
კვლევის პრეზენტაცია
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა
სწავლის ხარისხის გაუმჯობესების გზების
კვლევა
ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით
პედაგოგიური
პრაქტიკის კვლევა
სსიპ ქალაქ დუშეთის №
2 საჯარო სკოლის
დაწყებითი
საფეხურის მასწავლებელი
ირმა ვერძეული
2019 სასწავლო წელი
სარჩევი:
1.
შესავალი ...............................................................................................................3
2.
მოკლე
ინფორმაცია სკოლის და III გ კლასის შესახებ .................................3
3.
პრობლემა
და საკვლევი საკითხის მიმოხილვა .............................................4
4.
რა სირთულეებს
შეიძლება წავაწყდეთ სასწავლო პროცესში
ტექნოლოგიების გამოყენებისას........................................................................5
5.
კვლევის
მიზანი ...................................................................................................5
6.
კვლევის
ამოცანები
.............................................................................................6
7.
ლიტერატურის
მიმოხილვა ..............................................................................6
8.
სამიზნე
ჯგუფი ..................................................................................................10
9.
კვლევის მეთოდები ...........................................................................................11
10. მონაცემთა შეგროვება.............................. …….................................................11
11. მონაცემთა ანალიზი ..........................................................................................12
12. განხორციელებული ინტერვენციების
მიმოხილვა .....................................20
13. განხორციელებული ინტერვენციების
შეფასება ..........................................22
14. რეკომენდაციები ................................................................................................23
15. დასკვნა
................................................................................................................24
16. ბიბლიოგრაფია. გამოყენებული
ლიტერატურა...........................................25
17. დანართები: .........................................................................................................27
დანართი №1. კვლევის გეგმა
............................................................................27
დანართი №2. ფოკუს ჯგუფი
.............................................................................28
დანართი №3. კითხვარი მშობლებისთვის.......................................................28
დანართი№4. კითხვარი
მოსწავლეებისთვის...................................................30
დანართი №5. ინფორმაცია პედაგოგების
დაკვირვების დღიურიდან........32
დანართი №6.
ანკეტირება....................................................................................32
დანართი №7. მე-3 კლასების მოსწავლეთა
ფოკუს ჯგუფის კითხვარი.......34
18. კვლევის შედეგების კოლეგებთან გაზიარების
რეფლექსია..........................35
1.
შესავალი:
თანამედროვე პირობებში ციფრული ტექნოლოგიების
გამოყენება საგანმანათლებლო სივრცის
გაფართოების ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ტექნოლოგიების გამოყენება ზრდის
მოსწავლეთა ინტერესს, ჩართულობას, ამაღლებს მოტივაციას, ეხმარება წარმატების
მიღწევაში,
სასწავლო
პროცესი ხდება მნიშვნელოვნად ეფექტიანი. თუმცა, ტექნოლოგიებით სასწავლო პროცესის
წარმართვა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რის გამოც ზოგიერთი
მასწავლებელი და მოსწავლეები არ იყენებენ მას სწავლა-სწავლების პროცესში.
მიმაჩნია, რომ თუ მოსწავლე-მასწავლებელი ინტერესით და მონდომებით მიუდგება
სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენებას, სასწავლო პროცესის შედეგიანობა ამაღლდება,
რაც თავისთავად ცოდნის ხარისხს გაზრდის.
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა ეს თემატიკა. სწორედ ამიტომ
საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის საგნად ვაქციე.
ვფიქრობ,
კვლევის შედეგები სხვა მასწავლებლებისთვისაც საინტერესო და საყურადღებო იქნება.
2.
მოკლე ინფორმაცია სკოლისა და III გ კლასის შესახებ:
2002 წლიდან ვმუშაობ სსიპ ქ. დუშეთის N2
საჯარო
სკოლაში დაწყებითების მასწავლებლად.
ამჟამად II
კლასში
ვასწავლი ქართულს, მათემატიკას და ბუნებას, ხოლო III კლასში- ქართულს და მათემატიკას. ვარ მეორე კლასის
დამრიგებელი. მესამე კლასში სწავლობს 19 მოსწავლე. მათ შორის არ არის სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე. ამ კლასში სხვადასხვა საგანს 6
მასწავლებელი ასწავლის. მათგან 2 უფროსია, 4-პრაქტიკოსი. ყველა მათგანი არის
გამოცდილი, ბავშვებზე და საქმეზე უზომოდ შეყვარებული. პედაგოგები ერთმანეთს
ვესწრებით გაკვეთილებზე. ვაძლევთ კონსტრუქტიულ უკუკავშირს. ვეცნობით სიახლეებს და
ვნერგავთ პრაქტიკაში. ვთანამშრომლობთ ერთმანეთთან. ტრენინგებზე მიღებულ ცოდნას
ვუზიარებთ ერთმანეთს. ჩვენი სკოლა მოხვდა იმ 50 სკოლას შორის, რომელშიც აქტიურად
ინერგება „ახალი სკოლის მოდელი“ და ციფრული ტექნოლოგიები. ვესწრებით ტრენინგებს და
შეხვედრებს. მიღებულ ცოდნას ვიყენებთ გაკვეთილებზე და ვნერგავთ პრაქტიკაში.
საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ვიყენებთ ციფრულ ტექნოლოგიებს. აღნიშნულიდან
გამომდინარე გადავწყვიტე მეწარმოებინა კვლევა: რამდენად შეუწყობს ხელს ციფრული
ტექნოლოგიების გამოყენება სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას.
3.
პრობლემა და საკვლევი საკითხის მიმოხილვა:
როგორც უკვე ავღნიშნე 2019 წლიდან ჩვენ სკოლაში
ინერგება „ ახალი სკოლის მოდელი“, როელიც ითვალისწინებს სასწავლო პროცესში
ტექნოლოგიების ინტეგრირებას. ამ პროექტს ბევრი მოხრე და მოწინააღმდეგე ჰყავს.
მომხრეები იძახიან, რომ ტექნოლოგიების დანერგვა ამრავალფეროვნებს და ახალისებს
სასწავლო პროცესს, ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, ჩართულობას და აადვილებს
პროგრამული მასალის ათვისებას.
მოწინააღმდეგეებს მოჰყავთ ისეთი არგუმენტები, როგორიცაა:
ü ყურადღების დეფიციტი;
ü სწავლის პრობლემები;
ü ფსიქიკური განვითარების შეფერხება;
ü ძილის პრობლემები;
ü ემოციური პრობლემები;
ü მეტყველების შეფერხება;
ü ჯანმრთელობის პრობლემები.
ისინი ფიქრობენ, რომ წიგნი არის ცოდნის შეძენის
ერთადერთი უსაფრთხო და ნაცადი საშუალება.
გააუმჯობესებს თუ არა სასწავლო
პროცესში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება ცოდნის ხარისხს? ეს ის კითხვაა,
რომელსაც კვლევის დასრულების შემდეგ შემეძლება გავცე პასუხი.
ქვემოთ წარმოდგენილი კვლევის ანგარიში წარმოადგენს სსიპ ქ. დუშეთის მეორე საჯარო სკოლის III
გ კლასში
ჩემს მიერ განხორციელებულ პრაქტიკის კვლევის ანგარიშს. ნაშრომში განხილულია
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სწავლის ხარისხის გაუმჯობესების გზების კვლევას ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით. სასწავლო პროცესში საგანმანათლებლო რესურსების და
ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება მნიშვნელოვანია სწავლების ნებისმიერ საფეხურზე
და ნებისმიერ კლასში. თუმცა, უნდა განისაზღვროს რა სიხშირით და რა მოცულობით.
