სასწავლო პროექტი

















სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო პროექტის ავტორი
ირმა ვერძეული
სახელი, გვარი
ქ. დუშეთი
ქალაქი/რაიონი/დაბა/სოფელი
სსიპ ქ. დუშეთის მე-2 საჯარო
სკოლა
პროექტის მონახაზი
პროექტის დასახელება
დავიცვათ და გადავარჩინოთ ბუნება!
პროექტის შინაარსი
მოსწავლეები გაეცნობიან გარემოს მრავალფეროვნებას, მის მნიშვნელობას, სარგებლიანობას. დაასუფთავებენ სკოლის ეზოს, დარგავენ ნერგებს, დაამზადებენ აბრებს ტყისა და გარემოს დასუფთავების მოწოდებებით და გააკრავენ თვალსაჩინო ადგილას. მოსწავლეები ისწავლიან, რომ სუფთა გარემო მათი უფლებაა, ხოლო დაცვა მათი მოვალეობა.
საგანი/საგნები
ქართული ენა/ბუნებისმეტყველება
საფეხური/კლასი
დაწყებითი/მეორე
პროექტის განხორციელების დრო
სამი კვირა
პროექტის საფუძვლები
საგნობრივი სტანდარტები

ქართ.II.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის, თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟ(ებ)ის, მისი/ მათი ქცევის შეფასება და საკუთარი თვალსაზრისის ახსნა;
ქართ.II.8. მოსწავლემ უნდა შეძლოს მცირე ზომის მხატვრული ტექსტების ინტერპრეტირება; არავერბალური გზით ვერბალური ინფორმაციის ვიზუალურად გარდაქმნა და/ან პირიქით;
ქართ.II.11. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების ლექსიკურ და სემანტიკურ მხარეზე ენობრივ ფორმებზე დაკვირვება;
ქართ.II.13. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის მარტივი ტექსტების შექმნა ნაცნობ თემატიკაზე;
ქართ.II.15. მოსწავლემ უნდა შეძლოს წერის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად;
ბუნ.II.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება.

ბუნ.II.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ორგანიზმებისათვის გარემოს მნიშვნელობაზე მსჯელობა.



პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები

                      21- საუკუნის უნარ-ჩვევები:  

    ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემის გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად.
    ტექნოლოგიების გამოყენება, როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალება.
    მოსაზრებებისა და გადაწყვეტილებების საჭიროებისამებრ დაბალანსება სხვადასხვა ჯგუფთან ერთობლივი მუშაობისას.



სწავლების შედეგები:
    მოსწავლეები შეძლებენ სხვადასხვა მეთოდებით (კვლევა, ინტერვიუ, ინტერნეტი) ინფორმაციის მოძიებას ბუნებისა და გარემოს დაცვაზე და გაფრთხილებაზე;
    მოამზადებენ პრეზენტაციას
    შეძლებენ ელემენტარული ზომების გატარებას, რომელიც საჭიროა გარემოს დასასუფთავებლად და დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.
    შეძლებენ გამაფრთხილებელი აბრების შექმნას და სათანადო ადგილას განთავსებას.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
რა ზიანს აყენებს ადამიანი თავისი დაუდევრობით გარემოს?

ზოგადი კითხვა
როგორ ვუშველოთ დაბინძურებულ გარემოს?

თემატური კითხვები

რა მნიშვნელობა აქვს გარემოზე ზრუნვას? რა არის ბუნება? რა მოხდებოდა თუ არ ვიზრუნებთ გარემოზე? როგორ დავიცვათ და გადავარჩინოთ ბუნება?
შინაარსობლივი კითხვები
შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო (შეფასების სტრატეგიები)
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
შეფასების მეთოდ(ებ)ი
პროექტის მსვლელობის ეტაპები
თვალსაჩინოდ დაწერილი საკითხი
დაფაზე/შეკითხვა სქემის პირველი ორი სვეტის შევსება  
გონებრივი იერიში 3-2-1 სქემა

პროექტის დასაწყისში
შეფასების რუბრიკა; სქემები;
პრეზენტაციის ჩეკლისტი; მონიტორინგის რვეული.

