შიდა გაკვეთილები




ჩემს მიერ II გ კლასში ჩატარებული შიდა შეფასების პირველი გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში. თემა: შ. ასანიშვილის "შემთხვევა"


https://drive.google.com/drive/folders/1j0Exyu2cAjeLY-l5897-iLYtLR1ysQdI


გაკვეთილის გეგმა:


სსიპ დუშეთის მეორე საჯარო სკოლა

შიდა სტანდარტირებული გაკვეთილის გეგმა

მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი:  
ირმა ვერძეული    პ/ნ 
საგანი:  ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი:  დაწყებითი /II გ კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:  18
დრო: 45 წთ.
გაკვეთილის თემა:  შ. ასანიშვილის ,,შემთხვევა’’
გაკვეთილის მიზანი:  
- აზროვნებისა და მეტყველების განვითარება;
- კითხვის მხარეების სრულყოფა;
- სიტყვის სემენტიკაზე დაკვირვება, შინაარსის მიხედვით სიტყვათა შერჩევა.

აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსი
დრო(წთ)
1
ვესალმები კლასს და ვაცნობ გაკვეთილის  თემას, მიზანს და  შეფასების რუბრიკას.
(იხ. დანართი 1)

ვერბალური ახსნა






მთელი კლასი






დაფაზე დაწერილი გაკვეთილის თემა, მიზანი,
შეფასების რუბრიკა

2 წთ.






2
მოტივაციისა და წინარე ცოდნის გააქტიურებისთვის მოსწავლეებს ვეკითხები:
-რა მოლოდინები გაქვთ, დღეს როგორი გაკვეთილი გვექნება?
ვნახოთ, რამდენად საინტერესო გაკვეთილი გამოგვივა და ბოლოს შევაფასოთ გამართლდება თუ არა ჩვენი მოლოდინები.

მე თქვენ რაღაც მოგიტანეთ, რომელიც პარკშია მოთავსებული. პარკს მაგიდაზე ვდებ და ვეკითხები:
- როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს აქ ჩადებული?
მოსწავლეები გამოთქვავენ ვარაუდებს.
ვნახოთ, რა არის პარკში.
ვიღებ ხელნაკეთ ურემს.
შემდეგ ვსვამ შეკითხვას:



- ვის გინახავთ ურემი?
- რისგან არის დამზადებული ეს ურემი?
- რამდენი თვალი აქვს?
- რაზე არის ეს თვლები აყრილი?
ამის შემდეგ პროექტორით და მასწავლებლის პროგრამით ბუკში ვაჩვენებ რამდენიმე სახის ურემს.
შემდეგ ვუსვამ შეკითხვას:
- სად იყენებენ ურემს?
- ქალაქში თუ შეიძლება შეგვხვდეს ურემი და რა დროს?
- რა დანიშნულებით იყენებენ ურემს?
-კიდევ რის საშუალებით შეიძლება ტვირთის გადატანა?

როგორ ფიქრობთ, რა კავშირშია ურემი დღევანდელ გაკვეთილთან?

გადავშალოთ წიგნები და ვნახეთ, რა არის ჩვენი გაკვეთილის სათაური?

-რა „შემთხვევაზე“ შეიძლება იყოს საუბარი ტექსტში?

მოდით განვმარტოთ უცხო სიტყვები, რომელიც დაფაზე წერია და ტექსტში შეგვხვდება.
თუ რომელიმე სიტყვის მნიშვნელობა არ იცით, მოვნიშნოთ და ტექსტის წაკითხვისას განვმარტოთ.
(იხ. დანართი 2)















ვარაუდების გამოთქმა




















კითხვა-პასუხი




















ვარაუდების გამოთქმა






უცხო სიტყვების განმარტება და ლექსიკური მარაგის გამდიდრება










 მთელი კლასი





















მთელი კლასი




















მთელი კლასი







მთელი კლასი













 პარკში დამალული
ხელნაკეთი ურემი




















პროექტორი
ბუკები




















სახელმძღვანელო








დაფაზე დაწერილი 
უცხო სიტყვები




















2 წთ.





















3 წთ.





















3 წთ.







2 წთ.