კვლევა ვაწარმოე მესამე კლასის მოსწავლეებთან. იქიდან
გამომდინარე, რომ მესამე კლასში სწავლობენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდებიან სწავლით, უნარ-ჩვევებით, ინტერესებით, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო გამომეკვლია: უმჯობესდება თუ არა სწავლის ხარისხი, როდესაც გაკვეთილზე ტექნოლოგიებს ვიყენებთ და შემემუშავებინა შესაბამისი ინტერვენციები.
კვლევა დავიწყე 2019 წლის თებერვალში, დავასრულე - 2019 წლის მაისში.
4.
რა სირთულეებს შეიძლება წავაწყდეთ სასწავლო
პროცესში ტექნოლოგიების გამოყენებისას:
პრობლემები შეიძლება რამდენიმე სახის იყოს. კერძოდ:
·
მოტივაციის დეფიციტი;
·
მოსწავლეებს უჭირთ ბუკში მუშაობა;
·
ყურადღების დეფიციტი;
·
ტექნოლოგიების არამიზნობრივი გამოყენება;
·
გაუმართავი ინფრასტრუქტურა და ტექნიკური აღჭურვილობა.
5.
კვლევის მიზნები:
ჩემი
კვლევის მიზანია, დავადგინო:
ü გააუმჯობესებს თუ არა
სასწავლო პროცესში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება ცოდნის ხარისხს?
ü რომელი ელექტრონული
რესურსები შეუწყობს მეტად ხელს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას.
ჩემს მოსწავლეებს სისტემატიურად ვთავაზობ
მრავალფეროვან სასწავლო რესურსებს, ტესტებს. ვამუშავებ სხვადასხვა პროგრამებში. დაკვირვების
შედეგად შევამჩნიე, რომ კონკრეტული მოსწავლეები განსხვავებულ შედეგებს
აფიქსირებენ. ჩემთვის საინტერესო იყო გამერკვია, რა იწვევდა ამას. ამიტომ, დავიწყე
დაკვირვება და შევარჩიე ის რესურსები და პროგრამები, რომელშიც მეტი ხალისით და
ინტერესით იმუშავებდნენ. ეს პროგრამებია:
2.
კომიქსების
შექმნა;
3.
Padlet-ზე
მუშაობა;
4.
„ვისწავლოთ
თამაშით“ პროგრამაში მუშაობა;
5.
Scratch-
ში
ანიმაციების შექმნა.
მოსწავლეებს შევთავაზე იმგვარი დავალებების
შესრულება, რომელსაც რეალურ ცხოვრებაში გამოიყენებენ და სხვებსაც გაუზიარებენ.
კვლევის მიზანს წარმოადგენს დუშეთის მეორე საჯარო სკოლის მე-3 გ კლასის მოსწავლეთა სწავლის ხარისხის გაუმჯობესების გზების შესწავლა და სათანადო ინტერვენციების განხორციელება.
კვლევაზე მუშაობისას გავეცანი საინტერესო ლიტერატურას. წარმოგიდგენთ მის მიმოხილვას.
6.
კვლევის ამოცანები:
·
გამოვიკითხო
მოსწავლეთა და მშობელთა აზრი ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით;
·
ვასწავლო
ელექტრონული სასწავლო რესურსების გამოყენება და შექმნა;
·
დავაკვირდე
სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ეფექტურობას;
·
განვახორციელო
ინტერვენციები;
·
გავზომო
შედეგები;
·
მივცე
რეკომენდაციები;
·
გავაკეთო
დასკვნა;
·
გავაზიარო
კვლევის შედეგები.
7.
ლიტერატურის მიმოხილვა
„ტექნოლოგიები
დრამატულად ცვლის ცხოვრების პირობებს. ამ დრამატულად ცვლადი სასწავლო გარემოებების
ფონზე საკლასო ოთახს და სწავლების პროცესს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რათა
მოსწავლეებმა შეძლონ იმ უნარების განვითარება, რომლებსაც თანამედროვე გარემო მოითხოვს
მათგან.“ (ეკა ჯელაძე).
„ტექნოლოგიებმა ადამიანის ცხოვრების ყველა სფერო დაიპყრო და გამონაკლისი
არც განათლებაა. გაჯეტების, რობოტებისა და სხვადასხვა ტექნოლოგიების ინტეგრირება საგანმანათლებლო
პროცესში უკვე დაწყებულია, თუმცა მათი უმრავლესობა ჯერჯერობით ისევ სატესტო რეჟიმში
მუშაობს. მიუხედავად ამისა, უკვე არსებობს ჩამოყალიბებული, თუმცა ჯერ კიდევ დამუშავების
პროცესში მყოფი სტრატეგიები, რომლებიც ტრადიციული განათლების სისტემას ჩაანაცვლებს.
ტექნოლოგიური რევოლუცია განათლების სისტემაში ყველაფერს შეცვლის და სწავლის პროცესს
უფრო ეფექტურს, სახალისოს და რაც მთავარია, სასურველს გახდის“.
სკოლის უმთავრესი მიზანი მოსწავლეების სამომავლო
ცხოვრებისთვის მომზადება და მათთვის საჭირო უნარ-ჩვევების მიცემაა. ტექნოლოგიურ ეპოქაში
ამ მიზნის მისაღწევად ახალი მეთოდები ინერგება.
განათლების სისტემა
მუდმივად ვითარდება და იცვლება. იცვლება ადაიანების მოთხოვნილებები და ინტერესები.
დღეს კაცობრიობა ახალ საინფორმაციო რევოლუციას განიცდის. ყოველდღიურობაში შემოვიდა
ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიები. ისინი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა და ჩვენს
ყოველდღიურ საქმიანოობაში დიდი ადილი დაიკავა. კომპიუტერიზაციის და ციფრული ტექნოლოგიების
განვითარების შედეგად გაიზარდა საზოგადოების ინფორმაციის დონე. XXI საუკუნე კომპიუტერული ქსელებისა და ტელეკომუნიკაციების
გავრცელების პერიოდია. ინტერნეტი დიდ ზეგავლენას ახდენს თანამედროვე საზოგადოების განვითარების
ყველა სფეროზე. ნებისმიერი ინფორმაციის მიღება, დამუშავება, შენახვა გვიზოგავს დროს
და გვიმარტივებს საქმეს.
„განათლების
სისტემა თანამედროვე სკოლას მიზნად უსახავს ისეთი მოსწავლეების აღზრდას, რომლებსაც
შეეძლებათ თანამშრომლობა და ადაპტაცია სწრაფად ცვლად გარემოსთან, ორიენტირებულები
იქნებიან წარმატებასა და უწყვეტ განვითარებაზე. სწორედ ამგვარი ამოცანის
შესრულებაზეა მიმართული სასწავლო პროექტები. ის არის კონკრეტული პრობლემის
მოგვარებისკენ ან ინიციატივის განხორციელებისკენ მიმართული მრავალმხრივი სამუშაო,
რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობისა და
კომუნიკაციური უნარ-ჩვევებს განვითარებას. პროექტზე მუშაობა მოიცავს დაგეგმვას,
კვლევას, პრაქტიკულ აქტივობასა და შედეგების წარმოდგენას არჩეული საკითხის
შესაბამისად. ეს მეთოდი საშუალებას იძლევა, სწავლა-სწავლება გახდეს აქტიური და
მიზანმიმართული. პრობლემის გადაჭრის ან ინიციატივის განხორციელებისკენ მიმართული
მრავალმხრივი სამუშაო, ხელს უწყობს მოსწავლეს მოტივაციის ამაღლებაში, საგნობრივი
ცოდნის გაღრმავებასა და ამ ცოდნის პრაქტიკული გამოყენებისთვის საჭირო უნარების
განვითარებაში. ამ უნარების განვითარებაზე ზრუნვა დაწყებითი კლასებდან უნდა
დაიწყოს. ამის გამოა, რომ სწავლების დაწყებით საფეხურზე ტექნოლოგიების გამოყენების
მნიშვნელობა გაიზარდა“ http://mastsavlebeli.ge/?p=4338)
„ტექნოლოგიების გამოყენების
დადებით მხარედ უპირველეს ყოვლისა, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ასახელებენ. ეს
ბუნებრივია მძლავრი ინსტრუმენტია სასწავლო პროცესის წარსამართად. მოტივაციასთან ერთად
მნიშვნელოვანია მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგება. დღეს განათლების სისტემის
აქტუალური საკითხია სასწავლო პროცესთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვება და ანალიზი.