ინდივიდუალური მუშაობა; თვითშეფასება, ურთიერთშეფასება, მონიტორინგი.
პრეზენტაციის მსვლელობისას

ჩანაწერები
დაკვირვების დღიური

შეფასების რუბრიკა  
სქემის მესამე სვეტის შევსება

ზოგადი კითხვა ფორმა
სქემები; მონიტორინგის რვეული
მულტიმედიური პრეზენტაცია
 3-2-1; გონებრივი იერიში; 
 რეფლექსია
პროექტის დასრულების შემდეგ
შეფასების მოკლე მონახაზი
პროექტის საწყის ეტაპზე გამოვიყენებ გონებრივი იერიშის მეთოდს. მოსწავლეთა 
მოსაზრებებს დავაფიქსირებ დაფაზე. 3-2-1 სქემის დახმარებით გავიგებ რა იციან და
 რისი გაგება სურთ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მოსწავლეებს. მუდმივად 
 გამოვიყენებ როგორც შეფასების, ასევე ურთიერთშეფასების ფორმებს. ჯგუფური 
მუშაობისას ჯგუფზე დაკვირვების ჩეკლისტის გამოყენებით დავაკვირდები 
თანამშრომლობის და კომუნიკაციის უნარებს. მოსწავლეები განხორციელებული 
აქტივობების შემდეგ, გააკეთებენ თვითშეფასებებს. ნასწავლის გაანალიზების მიზნით 
დავუსვამ შეკითხვებს. გამოვიყენებ ორგანეიზერებს. შესრულებული სამუშაოს სისწორის
 გასააზრებლად მოსწავლეებს დავურიგებ პრეზენტაციის ჩეკლისტებს და შეფასების
 რუბრიკებს. პროექტზე მუშაობის პროცესს გავუწევ მონიტორინგს. ჩანაწერებს გავაკეთებ
 მონიტორინგის რვეულში.

სხვა საკითხები
წინარე ცოდნა
ინტერნეტ-ძიება, პრეზენტაციის მომზადების უნარი, ტექსტურ რედაქტორში მუშაობის 
უნარი, სქემებისა და რუბრიკების შევსება, ინტერვიუს აღების უნარი.
სასწავლო პროცედურები
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
პროექტზე მუშაობის პერიოდში თემის შერჩევის შემდეგ ვატარებ მინი-ლექციას. 
მოსწავლეებს ვაცნობ საქართველოს კანონს, რომელიც ითვალისწინებს  დაიცვას ადამიანის 
ძირითადი უფლება ცხოვრებდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში და რამდენად 

მნიშვნელოვანია ჩვენი წვლილი ამაში. მოსწავლეები გადანაწილდებიან ჯგუფებში და 
იწყებენ მასალების მოძიებას.

პირველი კვირა: პროექტის დასაწყისში ვიმსჯელეთ საკვანძო საკითხების ირგვლივ. რა
 ზიანის მოტანა შეუძლია გარემოსთვის ადამიანის დაუდევარ დამოკიდებულებას. ვუჩვენებ ვიდეოს ბუნების მრავალფეროვნებაზე. შევავსებთ 3-2-1 სქემას, რომელიც დამეხმარება დავადგინო რა იციან მოსწავლეებმა შესასწავლ საკითხთან 
დაკავშირებით. ვესაუბრები პროექტის მიზნებზე, აქტივობებზე, რომელთა 
განხორციელებაც მოუწევთ პროექტის მიმდინარეობისას. მოსწავლეებთან ერთად 
შევიმუშავებ შეფასების კრიტერიუმებს. შევქმნი შეფასების სქემას. დავყოფ კლასს 
ჯგუფებად. მივცემ ინსტრუქციებს და დავალებებს. დავურიგებ ჩეკლისტებს.
ჯგუფების შექმნა, დავალებების განაწილება, ინსტრუქციები:
პირველი ჯგუფის წევრები შექმნის პრეზენტაციას პოვერპოინტში. ინფორმაციას და 
ფოტომასალას მოიძიებენ ინტერნეტ საძიებო სისტემაში. პრეზენტაციას ააწყობენ 
შემდეგნაირად: სათაური, ავტორი, მნიშვნელოვანი საკვანძო შეკითხვა, ფაქტები და 
არგუმენტები, დასკვნა. მუშაობის პროცესში გამოიყენებენ ჩეკლისტს და პრეზენტაციის
შეფასების რუბრიკას.

მეორე ჯგუფის წევრების მოამზადებენ შეკითხვებზე პასუხს (რა საფრთხე შეიძლება 
შეექმნას ცოცხალ არსებებს გარემოს დაბინძურებით? როგორ დავიცვათ და გადავარჩინოთ 
ბუნება დაბინძურებას? როგორ მივხედოთ დაბინძურებულ გარემოს? რატომაა ხეების 
დარგვა აუცილებელი?