3
ტექსტის წაკითხვა. ჯერ წავუკითხავ მე, შემდეგ კითხულობენ -მოსწავლეები. (გამოსაძახებელი ჩხირების დახმარებით, ვისი სახელიც ამოდის, ის კითხულობს). ისინი კითხულობენ  გაგრძელებით კითხვით.  ვთხოვ, რომ იყვნენ ყურადღებით, რადგან კითხვებზე მოუწევთ პასუხის გაცემა.

ტექსტის წაკითხვა
(გაგრძელებით, როლებში)












მთელი კლასი














სახელმძღვანელო

გამოსაძახებელი ჩხირები










8 წთ.














4
ტექსტის წაკითხვის შემდეგ პასუხობენ შეკითხვებს:
-როგორი ბიჭი იყო აკაკი?
-სად ცხოვრობდა შაქარა პაპა?
-რას აკეთებდა აკაკი შაქარა პაპას ვენახში?
-რას აკეთებდა მოხუცი?
-ვინ დაეხმარა მას?
-როგორ შეიცვალა აკაკი?
-როგორ ფიქრობთ, რამ შეცვალა აკაკი?
-აკაკის რა თვისებები ჩანს ამ მოთხრობაში?
მოსწავლეები ჩამოთვლიან.
წაკითხულის გააზრება




კითხვებზე პასუხი










მთელი კლასი

















დაფა, ცარცი

















5 წთ.

















5
ახლა შევავსოთ  T დიაგრამა, რომელიც დაფაზეა წარმოდგენილი.
(იხ. დანართი 3)

-მოთხრობის მიხედვით როგორია შაქარა პაპა? აკაკი?
-როგორ აფასებთ აკაკის საქციელს?
-რას გვასწავლის ეს მოთხრობა?
-რისი თქმა სურს მწერალს?
-საიდან ჩანს ეს?

დიაგრამებთან მუშაობა














მთელი კლასი















დაფა, ცარცი















2 წთ.















6
შემდეგ ვატარებ ჯგუფურ მუშაობას. კლასი დაყოფილია ოთხ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს ეძლემა დავალება: შეავსონ „სიტყვის პირამიდა“.  უცხო სიტყვების გამოყენებით. თითო ჯგუფმა თითო სიტყვაზე მოიფიქრონ სიტყვის სინონიმი, შემდეგ კი, ამ სიტყვის გამოყენებით -წინადადება. (სიტყვების ირჩევენ შემთხვევითობის პრინციპით).
დროის ამოწურვის შემდეგ აკეთებენ პრეზენტაციებს. ვახსენებ ჯგუფში მუშაობის წესებს და ჩემს მინიშნებაზე ვთხოვ, დაიწყონ მუშაობა.

ჯგუფების მუშაობას ვაფასებთ სქემით, რომელიც დაფაზეა წარმოდგენილი. ჯგუფების ორგანიზებულობას და თანამშრომლობას ვაფასებ მე, დროის ლიმიტს და დავალების სისწორეს შევამოწმებ როგორც მე, ასევე ბავშვები.
(იხ. დანართი 4)

ინსტრუქციების გაცემა
































ჯგუფური

































სამუშაო ფურცლები, კალმები
„სიტყვის პირამიდა“





























3 წთ.

































7
ჯგუფები ირჩევენ პრეზენტატორებს და აკეთებენ პეზენტაციებს.

პრეზენტაციის გაკეთება





პრეზენტატორები






დაფა, ჯგუფების ნამუშევრები, მაგნიტები,
შეფასების ცხრილი

8 წთ.






8
მოსწავლეებს ბუკში ვუგზავნი დავალებას.
(იხ. დანართი 5)
მათ არეული წინადადებები უნდა  დაალაგონ სწორად და გადმომიგზავნონ.
დავალება უნდა შეასრულონ განსაზღვრულ დროში.

ინსტრუქციების გაცემა









ინდივიდუალური










ბუკი










3 წთ.










9
ვაჯამებთ და ვაფასებთ გაკვეთილს. ვსვამ კითხვებს:
- მოგეწონათ მოთხრობა, რომელიც წავიკითხეთ?
- გაკვეთილის რომელი ეტაპი მოგეწონათ ყველაზე მეტად?
-საინტერესო გაკვეთილი გამოგვივიდა?
-გამართლდა თქვენი მოლოდინი?
- როგორ შეაფასებდით საკუთარ თავს და თქვენი მეგობრების მუშაობას გაკვეთილზე?