ტექნოლოგიების წყალობით ჩვენ შეგვიძლია, მდიდარი ინფორმაცია შევაგროვოთ სასწავლო პროცესის,
ცალკეული მოსწავლეებისა და მთელი კლასის მოსწრების შესახებ. რაც საშუალებას მოგვცემს,
მიზანმიმართული ინტერვენციები განვახორციელოთ სწავლის შედეგების გასაუმჯობესებლად.
ტექნოლოგიები მასწავლებელს სთავაზობს ზედმიწევნით ზუსტ ინფორმაციას და დიაგნოზს მოსწავლისა
და კლასის მოსწრებისა და საჭიროებების შესახებ. მთავრია, სასწავლო პროცესში ამ ინფორმაციის
მიზანმიმართული გამოყენება შეგვეძლოს“. (ციფრული რეალობა-გამოწვევა მასწავლებლებისთვის).
„ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება გაკვეთილზე საკმაოდ აქტუალურია, როგორც
მოსწავლის პიროვნული განვითარებისთვის, ასევე ისეთი კომპეტენციების
განვითარებისთვის, როგორიცაა: ინფორმაციის სხვადასხვა წყაროების ძლიერი და სუსტი
მხარეების შედარება, ინფორმაციის მოძიების სხვადასხვა ტექნოლოგიების შერჩევა, მისი დამუშავების და შესწავლის ადეკვატური
მოდელების და პროცედურების გამოყენება.
სწავლების პროცესის ძველი მოდელებით წარმართვისას ინფორმაციის მთავარი წყარო მოსწავლისათვის
იყო მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეებისაგან ითხოვდა ყურადღების კონცენტრაციას,
ფიზიკურ და გონებრივ მობილიზაციას, მეხსიერების დაძაბვას. თუმცა, ყველა ბავშვს არ
შეუძლია ასეთ რეჟიმში მუშობა. ხასიათის ფსიქოლოგიური თავისებურებები,
განსხვავებული ინტელექტუალური უნარების განვითარება, ინფორმაციის აღქმის
სხვადასხვა ტემპი,- შეიძლება მოსწავლის აკადემიური წარუმატებლობის მიზეზი გახდეს.
განათლების თანამედროვე მოთხოვნები და ეროვნული სასწავლო გეგმა არ იძლევა
გაკვეთილის თემის ასათვისებლად აუცილებელი ინფორმაციის მოცულობის შემცირების
საშუალებას. ასეთ დროს მასწავლებლისთვის გაკვეთილზე ტექნოლოგიების გამოყენება
ხდება საგანმანათლებლო პრობლემების
მოგვარების უალტერნატივო საშუალება.
სასკოლო განათლების მოდერნიზაციის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს
კომპიუტერული ტექნოლოგიების და სხვა მულტიმედია საშულებების დანერგვა სასწავლო
პროცესში. მათი გაკვეთილზე გამოყენება საშუალებას გვაძლევს მოსწავლეებს განუვითაროთ
ისეთი უნარები, როგორიცაა: ახალი მასალის აღქმა, დამახსოვრება, ანალიტიკური და
კრიტიკული აზროვნება. ასევე ხელს უწყობს შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას,
ფსიქიკური პროცესების სტიმულირებას.
ტექნოლოგიების გამოყენებამ
რა დადებითი და უარყოფითი გავლენა შეიძლება იქონიოს ბავშვზე? რამდენ ხანს უნდა ატარებდეს
ის კომპიუტერთან?
სწავლის პროცესში
ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებისას ვისმენთ მსჯელობებს მის უარყოფით შედეგებზე. როგორიცაა:
ü
ყურადღების დეფიციტი;
ü
სწავლის პრობლემები;
ü
ფსიქიკური განვითარების შეფერხება;
ü
ძილის პრობლემები;
ü
ემოციური პრობლემები;
ü
მეტყველების შეფერხება;
ü
ქცევის პრობლემები;
ü
ჯანმრთელობის პრობლემები.
ამის მიუხედავად,
სასწავლო პროცესში კომპიუტერების გამოყენებას აქვს მრავალი დადებითი მხარე:
ü
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს
შემოქმედებითობას და ინოვაციური მიდგომების განვითარებას. რაც ძალიან მნიშვნელოვანია,
პრობლემაზე დაფუძნებული კონსტრუქტივისტული საკლასო გარემოს შესაქნელად.
ü
ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელია ისეთი თვალსაჩინოებების
შექმნა და გამოყენება, რომლებიც საჭიროა ახალი ცოდნის კონსტრუირებისთვის.
ü
დაწყებით საფეხურზე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს
საგანთა ინტეგრირებას.
ü
ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება ამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას.
ü
ტექნოლოგიების საშუალებით მოსწავლეები ქმნიან მრავალფერვან, მდიდარ
სასწავლო მასალას.
ü
ისინი
თავად იღებენ მონაწილეობას სასწავლო პროცესის მოდიფიცირებაში და მისი შეცვლაც კი შეუძლიათ.
გარდა იმისა,
რომ ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს სხვადასხვა საგანში სასურველი შედეგების
მიღწევას, ის ციფრულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ კომპეტენციების განვითარებასაც განაპირობებს“.
იმისთვის, რომ საზოგადოებამ სწორად შეაფასოს ციფრული
ტექნოლოგიების გამოყენების ორივე მხარე, ეს საკითხი მსჯელობის საგნად უნდა ვაქციოთ
და საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია. დროული პრევენციები დაგვეხმარება ტექნოლოგიების
უსაფრთხოდ და სწორად გამოყენებაში. მშობელი დაინტერესებული უნდა იყოს იმით, რომ თვითონაც
ჩაერთოს შვილის სწავლის პროცესში. მისცეს შესაძლებლობა ბავშვმა ციფრული სამყაროსგან
მიიღოს სარგებელი და განივითაროს ციფრული წიგნიერების უნარ-ჩვევები. ამავდროულად აკონტროლოს
ტექნოლოგიების გამოყენების სიხშირე და დრო. მთელი დღის განმავლობაში ეკრანთან სამუშაოდ
გაუნაწილოს 2 საათი. ძილს წინ კი მოარიდოს ეკრანს. ბავშვებმა უმცროსი ასაკიდანვე უნდა
იცოდნენ კომპიუტერთან გატარებული დროის მენეჯმენტი.