მესამე ჯგუფის წევრები უფროსების გამოკითხვის საფუძველზე მოიძიებენ და ჩაიწერენ 
დღიურში ინტერვიუს იმ საშუალებებზე, რომელიც ეფექტურია გარემოს დაბინძურების 
თავიდან ასაცილებლად. გამოკითხვის საფუძველზე გააკეთებენ დასკვნას. ჩამოაყალიბებენ
 და დაწერენ პრევენციული ზომების ნუსხას, რომლის დაცვაც მნიშვნელოვანია გარემოს 
დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.

მეოთხე ჯგუფის წევრები შეაგროვებენ ინფორმაციას რამდენად დაბინძურებულია გარემო
 მათი საცხოვრებელი სახლის გარშემო, გაჩეხილია ტყე, რამდენად გადაშენების პირზეა 
ტყეში მცენარეთა, ცხოველთა და ფრინველთა სამყარო. ღებულობენ გადაწყვეტილებას, 
როგორ შეუძლიათ არსებული პრობლემის მოგვარება. განსაკუთრებულ ყურადღებას 
ამახვილებენ ცელოფნით და ნარჩენებით გარემოს დაბინძურებაზე. ფიქრობენ ცელოფნის 
შეცვლაზე სხვა საშუალებით, მაგალითად ქაღალდით, რადგან ეკოლოგიურად სუფთაა და 
მისი ხელმეორედ გამოყენება შეიძლება. გამოკითხვის საფუძველზე გააკეთებენ დასკვნას. 
ჩამოაყალიბებენ და დაწერენ პრევენციული ზომების ნუსხას, რომლის დაცვაც 
მნიშვნელოვანია გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.

პირველი კვირა: ბავშვები ერთმანეთს გაუზიარებენ მათ მიერ მოძიებულ ინფორმაციას 
და გააკეთებენ დასკვნებს. მუშაობის პერიოდში იყენებენ ჩეკლისტებს. ავსებენ
 უკუკავშირის ფორმას. შექმნიან აბრებს, გარემოს დაცვისა და გაფრთხილების 
მოწოდებებით. პასუხს გასცემენ მნიშვნელოვან კითხვებზე: რა არის ბუნება? 
რა შეიძლება გამოიწვიოს გარემოს დაბინძურებამ ადამიანისთვის და არამარტო მათთვის?
რატომაა გარემოს დაცვა ჩვენთვის მნიშვნელოვანი?  როგორ ვუშველოთ დაბინძურებულ 
გარემოს?

მეორე კვირა: ჯგუფები წარმოადგენენ შესრულებულ სამუშაოს. იმსჯელებენ. 
შეასრულებენ     3-2-1 სქემის ბოლო სვეტს. დაახარისხებენ მოძიებულ ინფორმაციას. 
შეაჯამებენ პროექტს. გააკეთებენ დასკვნებს. მიიღებენ პასუხს მთავარ კითხვაზე: რა 
გავლენას ახდენს გარემოს დაბინძურება ჩვენს სიცოცხლეზე?

მესამე კვირა: მოსწავლეები დაასუფთავებენ სკოლის ეზოს, დარგავენ ხის ნერგებს,
 გააკრავენ აბრებს გარემოს დაცვისა და გაფრთხილების მოწოდებებით.
მოეწყობა პროექტის შემაჯამებელი პრეზენტაცია. მოსწავლეები ისაუბრებენ თუ როგორ
იმუშავეს პროექტზე, უპასუხებენ შეკითხვებს.

დიფერენცირებული სწავლება
სპეციალური საჭიროებების მოსწავლე არ არის კლასში
სპეციალური საჭიროებების მოსწავლეები
არ არის კლასში არაქართულენოვანი მოსწავლე
არაქართულენოვანი მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)


გავაკეთებინებ პრეზენტაციას პოვერპოინტში განსაკუთრებული ტექნიკური
 უნარ-ჩვევების მქონე მოსწავლეს.
ნიჭიერი მოსწავლეები
სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები


აპარატურული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ).

