე მოსწავლეების დაჯილდოება.
14:00-15:00 -წარმატებული პროექტების პოსტერების გამოფენა (მე-4 სართული)
15:00-16:00- სადილი
16:00-16:45 - მასწავლებლების დაჯილდოება
16:45-17:00 - ვორქშოფისთვის ჯგუფებში განაწილება
17:00-18:30 - საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების გაზიარება
აუდიტორია: 3.2 -ჯგუფები  A,B
აუდიტორია: 2.2- ჯგუფები C, D


                                                                                                         

                                                                                                                                        



II დღე
3.12.2019წ

11:00-13:00 – „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების კვლევა“- ნათია ნაცვლიშვილი საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული კომუნიკაციის სამსახურის უფროსი (მე-5 სართული დარბაზი)
13:00-13:30- ყავის შესვენება
13:30-15:00
1.      შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება“ნათია ნაცვლიშვილისაერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული კომუნიკაციის სამსახურის უფროსი
ჯგუფი A.B  (მე-5 სართული, დარბაზი)
2.      „ციფრული მოქალაქეობა და კიბერბულინგი“ -ხათუნა ციხელაშვილი  eTwinningplus-ის ამბასადორი
აუდიტორია 3.2, ჯგუფები  C. D
15:00 -16:00 სადილი
16:00 - 17:30
1.      „ციფრული მოქალაქეობა და კიბერბულინგი“ - ხათუნა ციხელაშვილი  eTwinningplus-ის ამბასადორი
აუდიტორია 3.2 ჯგუფები  A, B 
2.      „საავტორო უფლებები დაცვა პროექტებზე მუშაობისას“ -დიმიტრი პოპოვი  eTwinningplus-ის ამბასადორი
აუდიტორია 2.2  ჯგუფები  C. D
3.      ჩხირკედელა“ - ლაბორატორიული მუშაობის მნიშვნელობა სკოლის კულტურის განვითარებისათვის.
 აუდიტორია 1.1.

                                                                 
                                                                    




ვორქშოფების შესახებ

“დემოკრატია და განათლება“-  დემოკრატიის სწავლების იდეა სიახლე არ არის.  ევროპის ბევრ ქვეყანაში ის წლებია დამკვიდრებულია. აღნიშნული ძირითად მოიცავდა მოქალაქეთა ინფორმირებას პოლიტიკური სისტემის შესახებ, რომელიც იყენებდა სწავლების ფორმალურ მეთოდებს. შესაბამისად მოქალაქეობის საბაზისო მოდელი პასიური და მინიმალისტური იყო. ბოლო წლებში ევროპამ ძირეული ცვლილებები განიცადა, რომელიც მოიცავს ეთნიკურ კონფლიქტს და ნაციონალიზმს, გლობალურ საფრთხეებს და დაუცველობას, ახალი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებას, გარემოსდაცვით პრობლემებს, მოსახლეობის გადაადგილებას, ურთიერთდაკავშირებისა და ურთიერთდამოკიდებულების გაზრდას და ა.შ.  ასეთი გამოწვევების წინაზე გამოიკვეთა ახალი ტიპის მოქალაქეების საჭიროება: მოქალაქეების, რომლებიც არამარტო ინფორმირებულნი არიან და გააზრებული აქვთ თავიანთი ძირითადი პასუხისმგებლობები,  არამედ  შეუძლიათ აქტიური წვლილი შეიტანონ თავიანთ სათემო ცხოვრებაში, ქვეყანაში და მსოფლიოში, მონაწილეობა მიიღონ თავიანთი ინდივიდუალურობის გამოვლენის მიზნით  და დაეხმარონ პრობლემების მოგვარებაში. E-twinning-ს  აქვს პოტენციალი  რომ დემოკრატიული გამოცდილება გაუზიაროს მთელს ევროპას და შეიმუშაონ ერთობლივი იდეები და პროექტები საზოგადოებაში აქტიური წვლილის შესატანად.
პროფ. Dr. hc როლფ გოლობი
როლფ გოლობი
ციურიხის მასწავლებელთა განათლების უნივერსიტეტი


ვორქშოფი შეეხება დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების დანერგვასთან დაკავშირებული სირთულეებისა და გამოწვევების კვლევას. განხილული იქნება დანერგვის ხელშემწყობი და ხელის შემშლელი ფაქტორები როგორც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, ასევე, საქართველოში. ვორქშოფის მონაწილეები გაეცნობიან წარმატებულ პრაქტიკას და მიიღებენ ინფორმაციას იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ კვლევების წარმოება დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების შესახებ თავიანთ პრაქტიკაში.


შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება
ვორქშოფი შეეხება შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარებას საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა საგნის ფარგლებში. მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას, თუ რას ნიშნავს შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება, რატომ არის თანაბრად მნიშვნელოვანი მათ განვითარებაზე ზრუნვა და რა ტიპის  პრაქტიკული ხელშემწყობი მეთოდები, თამაშები და აქტივობები არსებობს ამ მიმართულებით. ვორქშოფის განმავლობაში მონაწილეები გააანალიზებენ თავიანთ პრაქტიკას, თუ რამდენად ახერხებენ მოსწავლეებთან აღნიშულ თემებზე მუშაობას და, მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, დაგეგმავენ თავიანთი საჭიროების შესაბამის საგანმანათლებლო აქტივობებს.

„ციფრული მოქალაქეობა და კიბერბულინგი“
ვორქშოფის მიზანია ცნობიერების ამაღლება ციფრული მოქალაქეობისა და კიბერბულინგის შესახებ.  ვორქშოფისფარგლებშდაგეგმილია  აღნიშნულ თემებზე საპროექტო გეგმებზე მუშაობა მოსწავლეებსა და მშობლებში ცნობირების ამაღლების მიზნით.    

„საავტორო უფლებები დაცვა პროექტებზე მუშაობისას“
ვორშოის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან საავტორო უფლებების დაცვის აუცილებელ მოთხოვნებს, როელიც დაწესებული საქსტანდარტის მიერ, გაეცნობიან ონლაინ რესურსებს როელიც გაუადვილებთ ბიბლიოგრაფიის ნუსხის შექმნასდა წარმოებას პროექტში.


2 დეკემბერს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში წლის შემაჯამებელი, ორდღიანი კონფერენცია „eTwinning დემოკრატიისთვის“ გაიხსნა.
ღონისძიება ევროკავშირის პროგრამა eTwinning-ის ფარგლებში ტარდება და მისი მიზანია ხაზი გაუსვას აქტიური მოქალაქის უპირატესობებს. ასევე, აჩვენოს, რომ მასწავლებლებს შეუძლიათ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ მდგრადი დემოკრატიის განვითარებაში.
სწორედ ამ შინაარსს ეხება კონფერენცია,რომელშიც 100-ზე მეტი პედაგოგი, 30 სკოლის მოსწავლეები და განათლების ექსპერტები მონაწილეობენ.
საპატიო სტუმრის სტატუსით, ძირითად მომხსენებლად მოწვეულია ევროპის საბჭოს ექსპერტი, ციურიხის მასწავლებელთა განათლების უნივერსიტეტის პროფესორი, საპატიო დოქტორი, საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის ხელმძღვანელი როლფ გოლობი, რომელიც მონაწილეებს დემოკრატიის განვითარების კუთხით სხვადასხვა ქვეყნის სკოლებში არსებულ გამოწვევებს აცნობს.
პროგრამა eTwinning საქართველოში აერთიანებს 1200-მდე მასწავლებელს 600 სკოლიდან. ისინი პროექტებს უცხოელ კოლეგებთან ერთად გეგმავენ და ახორციელებენ.




მასწავლებლის სახლი-მ(ა) დაამატა 20 ახალი ფოტო ალბომში: კონფერენცია „eTwinning დემოკრატიისათვის“-დღე II.
წლის შემაჯამებელი კონფერენცია „eTwinning დემოკრატიისათვის“ დასრულდა.
კონფერენციის მეორე დღეს მონაწილეებისათვის ჩატარდა ვორქშოფები, რომლებზეც სხვადასხვა თემატიკა განიხილეს.
მასწავლებლის სახლის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული კომუნიკაციის სამსახურის უფროსმა, ნათია ნაცვლიშვილმა, ჩაატარა ვორქშოფი „ დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების კვლევა“ ,რომელიც დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების დანერგვასთან დაკავშირებული სირთულეებისა და გამოწვევების კვლევას ეხებოდა.სამუშაო შეხვედრაზე ევროპის სხვადასხვა ქვეყანასა და საქართველოში არსებული დემოკრატიული კულტურის დანერგვის ხელშემწყობი და ხელის შემშლელი ფაქტორები განიხილეს.
გარდა ამისა, ვორქშოფის მონაწილეები გაეცნენ წარმატებულ პრაქტიკას და მიიღეს ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ ამ ტიპის კვლევების წარმოება.
eTwinning-ის ამბასადორებმა, ხათუნა ციხელაშვილმა და დიმიტრი პოპოვმა, მონაწილეებს შესთავაზეს ვორქშოფები თემებზე „ციფრული მოქალაქეობა“, კიბერბულინგი“ და „საავტორო უფლებების დაცვა პროექტებზე მუშაობისას“.
ვორქშოფი „შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება“- ეხებოდა შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარებას საგაკვეთილო პროცესში. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია,თუ რატომ არის თანაბრად მნიშვნელოვანი ორივე ტიპის აზროვნების განვითარებაზე ზრუნვა და რა ტიპის პრაქტიკული ხელშემწყობი მეთოდები, თამაშები და აქტივობები არსებობს ამ მიმართულებით.






10 რჩევა კიბერბულინგის პრევენციისათვის სკოლებში



რჩევა # 1.  ასწავლეთ მოსწავლეებს კიბერბულინგის იდენტიფიცირება.

მასწავლებლის კომენტარი

________________________________________________________________________________________________________________________________


რჩევა 2. პოსტერებსა და სტენდებზე განათავსეთ კიბერბულინგის მახასიათებლები (ჩართეთ მოსწავლეები მასალის შექმნაში).


მასწავლებლის კომენტარი

________________________________________________________________________________________________________________________________


რჩევა # 3. შეიმუშავეთ სასკოლო წესები კიბერბულინგთან ბრძოლის კუთხით.

მასწავლებლის კომენტარი

________________________________________________________________________________________________________________________________


რჩევა # 4: საშუალება მიეცით მოსწავლეებს აქტიურად ჩაერთონ კიბერბულინგთან ბრძოლოს სასკოლო წესების შემუშავება- დამკვიდრებაში.


მასწავლებლის კომენტარი

________________________________________________________________________________________________________________________________
რჩევა # 5: გააცანით მოსწავლეებს კიბერბულინზე რეაგირების საკანონმდებლო რეგულაციები.
მასწავლებლის კომენტარი

________________________________________________________________________________________________________________________________


რჩევა # 6. ამხილეთ კიბერბულინგის მოთავეები, აგრეთვე მათი წამქეზებლები.
მასწავლებლის კომენტარი

________________________________________________________________________________________________________________________________

რჩევა # 7:  შემოქმედებითად მოეკიდეთ კიბერბულინგის თემატიკას (დაგეგმეთ საკლასო და კლასგარეშე აქტივობები ამ თემის ირგვლივ).



მასწავლებლის კომენტარი

________________________________________________________________________________________________________________________________



რჩევა # 8: იმუშავეთ მშობელთა ცნობიერების ამაღლებასა და მათ ჩართულობაზე.

მასწავლებლის კომენტარი

________________________________________________________________________________________________________________________________




რჩევა # 9: მოიწვიეთ ექსპერტები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები მოსწავლეებთან შეხვედრაზე კიბერბულინგის თემაზე სასაუბროდ.


მასწავლებლის კომენტარი

________________________________________________________________________________________________________________________________



რჩევა # 10. წაახალისეთ მშობელთა და მოსწავლეთა ინიციატივები კიბერბულინიგ პრევენციის თემაზე.


მასწავლებლის კომენტარი

________________________________________________________________________________________________________________________________








ეროვნული ხარისხის ნიშნები:






























































კონფერენცია: eTwinning 10 წლის! "ხელოვნური ინტელექტი განათლებაში" 2023 წლის 27 ნოემბერი, საქართველო (სასტუმრო “Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace”)