დაწყებით კლასებში სწავლის პერიოდის როლი და მნიშვნელობა
მოსწავლის განვითარების წარმატების მისაღწევად განუზომლად დიდია. წარმატებას კარგად
სწავლასთან ერთად ძალიან ხშირად განსაზღვრავს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც ადრეულ სასკოლო
პერიოდში უყალიბდება ბავშვს. სკოლაში შესვლის პირველივე დღეებიდანვე, ბავშვის აზროვნების
განვითარებასთან ერთად, მისი უნარ-ჩვევების განვითარება, პრიორიტეტად უნდა ვაქციოთ,
რათა მოსწავლე სწავლის ზედა საფეხურებზე წარმატებებს აღწევდეს და საკუთარი თავის რეალიზებას
მაქსიმალურად ახდენდეს. მოსწავლეთა კომუნიკაციური უნარების განვითარება თანამედროვე
პირობებში განათლების უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს.
საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება ყველაზე ეფექტური საშუალება გახდა თანამედროვე
სკოლის საგანმანათლებლო სივრცის გაფართოებისთვის. განათლების სისტემა მუდმივად განიცდის
ცვლილებებს. შესაბამისად იცვლება ადამიანთა მოთხოვნილებები და ინტერესები. კაცობრიობა
განიცდის საინფორმაციო რევოლუციას. ინტერნეტი ზეგავლენას ახდენს საზოგადოების ყველა
სფეროზე. ციფრულმა ტექნოლოგიებმა დაიკავა ჩვენი საქმიანობის დიდი ადგილი და გახდა ჩვენი
ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.
იმისთვის, რომ საგაკვეთილო პროცესი საინტერესოდ წარიმართოს,
საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება წარმატების გასაღებია. ისტ-ის გამოყენება ზრდის
მასალის ათვისების ხარისხს, ხელს უწყობს მოსწავლეთა დაინტერესებას და ჩართულობას. დაწყებითი
კლასის მოსწავლეებში მოტივაციის შექმნის და ინტერესის გაღვივების საუკეთესო საშუალებაა.
თუმცა, საბაზო საფეხურის მოსწავლეებში და მასწავლებლებში გარკვეულ სირთულეებიდან გამომდინარე,
სწავლის პროცესში ნაკლებად ხდება ტექნოლოგიების გამოყენება.
8. სამიზნე ჯგუფი:
კვლევის სამიზნე ჯგუფად
შევარჩიე დაწყებითი საფეხურის III გ კლასი. მოსწავლეთა
ასაკი 8 – 9 წელი. ამ კლასის მოსწავლეებს ვასწავლი და ვთვლი, რომ მოსწავლეებს აქვთ
ბუკში მუშაობის ცოდნა და შესაბამისი უნარ-ჩვევები. კვლევა განხორციელდა 19
მოსწავლეს შორის. მონაწილეობა მიიღო ყველამ. მათ შორის არ არის სპეციალური
საჭიროების მქონე მოსწავლე.
კვლევა განხორციელდა 2019 წლის თებერვალ - მაისში. (იხ. დანართი N1).
9.
კვლევის მეთოდები:
თვისობრივი მეთოდები:
სასწავლო პროცესზე დაკვირვების
დღიური, ვაწარმოე რათა დამენახა შედეგი, ცვლილებები სასწავლო
პროცესში ტექნოოგიების გამოყენების შედეგად.
ფოკუს ჯგუფი 1 გამოვიყენე
მასწავლებლებთან იმისათვის, რომ გამეზიარებინა მათი მოსაზრებები ტექნოლოგიების გამოყენებასთან
დაკავშირებით და გამეგო, რომელ ელექტროულ რესურსებს ანიჭებენ უპირატესობას და რაში
ხედავენ ამ რესურსების სარგებელს.
ფოკუს ჯგუფი 2 გამოვიყენე
მოსწავლეებთან კვლევის ბოლოს, რათა დავრწმუნებულიყავი განხორციელებული ინტერვენციების
შედეგიანობაში.
რაოდენობრივი მეთოდები:
ანკეტირება გამოვიკითხე
მოსწავლეთა და მშობელთა აზრი ტექნოლოგიების გამოყეებასთან დაკავშირებით.
10.
მონაცემთა შეგროვება
მონაცემთა შეგროვება განხორციელდა შემდეგი მეთოდების გამოყენებით.
კვლევის საწყის ეტაპზე გამოყენებული იქნა ჩართული დაკვირვება, კერძოდ კი
ფოკუსირებული დაკვირვება.
კვლევის ფარგლებში მოსწავლეებს ვაკვირდებოდი სხვადასხვა საგანში როგორ
იგებდნენ და იაზრებდნენ ახალ მასალას, როგორ ასრულებდნენ დავალებებს. სასწავლო
პროცესში რომელი მეთოდის ან სტრატეგიის გამოყენებისას იზრდებოდა მათი ჩართულობა და
ინტერესი.
ფოკუს ჯგუფი - ჩატარდა III
გ კლასის
მოსწავლეებთან. მისი მიზანი იყო მოსწავლეების დამოკიდებულებების გარკვევა სწავლის
მიმართ, როდესაც ისინი ტექნოლოგიებს იყენებდნენ.
ფოკუს ჯგუფზე დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა მოსწავლეთა ჩართულობა და
დიდი ინტერესი იმ დავალებების მიმართ, რომელიც ტექნოლოგიებით ეძლეოდათ.
მათი უმრავლესობა აღნიშნავს, რომ სწორედ ტექნოლოგიების გამოყენებით
სწავლობს ხალისით და ინტერესით. აღნიშნავენ, რომ ტექნოლოგიების გარეშე მათთვის წარმოუდგენელია
ცხოვრება.
აღმოჩნდა, რომ მოსწავლეების უმრავლესობას ტექნოლოგიები გამოყენებისას
დავალებების შესრულება არ უჭირთ და ახალ მასალას უფრო კარგად იაზრებენ.
ფოკუს ჯგუფი (მასწავლებლებთან) - ვთანამშრომლობდი და ვსაუბრობდი კოლეგებთან, ერთად განვიხილავდით საკვლევ
საკითხებს. გამოვკვეთეთ პრიორიტეტები და მნიშვნელოვანი საკითხები. რომელ მოსწავლეებს
შეიძლებოდა შემქმნოდა პრობლემა ბუკში მუშაობისას. რა პრობლემები შეიძლებოდა ყოფილიყო
და როგორი ჩარევა უნდა მომეხდინა. კვლევის მიმდინარეობისას ვუზიარებდი საგაკვეთილო
პრაქტიკის შედეგად მიღებულ გამოცდილებას, კოლეგები მაძლევდნენ უკუკავშირს, ვითვალისწინებდი
მათ რჩევებს. (იხ. დანართი N2).
მშობელთა გამოკითხვა (ანკეტირება) - კვლევის პროცესში აღნიშნული მეთოდი გამოვიყენე იმის გასარკვევად, მისაღები
იყო მათთვის თუ არა სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენება და რაში
ეხმარებოდა მათ შვილებს.
(იხ. დანართი N3).
შერჩევა - სრული, ვინაიდან მოსწავლეთა მოსაზრებების, ინტერესებისა და სურვილების
გათვალისწინება სასწავლო პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა მოსწავლის აზრი
საინტერესო იყო კვლევის პროცესში. კითხვარის საშუალებით გამოიკვეთა ის დავალებები,
რომელიც ყველაზე მეტად მოსწონთ მოსწავლეებს სასწავლო პროცესში. უმრავლესობის აზრით
ეს პროგრამებში მუშაობა აღმოჩნდა.
(იხ. დანართი N4)
11.
მონაცემთა ანალიზი:
კვლევის წარმოებისას
გამოვიყენე მონაცემთა შეგროვების თვისობრივი და რაოდენობრივი მეთოდები.
ა) თვისობრივი მეთოდები:
1.