პრინტერი
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
კომპიუტერ(ებ)ი
ინტერნეტ კავშირი
მობილური ტელეფონი
ვიდეო კამერა 
ვიდეო კონფერენციის მოწყობა
სკანერი
პროექტორი
სხვა ---
ტელევიზორი
ლაზერული დისკი/ჩიპი
პრობლემური უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში    გამოიყენებთ                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                      

ბლოგი
ელ. ფოსტა
ტექსტური რედაქტორი
ელ. ცხრილები
საგამომცემლო პროგრამა
გრაფიკული რედაქტორი
 ტესტირების პროგრამა
ელ. ენციკლოპედია
საპრეზენტაციო პროგრამა
 ვიდეო/აუდიო რედაქტორი
ელ. კითხვარი
ვებ ბრაუზერი
მე-2 კლასის ქართულის სახელმძღვანელო-„ქართული“- ირინე იაშვილი, ლელა ქისტაური,
 ნინო მესხორაძე, ხათუნა რაზმაძე; ტექსტი: „ხე და მისი ბინადრები“ -შოთა ამირანაშვილი
ბუნებისმეტყველების სახელმძღვანელო „ბუნება“ -მ. ბლიაძე, გ. კვანტალიანი; გაკვეთილი 
15 „ტყე შეუნახე შვილებსა“.
ბეჭდური მასალები
დიდი თაბახის ფურცლები, დაფა, ცარცი,  მუყაოს ყუთები, მარკერები, ჭიკარტები, სკოჩი, 
მშრალი და სველი ხელსახოცები, ნერგები, ვედრო, ნიჩაბი, ხელთათმანები, დიდი 
ცელოფანის პარკები.
ინვენტარი/მასალები
 საძიებო სისტემა google.ge
 ინტერნეტ რესურსები
ინტერვიუ მშობლებთან, უფროსებთან
 სხვა რესურსები