გაკვეთილის ბოლოს  ვაძლევ დავალებას:
- წაიკითხეთ მოთხრობა ,,შემთხვევა“.
- აქტივობის რვეულში შეასრულეთ პირველი და მეორე დავალება.
- დახატეთ მოთხრობის რომელიმე  ეპიზოდი.

შეფასება, შეჯამება და უკუკავშირის მიცემა
                                    
















ინსტრუქციების გაცემა








მთელი კლასი




















მთელი კლასი









შეფასების რუბრიკა



















სახელმძღვანელო, აქტივობის რვეული






3 წთ.




















1 წთ.




















გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
ქართ.  I. 1.  მოსწავლემ უნდა შეძლოს სათანადო სამეტყველო ქცევის გამოვლენა ნაცნობ საკომუნიკაციო სიტუაციაში.
მოსწავლე:
·         მიზნის შესაბამისად გადმოსცემს კონკრეტულ ინფორმაციას;
·         ისმენს და ადეკვატურად აღიქვამს ინფორმაციას ნაცნობ თემაზე;
·         მონაწილეობს ინტერაქციაში ნაცნობ თემატიკაზე;

ქართ. I. 2. მოსწავლემ უნდა შეძლოს  სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა.
მოსწავლე:
·      სვამს / პასუხობს შეკითხვებს მოსმენილ ტექსტთან დაკავშირებით;
·      ტექსტზე დაყრდნობით ახასიათებს პერსონაჟებს (მათს გარეგნობას, ნიშან-თვისებებს);
·      საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს ნაცნობი ტექსტის ეპიზოდის შინაარსს (ილუსტრაციების, სხვა საყრდენების გამოყენებით);


ქართ. I. 4. ნაცნობი ლექსიკისა და ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციების სათანადოდ გამოყენება; მართლმეტყველებისა და სამეტყველო ეტიკეტის საბაზისო ნორმების დაცვა.

მოსწავლე:
·         ამბის გადმოცემის, ნაცნობი საგნის თვალსაჩინო ნიშნებით აღწერა-დახასიათების დროს  იყენებს მართებულ სიტყვაფორმებსა და მარტივ წინადადებებს;
·         განარჩევს წინადადების მოდალობებს (თხრობას, კითხვას, თხოვნას, ნატვრას, ბრძანებას) და წარმოთქვამს მათ შესაბამისი ინტონაციით;


ქართ. I. 6.  მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად კითხვა.
მოსწავლე:
·         თავისუფლად ამოიცნობს ნაცნობ სიტყვებს;
·         ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს და იგებს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე ზომის სხვადასხვა ტიპის ტექსტებს;
·         ხმამაღლა კითხვისას სწორად მონიშნავს წინადადების საზღვრებს ტექსტში, იცავს პაუზას;
·         სათანადო ინტონაციით გამოხატავს წინადადების მოდალობას (თხრობითი, კითხვითი ბრძანებითი წინადადებების);
·         აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას სათანადო ადგილიდან;
·         პოულობს და კითხულობს ტექსტში მასწავლებლის მიერ მითითებულ ადგილებს;
კითხულობს ხმამაღლა და გარკვევით.

 ქართ. I .7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება; ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მოწოდებული ინფორმაციის (მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის) ურთიერთადაკავშირება.
მოსწავლე:
·         ტექსტის კონკრეტულ მონაკვეთში მოიძიებს მითითებულ სიტყვას/წინადადებას, (მაგ., პერსონაჟთა სახელებს, ცხოველს, სათამაშოს და სხვ.);

ქართ. I .9. მოსწავლემ უნდა შეძლოს წაკითხული ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა; ტექსტის თემის და/ან მასში განხილული კონკრეტული საკითხების შეფასება.
მოსწავლე:
Ø  აფასებს მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟის საქციელს;
Ø  გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ნაწარმოებში გადმოცემული მოვლენისადმი/პერსონაჟისადმი;


ქართ. I. 11. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების ლექსიკურ და სემანტიკურ მხარეზე, ენობრივ ფორმებზე დაკვირვება.
მოსწავლე:
Ø  განარჩევს და ასახელებს პერსონაჟის / ობიექტის დამახასიათებელ სიტყვებს შინაარსობრივი თვალსაზრისით (საგნის, პიროვნების აღმნიშვნელ სიტყვებს, მოქმედება-მდგომარეობის აღმნიშვნელ ლექსიკას...);
Ø  აკავშირებს ერთმანეთთან საგნისა და მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვებს;


ქართ. I .14. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობი ლექსიკის, ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციებისა და სტუქტურული ელემენტების ადეკვატურად გამოყენება; კალიგრაფიისა და მართლწერის საბაზისო ნორმების დაცვა.
Ø  მართებულად იყენებს თხრობით, ბრძანებით და კითხვით წინადადებებს (სწორად იყენებს ზმნურ ფორმებს) და წინადადებების ბოლოს სვამს სათანადო სასვენ ნიშნებს (წერტილს, კითხვის ნიშანს, ძახილის ნიშანს);
Ø  იყენებს ნაცნობ ლექსიკას;

ა) ზეპირმეტყველების უნარის განვთარება. შეძლოს პერსონაჟის დახასიათება და მთავარი აზრის გამოყოფა. შეძლოს ტექსტზე მსჯელობა.

ბ) კითხვის უნარის გავარჯიშება - შეძლოს ტექსტის წაკითხვა და გაგება.

გ) ტექსტზე მუშაობის უნარის განვითარება - ეპიზოდის წაკითხვა.

დ) შეძლოს მყარი სიტყვათშეთანხმებების სწორად გამოყენება, კითხვებზე პასუხის გაცემა.

ის ტექნ. I.4. მოსწავლეს შეუძლია კომუნიკაციის ტექნოლოგიური  საშუალებების გამოყენება.
მოსწავლე:
·            იყენებს კომუნიკაციის საშუალებებს მასწავლებლის მიერ ჩატარებული აქტივობისას;





      შეფასების რუბრიკა

N
აქტივობის სახე
კარგია
გასაუმჯობესებელია
I
ტექსტის კითხვა


1
მოსწავლეს შეუძლია ტექსტის უშეცდომოდ, მთლიანი სიტყვებით, სწორი ინტონაციით წაკითხვა.


2
მოსწავლეს შეუძლია გაგრძელებით კითხვა


3
მოსწავლეს შუძლია მასწავლებლის მითითებით კონკრეტული ეპიზოდის პოვნა და წაკითხვა.


II
მართლწერაზე დაკვირვება


1
მოსწავლე აქტიურად მონაწილეობს სიტყვის მართლწერის რუბრიკის დამუშავებაში.


2
მოსწავლეს შეუძლია სწორად დაწერილი სიტყვის გარჩევა მისი არამართებული ფორმისაგან.


III
კითხვებზე პასუხის გაცემა


1
მოსწავლე აქტიურად მონაწილეობს კითხვებზე პასუხის გაცემაში.


2
მოსწავლე იძლევა შინაარსობრივად სწორ პასუხს.


3
მოსწავლე იყენებს სრული პასუხების ფორმას.




    




ჯგუფური მუშაობა
(შეფასება)

N
კრიტერიუმები
   I ჯგუფი
    II ჯგუფი
III ჯგუფი
IV ჯგუფი
1
 ორგანიზებულობა





2
დროის ლიმიტის დაცვა





3
 თანამშრომლობა





4
 დავალების სისწორე














 










დანართი (1)

გაკვეთილის თემა:  შ. ასანიშვილის ,,შემთხვევა’’
გაკვეთილის მიზანი: 
- აზროვნებისა და მეტყველების განვითარება;
- კითხვის მხარეების სრულყოფა;
- გაბმულ თხრობაზე მუშაობა;
- სიტყვის სემენტიკაზე დაკვირვება, შინაარსის მიხედვით სიტყვათა შერჩევა.



დანართი 2
უცხო სიტყვები:
სათოფეზე არ უჩერდებოდა
მარტოხელა
დახუნძლული
ხვნეშა
სირცხვილით გულ-მუცელი აეწვა
დაკოჟრილი
ნაღველი



დანართი 3
T დიაგრამა
 


   შაქარა  პაპა          აკაკი





დანართი 4
ბუკიში შესასრულებელი დავალება. დაალაგეთ წინადადებები ისე, რომ ტექსტი მიიღოთ.