საგაკვეთილო
პროცესზე დაკვირვება;
2.
ფოკუსირებული
დაკვირვება;
3.
ფოკუს-ჯგუფი
ბ) რაოდენობრივი მეთოდები:
1.
ანკეტირება
დაკვირვება - გამოყენებული იქნა საგაკვეთილო პროცესის
სხვადასხვა ფაზაზე. გამოვიყენე კრიტიკული მეგობრის ინსტიტუტი და ურთიერთდასწრება. გაკვეთილის
სხვადასხვა ფაზაზე მე ჩემს კოლეგასთან ერთად ვაკვირდებოდი როგორ მუშაობდნენ, როგორ
იგებდნენ და იაზრებდნენ ნასწავლს. დაკვირვება მიმდინარეობდა როგორც პროგრამებში დავალებების
შესრულებაზე, კითხვებზე-პასუხის გაცემაზე, ასევე ტესტირების შედეგებზე. რომელიც ძალიან
დამეხმარა კვლევის შედეგების დამუშავებაში და გაანალიზებაში. დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა,
რომ:
ü ტექნოლოგიების გამოყენება ზრდის მოტივაციას და ჩართულობას.
ü Padlet-ის გამოყენება ეხმარება კომუნიკაციის დამყარებაში მოსწავლეებსა და მასწავლებელს
შორის, მოსწავლეს შეუძლია დროული უკუკავშირის მიღება და გაცემა, ინდივიდუალური დავალებების
მიღება-შესრულება და თანატოლების ნამუშევრების დათვალიერება-შეფასება. ეს ყველაფერი
ხელს უწყობს ცოდნის გაღრმავებას და მრავალი საჭირო უნარ-ჩვევის გამომუშავებას, რაც
საბოლოო ჯამში ზრდის სწავლის ხარისხს.
ü LearningApps-ის გამოყენება სასწავლო პროცესში ეფექტურია გაკვეთილის სამივე ფაზაზე.
რესურსი ზრდის მოტივაციას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მისი გამოყენებით მოსწავლე
ყოველთვის აღწევს შედეგს.
ü Tondoo და
Scratch-ი ხელს უწყობს შემოქმედებითი უნარების
განვითარებას.
ü ხანის აკადემია ხელს უწყობს მათემატიის სწავლას და ტესტირების შედეგების
გაუმჯობესებას.
ანკეტირება - განვახორციელე მოსწავლეთა და მშობელთა
ანკეტირება (იხ. დანართი N6).
მოვახდინე მონაცემთა შეგროვება და
ანალიზი
12. განხორციელებული ინტერვენციების მიმოხილვა:
ინტერვენცია განხორციელდა გეგმის
მიხედვით. ზემოთ მოცემული ინტერვენციის ვარიანტებიდან განვახორციელე ორივე მათგანი.
საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ვიყენებდი ციფრულ ტექნოლოგიებს ქართულის და მათემატიკის
გაკვეთილებზე. ვქმნიდი და მოსწავლეებსაც ვაქმნევინებდი რესურსებს სხვადასხვა პროგრამებში.
პარალელურად ვაკვირდებოდი მოსწავლეთა ჩართულობას, განწყობას და მონდომებას, თამამად
შეიძლება ითქვას, რომ მათი მისაღწევი შედეგები საგრძნობლად გაუმჯობესდა. შედეგები გაიზარდა
როგორც გაგების, ასევე გააზრების დონეზე.
მოსწავლეებს ვამუშავებდი დავალებების
შესრულებაზე სხვადასხვა პროგრამებში. მათ შორის:
Learning.Apps-ში სხვადასხვა
სახის დავალებებზე როგორც გაგების ასევე გააზრების ფაზის დავალებების
შესასრულებლად. Toondoo.com-ზე კომიქსების შესაქმნელად. რასაც ბავშვები დიდი ინტერესით აკეთებდნენ.
შექმნილ კომიქსებს მიგზავნიდნენ Padlet-ზე. აქვე მწერდნენ წერილებს. ასრულებდნენ
დავალებებს, რომელსაც ლინკით ვუგზავნიდი. იღებდნენ ჩემგან საჭირო ინფორმაციებს.
აქვე აკეთებდნენ წერილობით უკუკავშირს. „ვისწავლოთ თამაშით“ და scratch-ში პროგრამებში ქმნიდნენ ანიმაციების. განსაკუთრებით ხალისობდნენ, როდესაც
პერსონაჟები მოძრაობაში მოჰყავდათ. აღნიშნული პროგრამები კარგად დაეხმარა ბავშვებს
მასალის გაგება-გააზრებაში. „ხანის აკადემია“-მათემატიკის ტესტირების შედეგების
გაუმჯობესებაში.
ინტერვენციის ფარგლებში, სხვადასხვა პროგრამებში მუშაობით, ბევრი რესურსი
შევქმენით როგორც კლასში, ასევე სახლში. ინტერვენციის შედეგად ცხადი გახდა,
რომ ციფრული ტექნოლოგიები პატარებს ხალისით რთავს სასწავლო პროცესში, უმარტივებს სწავლის
პროცესს და სასკოლო ცხოვრების რუტინას შემოქმედებით პროცესად აქცევს.
ამასთან, შეიძლება ვთქვათ, რომ სასწავლო პროცესში
ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება არა მარტო სწავლის პროცესის გაუმჯობესებას უწყობს
ხელს, არამედ მოსწავლეებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგების მიღწევაშიც
ეხმარება. კერძოდ:
ეროვნული სასწავლო გეგმის
სტანდარტით ერთ-ერთი მისაღწევი შედეგი არის ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში.
მოსწავლეს შეუძლია რესურსების
გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
● მოიძიებს ინფორმაციას/სასწავლო
მასალას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მეშვეობით;
● იყენებს ისტ –ს ამა თუ იმ მასალის/ტექსტის შესაქმნელად/ დასამუშავებლად;
● ქმნის ოპერატიულ რესურსებს და იყენებს მათ (მაგ., მარტივ სქემებს, ილუსტრირებულ
ლექსიკონს, ილუსტრირებულ ანბანს და სხვა).
ასევე გამჭოლი კომპეტენციების უნარების განვითარებაში.
ციფრული წიგნიერება
1. სოციალური, ეთიკური
და უსაფრთხოების ნორმების დაცვა და ისტ-ის
პასუხისმგებლობით გამოყენება - ციფრული მოქალაქეობა;
პასუხისმგებლობით გამოყენება - ციფრული მოქალაქეობა;
2. ისტ-ის ეფექტიანი
გამოყენება;
3. ახალი პროდუქტის
შექმნა;
4. კომუნიკაცია და
კოლაბორაცია;
5. ინფორმაციის მოძიება
და კვლევა.
13.
ინტერვენციის შეფასება:
ინტერვენციის დასრულების შემდეგ ჩემს
მოსწავლეებს ვთხოვე, გამოეთქვათ მოსაზრება საგაკვეთილო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების
შესახებ.
ფოკუს ჯგუფი - შედგა მესამე კლასების ორი მაღალი
შესაძლებლობის, ორი საშუალო და ორი დაბალი შესაძლებლობების მოსწავლისაგან. ის მოსწავლეები,
რომლებიც ტექნოლოგიების გამოყენების სათანადო ცოდნას ავლენენ, აღნიშნავენ, რომ მათთვის
სახალისო და საინტერესოა ბუკში შესასრულებელი დავალებები. არანაირი დავალება მათთვის
სიძნელეს არ წარმოადგენს. ისინი არამარტო ასრულებენ დავალებებს, არამედ თვითონაც ქმნიან
და უზიარებენ თანაკლასელებს. რომელიც სულაც
არ მოითხოვს დიდ დროს და არც სხვების დახმარებას საჭიროებს. ბავშვები, რომლებსაც ბუკში
მუშაობის უნარ-ჩვევები ჰქონდათ და დავალებებსაც ასრულებდნენ, თუმცა ზოგიერთი დავალების
შესრულება უჭირდათ, ამბობენ, რომ აღნიშნულ პროგრამებში მუშაობა დაეხმარა, უკეთესი შედეგების
მიღწევაში და ახლა მათთვის დავალების შესრულება გასაგები გახდა. დაბალი შესაძლებლობის
მოსწავლეების აზრით, პროგრამებში მუშაობით სწავლის მიმართ ინტერესი გაიზარდა. ისინი
გაერკვნენ გაუგებარ საკითხებში, დაინტერესდნენ დავალების შესრულებაში და ნაკლები პრობლემები
ექმნებათ სწავლაში. (იხ. დანართი N7).
მოსწავლეების აზრით სასწავლო პროცესში
ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება გაკვეთილებს სახალისოს და საინტერესოს ხდის.
ვფიქრობ, რომ განხორციელებულმა ინტერვენციებმა
და მუშაობამ შედეგი გამოიღო, რაზეც მეტყველებს ტესტირების შედეგების გაუმჯობესებაც:
14.
რეკომენდაციები
ციფრული ტექნოლოგიების როლი განათლების,
აღაზრდის და სოციალიზაციის კონტექსტში ძალიან დიდია. მასწავლებელის მიზანია, დაეხმაროს
მოსწავლეს ტექნოლოგიებთან დამოუკიდებლად და კომპეტენტურად გამკლავებაში.
სასწავლო პროცესში ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება თანამედროვე სკოლის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ეს ეხება სწავლების ყველა საფეხურს და ყველა საგნობრივ ჯგუფს. თუმცა ამ მიზნის მისაღწევად ბევრი ბარიერის გადალახვაა საჭირო. ეს ბარიერებია:
ზოგიერთ სკოლაში ჯერ კიდევ არ არის საკმარისი რაოდენობის ტექნოლოგიები.
მასწავლებლები საკმარისად არ
ფლობენ ტექნოლოგიებს. არ არის გამართული ქსელები, რაც იწვევს შეფერხებებს მუშაობისას.
აღნიშნული პრობლემებია ჩენს სკოლაშიც. კარგი იქნება, დირექციამ იზრუნოს რათა სკოლა აღიჭურვოს საჭირო რაოდენობის კომპიუტერებითა და პროექტორებით. შეიყვანოს Wi-fi, რათა ინტერნეტი ყველას
ჰქონდეს საკლასო ოთახში.
პედაგოგებს ვურჩევდი, გაიარონ ტრენინგები: ონლაინ რესურსების გამოყენება სასწავლო პროცესში, ასევე ციფრული რესურსების შექმნასა და გამოყენებაზე. დაგეგმონ და ჩაატარონ გაკვეთილები ტექნოლოგიების გამოყენებით, რათა მოსწავლეთა მოტივაცია და სწავლის ხარისხი უფრო მეტად გაიზარდოს.
პედაგოგებს ვურჩევდი, გაიარონ ტრენინგები:
ონლაინ რესურსების გამოყენება სასწავლო პროცესში, ასევე ციფრული რესურსების შექმნასა
და გამოყენებაზე, ოფის 365-ში მუშაობაზე. დაგეგმონ და ჩაატარონ გაკვეთლები ტექნოლოგიების
გამოყენებით, რათა მოსწავლეთა მოტივაცია და სწავლის ხარისხი გაიზარდოს.
კარგი იქნება მოსწავლეებს თუ მივცემთ
ისეთ დავალებებს, რომელიც გაზრდის მათ მოტივაციას და სახალისოს გახდის ბუკში მუშაობის
პროცესს. ასეთი დავალებები შეიძლება იყოს: ინტერნეტში მასალის მოძიება, კომიქსების
შექმნა, პრეზენტაციების მომზადება, ტესტების შესრულება, ტექსტის რედაქტირება, საგანმანათლებლო
თამაშები, სკაიპ-გაკვეთილები. მულტიმედიური სწავლება კი საშუალებას მისცემს იმოგზაურონ
ვირტუალურ სამყაროში, იმ ქვეყნებში და ადგილებში რის ნახვა და სწავლაც სურთ. თუმცა,
ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებისას გასათვალისწინებელია წინასწარ კარგად დაიგეგმოს
ყველაფერი. უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები: სასწავლო მასალის თემატიკა; გაკვეთილის
მიზანი და სტრატეგიები; ტექნიკური ბაზა; დავალების ტიპი; მოსწავლეთა ისტ-ის კომპეტენცია.
15.
დასკვნა
სასწავლო პროცესი დღეს წარმოუდგენელია ტექნოლოგიების გარეშე. მისი გამოყენებით
შესაძლებელია როგორც ეფექტური გაკვეთილების ჩატარება, ასევე საინტერესო და მრავალფეროვანი თვალსაჩინოებების შექმნა და გამოყენება.
ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს შემოქმედობითობის და ინოვაციური მიდგომების განვითარებას.
ციფრული და რაოდენობრივი წიგნიერების განვითარებას. საგანთა შორის კავშირების წარმოჩენას.
დაკვირვების შედეგებმა აჩვენა, რომ
სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილები დადებითად აისახება
მოსწავლეთა დაინტერესებაზე, მოტივაციაზე და სწავლის ხარისხის ამაღლებაზე.
უნდა აღინიშნოს, რომ გაკვეთილზე ტექნოლოგიების
გამოყენებით შესრულებული დავალება, თამაში თუ პროგრამებში მუშაობა, დროში კარგად გაწერილი,
სასწავლო მასალას მორგებული და მიზნის შესაბამისი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში,
ტექნოლოგიების გამოყენება, არც შედეგიანი იქნება და არც ეფექტიანი.
„ადამიანს, გონებისკენ სამი გზა აქვს: აზროვნება - ყველაზე კეთილი,
მიბაძვა - ყველაზე ადვილი, გამოცდილება - ყველაზე ძნელი“. (კონფუცი)
ძალიან დიდი მადლობა ჩემს
მოსწავლეებს, სკოლის ადმინისტრაციას, ჩემს კოლეგებს, რომ მათ ყველაზე რთული და
ძვირფასი რამ - გამოცდილება შემძინეს. კვლევის წარმოებაში ხელშეწყობისთვის და
დახმარებისთვის განსაკუთრებული მადლობა ჩემს კოლეგას-ნინო ჩიკვაიძეს.
16.
ბიბლიოგრაფია
გამოყენებული ლიტერატურა
1.
საგნობრივი პროგრამა ქართულ ენაში,
მათემატიკაში, ბუნებაში - ეროვნული სასწავლო გეგმა.
2.
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების
გამოყენება სასწავლო პროცესში - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი. თბილისი
2011 წელი.
4.
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების,
პროფესიული განვითარებისა და
კარიერული წინსვლის სემის
გზამკვლევი II ნაწილი. 2016 - http://tpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/gzamkvlevi%20meore%20nawili.pdf
5.
თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების
როლი სწავლა-სწავლების პროცესში - ჟურნალი მასწავლებელი.
6.
საინფორმაციო ტექნოლოგიების (ბუკი)
გამოყენება პროექტებით სწავლების მაგალითზე
7.
ტექნოლოგიების გამოყენება ასაკისა
და განვითარების შესაბამისად
9.