სასწავლო პროექტის „დავიცვათ და გადავარჩინოთ ბუნება“ რეფლექსია

         იმისთვის, რომ მოსწავლეებმა შეძლონ კვლევითი, შემოქმედებითი, პასუხისმგებლობის, კომუნიკაციის უნარები განივითარონ ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა პროექტზე დაფუძნებული სწავლება.
         დაწყებით კლასებში ბავშვებს უჭირთ აღიქვან და გააცნობიერონ ადამიანის გაუფრთხილებლობით რა საფრთე შეიძლება დაემუქროს ბუნებას და გარემოს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, განმეხორციელებინა სასწავლო პროექტი თემაზე: „დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ბუნებას“. პროექტის მიზანი იყო: მოსწავლეებს გაეგოთ თუ როგორ ანადგურებს და აბინძურებს ადამიანი მრავალი საქმიანობით გარემოს, რის შედეგადაც ცოცხალი სამყაროს მრავალფეროვნება კლებულობს და ადამიანის სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრება. მოსწავლეებს განევითარებინათ უნარები ბუნებაზე ზრუნვის და ნარჩენი პროდუქტებისგან გარემოს გაწმენდაში და მიყენებული ზიანის გამოსწორებაში (ნერგების დარგვა). მოსწავლეებს უნდა გაეცნობიერებინათ ბუნების გაუფრთხილებლობით და დაბინძურების შედეგად გამოწვეული საფრთხეები. გაეკეთებინათ კვლევაზე დაფუძნებული აღმოჩენები და ეფიქრათ პრევენციულ ღონისძიებებზე. შეეგროვებინათ ინფორმაცია, რის საფუძველზეც მოამზადებდნენ პრეზენტაციას, შეექმნათ და გამოეკრათ აბრები, დაერგოთ ხეები, დაესუფთავებინათ სკოლის ეზო. მოსწავლეები ისწავლიან, რომ სუფთა გარემო მათი უფლებაა, ხოლო დაცვა, მათი მოვალეობა.
       პროექტი განხორციელდა გეგმის და მიზნის შესაბამისად. მოსწავლეებმა განსაკუთრებული მონდომებით დაამზადეს აბრები. ინტერესით ელოდნენ პროექტის განხორციელების დღეს. მთელი კვირის მანძილზე ბავშვებმა მოიძიეს ინფორმაცია ინტერნეტში, გამოკითხეს უფროსები, გააკეთეს ჩანაწერები, დახატეს და დაამზადეს აბრები, შეარჩიეს ხის ნერგები, რომელიც სკოლის ეზოში უნდა დაერგოთ. ამ პროექტის განხორციელებას პირველად მეორე კლასის მოსწავლეებთან ვგეგმავდი, მაგრამ, რომ დავინახე, როგორი ინტერესით იყვნენ ჩართული ჩემი მეორე კლასის მოსწავლეების  და-ძმები, რომლებსაც მესამე კლასში ვასწავლი, დავრწმუნდი, რომ ეს პროექტი ყველასთვის ერთნაირად საჭირო და საინტერესო იყო. ამიტომ, პროექტზე ორივე კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს, თუმცა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. ამით ორივე კლასის მოსწავლეებს მიეცათ საშუალება გამოევლინათ თავისი კვლევითი და შემოქმედებითი უნარ-ჩვევები. ბავშვებმა დიდი მონდომებით იმუშავეს. ხალისით ეძებდნენ საჭირო ინფორმაციას. ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული პროექტის განხორციელებაში. განსაკუთრებით სასიამოვნო და შთამბეჭდავი იყო, როდესაც ორივე კლასი ერთად ასუფთავებდა სკოლის ეზოს, უფროსები ხეების დასარგავად ორმოს იღებდნენ, უმცროსები იჭერდნენ ხეს და წყალს უსხამდნენ. სასიამოვნო იყო ისიც, რომ მეორე დღეს, როდესაც ჩემი მოსწავლეები ათვალიერებდნენ მათ მიერ გაკრულ აბრებს, მეოთხე კლასის მოსწავლეები შემოგვიერთდნენ, თავისი პლაკატებით. სხვა დაწყებითი კლასების ბავშვებმა კი სურვილი გამოთქვეს, თვითონაც განეხორციელებინათ მსგავსი აქცია. პროექტმა მოიცვა მთელი სკოლა. აღსანიშნავია ჩვენი სკოლის დირექტორის მხარდაჭერა, რომელიც პროექტის განხორციელების დღეს, ჩვენს გვერდით იყო.
        აღნიშნულ პროექტზე მუშაობით მოსწავლეებმა შეძლეს დაენახათ ის პრობლემა, რა მოხდება თუ არ დავიცავთ და არ გავუფრთხილდებით გარემოს, ბუნებას. ბავშვებმა გაიაზრეს თემის აქტუალურობა, გააკეთეს აღმოჩენები, ითანამშრომლეს ერთმანეთთან და სხვა კლასის მოსწავლეებთან, არსებულ ცოდნაზე დააშენეს ახალი, გააკეთეს პრეზენტაციები. აუმაღლდათ ცნობიერება, რაც დადებითად აისახება მათ მომავალზე. გუნდურმა მუშაობამ მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა გაუღვივა, რამაც პრობლემის გადაჭრის უნარებს შეუწყო ხელი. დაეხმარნენ ერთმანეთს, დამოუკიდებლად მოიპოვეს და მოძებნეს საჭირო ინფორმაცია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, დაასუფთავეს სკოლის ეზო, დარგეს ხის ნერგები, გააკრეს აბრები გარემოსი და ბუნების გაფრთხილების მოწოდებებით.
         პროექტის წარმატებით განხორციელებაში დიდი წვლილი შეიტანეს მშობლებმა, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული პროექტის დაწყებიდან, განხორციელებამდე. როცა მშობელი ჩართულია სასკოლო ცხოვრებაში, ბავშვებიც უფრო თავდაჯერებულები და მოტივირებულები არიან. მჯერა, ისინი ერთად იზრუნებენ გარემოზე და სხვებსაც მოუწოდებენ მის დაცვას და გაფრთხილებას. გეგმის მოდიფიცირება არ მომხდარა, ყველა აქტივობა განხორციელდა გეგმის შესაბამისად.
       ვფიქრობ, ჩემი მიზანი მიღწეულია, რადგან პროექტმა მოიცვა არა მხოლოდ მეორე კლასის მოსწავლეები, არამედ _თემი. ბავშვებს ვასწავლე, რომ მათი უფლებაა მოითხოვონ ყველგან იცხოვრონ და გაიზარდონ სუფთა და უსაფრთხო გარემოში.


P.S. დიდი მადლობა ჩემს პატარებს, მათ მშობლებს, დირექციას პროექტის წარმატებით განხორციელებაში შეტანილი წვლილისათვის!


        ჩვენი პროექტის განხორციელების დღეს გადაღებული სურათები შეგიძლიათ იხილოთ ჩემი კლასების ფეისბუქ გვერდზე.
 სურათები განთავსებულია ასევე  ჩვენი სკოლის  ფეისბუქ გვერდზე:  

https://www.facebook.com/profile.php?id=100015877398713&fref=hovercard&hc_location=none&__tn__=%2CdlC-R-R

სკოლის დრაივზე:
https://drive.google.com/drive/folders/1oz6ZeXSW6SuRWxinfhvGYCbxEV65_f2S 


სოციალურ ქსელში, ჯგუფში: "სკოლა და მასწავლებელი"

პროექტის განხორციელების დროს გადაღებული ფოტოები: