მოგესალმებით!
მე ვარ დუშეთის მეორე საჯარო სკოლის დაწყებითების მასწავლებელი ირმა ვერძეული. ვასწავლი I და IV კლასებს. ჯერ კიდევ მეოთხე კლასში ვიყავი, როდესაც ოცნება გამიჩნდა-გავმხდარიყავი მასწავლებელი. ისეთი მასწავლებელი, როგორიც ჩემი საყვარელი დაწყებითების მასწავლებელი იყო. ოცნება ავისრულე და ამ პროფესიას დავეუფლე. მასწავლებლობის საკმაოდ დიდი გამოცდილება დამიგროვდა. ძალიან მიყვარს ბავშვები. ჩემი კოლეგები, მათთან თანამშრომლობა და კომუნიკაცია. ვაფასებ ჩემი კოლეგების საქმიანობას, რადგან ზუსტად ვიცი, რომ ისინი დაუღალავად ემსახურებიან საკუთარ პროფესიას და უზომოდ დიდ შრომას დებენ იმისათვის, რომ მოსწავლეებმა დიდ წარმატებებს და შედეგებს მიაღწიონ.
ყოველთვის სიახლეების ძიებაში ვარ. მონაწილეობას ვიღებ პროექტებში და კონფერენციებში. ამ ძიებაში ბევრს ვსწავლობ და უამრავი მეგობარი შევძინე. მათ შორის-ვირტუალური. კოლეგებთან თანამშრომლობა და კომუნიკაცია მეხმარება განვვითარდე და უფრო მეტ წარმატებას მივაღწიო.
ამ წელს სურვილი გამიჩნდა მეც
და ჩემს პატარა პირველკლასელებსაც ჰქონდოდათ ონლაინ პროექტების გამოცდილება. სწორედ ამიტომ, სიამოვნებით და
დიდი ინტერესით ჩავერთე დისტანციურ ქსელურ პროექტში, რომელშიც საქართველოს
მასშტაბით ჩართული იყო 100 სკოლა და საქართველოს სახელმწიფო ენის ასოციაციისა და Microsoft education ორგანიზებით
განხორციელდა. ამ პროექტმა საკმაოდ წარმატებით ჩაიარა. მინდა ავღნიშნო პროექტის
ფარგლებში ჩატარებული სკაიპ- გაკვეთილი, რომეცლიც ძალიან საინტერესო იყო როგორც
ჩემთვის ასევე, ჩემი მოსწავლეებისათვის. ამ პროექტის ფარგლებში ჩავატარე
ღონისძიება „ანბანეთის ამბები“ და გავაკეთე მოსხსენება კონფერენციაზე 15 შერჩეულ
მასწავლებელს შორის. ჩემთვის დიდი პატივი და წარმატება იყო როდესაც გავიგე, რომ Microsoft-მა მომანიჭა ინოვატორ მასწავლებლის სტატუსი.
სიამოვნებით გავაგრძელებ სიახლეების ძიებას და
ინოვაციების სასწავლო პროცესში დანერგვას, რათა ჩემი და ჩემი მოსწავლეების საქმიანობა
სასიამოვნო და წარმატებული გავხადო.
დუშეთის მეორე საჯარო
სკოლის დაწყებითების მასწავლებელი: ირმა ვერძეული.