სოფიკო ლობჟანიძე „როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები“
ინტერნეტჟურნალი „მასწავლებელი“ 2012 წლის 3 მაისი. http://mastsavlebeli.ge/?p=281
10. მიხეილ გიორგაძე „როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებზე?“ / ციფრული რესურსი
11. „ცოფრული რეალობა - გამოწვევა მასწავლებლებისთვის“
შორენა ტყეშელაშვილი (28 აპრილი 2017).
17. დანართები:
დანართი N1. კვლევის
გეგმა
N
|
შესასრულებელი სამუშაო
|
დრო
|
|||
1
|
საკვლევი თემის შერჩევა
|
თებერვალი
|
მარტი
|
აპრილი
|
მაისი
|
2
|
კვლევის სავარაუდო გეგმის შედგენა
|
||||
3
|
ინტერვიუ სკოლის მასწავლებლებთან საკვლევი საკითხის შედგენა/შეხვედრა
|
||||
4
|
სათანადო ლიტერატურის გაცნობა/გაანალიზება
|
||||
5
|
კითხვარის შედგენა
|
||||
6
|
გამოკითხვის ჩატარება და შედეგების გაანალიზება
|
||||
7
|
ინტერვიუ მოსწავლეებთან
|
||||
8
|
დაკვირვება
|
||||
9
|
ანკეტირება
|
||||
10
|
ფოკუს-ჯგუფის ჩატარება III გ კლასის მოსწავლეებთან
|
||||
11
|
მონაცემთა შეგროვება
|
||||
12
|
მონაცემთა ანალიზი
|
||||
13
|
სავარაუდო ინტერვენციების გეგმის შემუშავება
|
||||
14
|
ინტერვენციების განხორციელება
|
||||
15
|
ინტერვენციების შედეგების ანალიზი
|
||||
16
|
რეკომენდაციების შემუშავება
|
||||
17
|
კვლევის შედეგების პრეზენტაცია
|
||||
18
|
კვლევის ანგარიშზე მუშაობა
|
დანართი
N2. ფოკუს ჯგუფი (საკვლევი საკითხის იდენტიფიცირებისთვის)
1.
ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით,
შესაძლებელია თუ არა გაკვეთილის მიზნის მიღწევა?
2.
საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა
მოტივაციის შესაქმნელად და ჩართულობის ასამაღლებლად რომელ აქტივობებს ვიყენებთ?
3.
რა ტიპის რესურსებს ვანიჭებთ
უპირატესობას მოსწავლეთა უკეთესი შედეგების მისაღწევად?
4.
ეხმარება თუ არა მოსწავლეებს
ციფრული ტექნოლოგიები მასალის გაგება-გააზრებაში?
5.
საგაკვეთილო პროცესისათვის
ქმნიან თუ არა მოსწავლეები თავისით ციფრულ პროდუქტებს?
6.
როგორ ვეხმარებით მოსწავლეებს
წერილობითი თუ ინტერნეტ რესურსის მოძიებაში და პროგრამებში მუშაობაში?
7.
ციფრული რესურსების გამოყენება
ხელს უწყობს თუ არა მოსწავლეებს კრიტიკული შეკითხვების ჩამოყალიბებაში, დისკუსიაში
მონაწილეობაში და საკითხის ობიექტურად შეფასებაში?
8.
გაუმჯობესდა თუ არა მოსწავლეთა
შედეგები?
9.
შესაძლებელია თუ არა დროის
დაზოგვა ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით?
10.
ინფორმაციის გაცვლის მიზნით,
ვთანამშრომლობთ თუ არა კოლეგებთან, ვიზიარებთ თუ არა მათ გამოცდილებას, ვიყენებთ
თუ არა მათ შექმნილ რესურსებს?
დანართი N3. კითხვარი
მშობლებისთვის
ძვირფასო მშობლებო! ვაწარმოებ პრაქტიკის კვლევას III გ კლასში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით მოსწავლეთა სწავლის ხარისხის გაუმჯობესების
გზების ძიებაზე. თქვენი მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. გთხოვთ, რამდენიმე შეკითხვას
უპასუხოთ.
კითხვარი ასევე განთავსებულია
ჩემს ბლოგზე:
1.
გსურთ თუ არა, რომ თქვენმა შვილმა
მონაწილეობა მიიღოს კვლევაში?
ა) დიახ ბ) არა
2.
მოგწონთ თუ არა, მოსწავლეები გაკვეთილზე
ტექნოლოგიებს რომ იყენებენ?
ა) დიახ ბ) არა
3.
უტარდებათ თუ არა თქვენს შვილებს
გაკვეთილები ტექნოლოგიების გამოყენებით?
ა) დიახ ბ) არა
4.
გინდათ თუ არა, რომ თქვენს შვილებს
უფრო ხშირად ჩაუტარდეთ გაკვეთილები ტექნოლოგიების გამოყენებით?
ა) დიახ ბ) არა
5.
რაში ეხმარება თქვენ შვილს სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენება?
ა) უადვილებს ახალი მასალის გაგებას
ბ) უმაღლებს მოტივაციას
გ) ახალისებს და იწვევს მის დაინტერესებას
დ) სხვა
-----
6.
თქვენი აზრით, საჭიროა და მნიშვნელოვანია
ტექნოლოგიების ცოდნა?
ა) ძალიან მნიშვნელოვანი
ბ) უმნიშვნელო
გ) ნაწილობრივ მნიშვნელოვანი
7.
თქვენი აზრით, ტექნოლოგიები ხომ არ
უქმნის რაიმე პრობლემას ადამიანს?
ა) არა
ბ) დიახ
გ) არ ვიცი
თუ რაიმეს დამატება გსურთ, შეგიძლიათ დაწეროთ.
გმადლობთ მონაწილეობისთვის!
დანართი
N4.
კითხვარი მოსწავლეებისთვის
მონიშნეთ პასუხები
--- კლასის მოსწავლე ----
1.
გსურთ თუ არა, რომ მონაწილეობა მიიღოთ
კვლევაში?
ა) დიახ
ბ) არა
2.
მოგწონთ თუ არა სასწავლო პროცესში
ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება?
ა) დიახ
ბ) არა
3.
ხომ არ გიჭირთ ტექნოლოგიების გამოყენებით
დავალების შესრულება?
ა) დიახ ბ) არა
4.
გინდათ თუ არა, რომ უფრო ხშირად ჩაგიტარდეთ
გაკვეთილები ტექნოლოგიების გამოყენებით?
ა) დიახ
ბ) არა
5.
რაში გეხმარებათ სასწავლო პროცესში
ტექნოლოგიების გამოყენება?
ა) მიადვილებს ახალი მასალის გაგებას/სწავლას
ბ) ვსწავლობ ხალისით და ინტერესით
გ) დროულად ვიღებ მასწავლებლის
დახმარებას
დ) სხვა
6.
იყენებთ თუ არა ციფრულ ტექნოლოგიებს
ცოდნის გასაღრმავებლად?
ა) ვიყენებ
ბ) არ ვიყენებ
გ) ზოგჯერ
7.
იყენეთ თუ არა ინტერნეტს სასწავლო
მასალის მოსაძიებლად?
ა) ყოველთვის
ბ) არასოდეს
გ) საჭიროების შემთხვევაში
თარიღი:
დაკვირვების მიზნით IIIგ კლასში ქართულ ენაში და მათემატიკაში ჩატარდა გაკვეთილები ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით. გაკვეთილზე
ვიმუშავეთ სხვადასხვა პროგრამებში. შევქმენით მრავალფეროვანი რესურსები.
გამოყენებული პროგრამების ლინკები:
დანართი N5. ინფორმაცია პედაგოგების
დაკვირვების დღიურიდან
მოსწავლეებში
|
მოტივაცია
|
ჩართულობა
|
ახალი მასალის გაგება/გააზრება
|
შედეგიანობა
|
ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების ეფექტიანობა
|
დანართი N6. ანკეტირება
- როგორ
ფლობთ ციფრულ ტექნოლოგიებს?
ა) ძალიან კარგად
ბ) კარგად
გ) ცუდად
დ) საშუალოდ
- რამდენ
ხანს ატარებთ კომპიუტერთან?
ა) დიდ დროს ვატარებ
ბ) რამდენიც დავალების შესასრულებლად მჭირდება
გ) არ ვატარებ დიდ დროს
დ) არც ისე დიდ დროს
- რისთვის იყენებთ უფრო ხშირად ტექნოლოგიებს?
ა) დავალების შესასრულებლად
ბ) კომუნიკაციისთვის
გ) გართობისთვის
დ) სწავლისთვის
- ტექნოლოგიების
გამოყენებით რა სახის დავალებებს შეასრულებდით დიდი ინტერესით?
ა) ტესტირებას
ბ) ვიმუშავებ პროგრამებში
გ) ვუყურებ სასწავლო ფილმს
დ) შევქმნი სასწავლო რესურსს
ე) მოვიძიებ ახალ ინფორმაციას
- ციფრული
ტექნოლოგიების გამოყენება ეფექტურია თუ არა საგაკვეთილო პროცესში ახალი მასალის ახსნისას?
ა) დიახ
ბ) არ ვიცი
გ) არა
დ) არ ცვლის არაფერს
- ციფრული
ტექნოლოგიების გამოყენება გაკვეთილის რომელ ეტაპზეა უფრო საინტერესო?
ა) ნებისმიერ ეტაპზე
ბ) ახალ მასალის ახსნისას
გ) გაკვეთილის შეჯამებისას
დ) გამოკითხვისას
- შეგიქმნიათ
თუ არა რაიმე სახის სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ციფრული პროდუქტი?
ა) ხშირად
ბ) იშვიათად
გ) ერთხელ
დ) არასოდეს
- დაგეხმარა
თუ არა სწავლის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენება?
ა) დამეხმარა
ბ) ნაწილობრივ
გ) არასოდეს
დ) ძალიან დამეხმარა
- გეხმარებათ
თუ არა ტექნოლოგიების გამოყენება საშინაო დავალების
შესრულებაში?
ა) მეხმარება
ბ) ზოგჯერ
გ) ნაწილობრივ
დ) არ მეხმარება
დანართი N7. მე-3
კლასების მოსწავლეთა
ფოკუს ჯგუფის
კითხვარი
1.
როდის უფრო მოგწონს დავალების შესრულება,
როდესაც ტექნოლოგიებს იყენებ, თუ მის გარეშე?
2.
ხელს ხომ არ გიშლით ტექნოლოგიების
გამოყენება სწავლაში?
3.
ბევრ დავალებებს ხომ არ გაძლევთ ტექნოლოგიების
გამოყენებით?
4.
რთული ხომ არ გეჩვენებათ ტექნოლოგიებით
მუშაობა?
5.
კარგად გესმის მასწავლებლის ინსტრუქციები?
6.
გრძნობ თუ არა თანაკლასელებისა და
მასწავლებლების დახმარებას, როდესაც დავალების შესრულება გიჭირთ?
7.
იცი, როდის რა უნდა გააკეთო გაკვეთილზე?
8.
ხომ არ გიჭირს ტექნოლოგიების გამოყენებით
დავალების დამოუკიდებლად შესრულება?
9.
იცი, რის მიხედვით გაფასებენ?
10. მასწავლებლისგან იღებ უკუკავშირს?
11. იღებ თუ არა რჩევებს?
12. დავალების შესრულებაში გჭირდებათ მშობლების დახმარება?
13. როგორ ფიქრობთ, აუმჯობესებს თუ არა შედეგებს გაკვეთილზე ტექნოლოგიების
გამოყენება?
14. დაასრულე: ციფრული ტექნოლოგიების გარეშე...
18. კვლევის შედეგების
კოლეგებთან გაზიარების
რეფლექსია:
2019 წლის თებერვალ - მაისში განვახორციელე
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე: „დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სწავლის ხარისხის
გაუმჯობესების გზების კვლევა ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით“.
კოლეგებს პრეზენტაციის სახით წარვუდგინე ჩემი კვლევის ანგარიში, სადაც
განვიხილე კვლევის ეტაპები: საკვლევი საკითხის აქტუალურობა, მეთოდები, კვლევის ინტერვენციები
და რეკომენდაციები. შედეგები წარვუდგინე დიაგრამების სახით. კვლევის დასაწყისში შევარჩიე
საკვლევი თემა და განვსაზღვრე კვლევის მიზანი. შევარჩიე გამოსაყენებელი პროგრამები
და დავგეგმე ინტერვენციები. შეფასების ინსტრუმენტების გამოყენებით ყველა განხორციელებული
აქტივობა მოვაქციე პრაქტიკის კვლევის ჩარჩოში. კვლევის ანგარიშში წარვუდგინე სრული
ინფორმაცია განხორციელებული კვლევის შესახებ.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ კოლეგებისგან მივიღე დადებითი უკუკავშირი.
მათი აზრით კვლევა იყო საინტერესო, ინტერვენციები იყო მრავალფეროვანი, ანგარიშის სტრუქტურა
იყო თანმიმდევრული. მათ აღნიშნეს, რომ კვლევის
შედეგებს გამოიყენებენ პროფესიული განვითარებისთვის. კოლეგებმა აღნიშნეს კვლევის ფარგლებში
ჩატარებული სამუშაო შეხვედრების ნაყოფიერება და ჩემი გაწეული სამუშაო კვლევის წარმოებაზე,
დადებითად შეაფასეს.
ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნო და მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეთა უკუკავშირი.
მათ ძალიან მოეწონათ ის საქმიანობა, რაც კვლევის
პროცესში განახორციელეს. პროგრამები, რომელშიც მათ ხალისით იმუშავეს, დაეხმარა გაკვეთილების გაგება-გააზრებაში, ტესტების და დავალებების
მარტივად შესრულებაში.
მშობელთა გამოკითხვიდანაც კარგად ჩანს რომ ისინიც კმაყოფილები არიან სწავლის
პროცესში ციფრული ტექნოლოგიების აქტიურად გამოყენებით, რადგან მათი შვილები ხალისით ასრულებენ დავალებებს. საბოლოო ჯამში ეს დადებითად აისახა მათი
შვილების წარმატებებზე.
კოლეგების, მშობლების, მოსწავლეების უკუკავშირი ძალიან მნიშვნელოვანია
ჩემი პროფესიული ზრდისთვის. აღნიშნული კვლევა დამეხმარა როგორც პედაგოგიური პრაქტიკის
გაუმჯობესებაში, ასევე მოსწავლეებში სწავლის ხარისხის ამაღლებაში, მოსწავლეთა შედეგების
გაზრდაში. სწავლის პროცესში ტექნოლოგიების დანერგვამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდას და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას.
დუშეთის მე-2 საჯარო
სკოლის დაწყებითების მასწავლებელი: ირმა ვერძეული
კლვლევის მასალები გაზიარებულია როგორც ჩემს დრაივზე:
სკოლის დრაივზე:
სოციალურ ქსელში ჯგუფში: “სკოლა და მასწავლებელი”