           მოუსვენარი იყო პატარა აკაკი.

          აწიოკებული ჰყავდა სოფლის კრუხ - წიწილა, შეშინებული კატა თუ ძაღლი სათოფეზე არ უჩერდებოდა.

           იმდენად მოაბეზრა თავი დიდსა თუ პატარას, ზოგმა ხელიც კი ჩაიქნია, მაგისგან კაცი არ დადგებაო.

          სოფლის თავში ერთი მარტოხელა მოხუცი ცხოვრობდა - შაქარა პაპა.
 














დანართი 5
სიტყვის პირამიდა


I ჯგუფს შეხვდა სიტყვა: „სირცხვილით გულ-მუცელი აეწვა“ 
II  ჯგუფის სიტყვა: „დაკოჟრილი“             
III  ჯგუფის სიტყვა: „მარტოხელა“
IV ჯგუფის სიტყვა: „დახუნძლული“



რეფლექსია:


გაკვეთილმა საინტერესოდ ჩაიარა. გაკვეთილის მსვლელობით კმაყოფილი ვარ. ერთი მხრივ, მოსწავლეებმა გაამართლეს ჩემი მოლოდინები, მეორე მხრივ-დაგეგმილმა აქტიობებმა სათანადოდ იმუშავა. გაკვეთილს წარვმართავდი გეგმით გათვალისწინებული აქტივობების მიხედვით. გაკვეთილის შედეგები შეესაბამებოდა წინასწარ განსაზღრულ საგაკვეთილო მიზნებს.
         გაკვეთილის მიზანი იყო: მოსწავლეთა აზროვნებისა და მეტყველების განვითარება; კითხვის მხარეების სრულყოფა; სიტყვის სემენტიკაზე დაკვირვება, შინაარსის მიხედვით სიტყვათა შერჩევა.
         ვფიქრობ, საგაკვეთილო მიზნებს მივაღწიეთ. მიმაჩნია, რომ გაკვეთილის მიზნების მიღწევას ხელი შეუწყო დაგეგმილი აქტიობების ეფექტურად წარმართვამ.
კმაყოფილი ვარ იმით, რომ მოსწავლეებმა კარგად გაიაზრეს ტექსტი და თავისუფლად შეძლეს პერსონაჟების დახასიათება, შედარება და სათანადო დასკვნების გამოტანა.
         გაკვეთილზე გამოყენებული იყო სწავლების სხვადასხვა სტრატეგიები, რომელიც მოსწავლეებს გაკვეთილის მიზნების მიღწევაში დაეხმარა. საინტერესო მოტივაციის შექმნამ მოსწავლეები განაწყო აქტიური სწავლებისკენ და გამოიწვია მთელი კლასის მაღალი ჩართულობა. მოსწავლეთა ინტერაქცია იყო საკმაოდ პროდუქტიული.
         ვიმუშავეთ სქემებზე, შევასრულეთ ბუკის დავალება, ჯგუფური მუშაობისას ყველა ჯგუფმა კარგად გაართვა თავი სამუშაოს.
ვფიქრობ, მრავალფეროვანი, საინტერესო და სახალისო  აქტიობები დაეხმარა მოსწავლეებს იმაში, რომ მაქსიმალურად გამოევლინათ თავისი ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები.
        განსაკუთრებით გამოვყოფდი, მოსწავლეებში წაკითხულის გარშემო მსჯელობის, შედარების, ანალიზის და დასკვნების გამოტანის უნარებს. ვთვლი, რომ მთლიანად გაკვეთილი იყო საინტერესო, თუმცა მაინც მოტივაციის შექმნას და ჯგუფური სამუშაოს შეფასებას გამოვყოფდი.
         გაკვეთილის გეგმის მოდიფიცირება არ დამჭირდა. იქიდან გამომდინარე, რომ მოსწავლეებს არ გასჭირვებიათ დავაებების შესრულება და არც ერთ აქტივობაზე არ  მოუწიათ დიდხანს ფიქრი.
         ამავე გაკვეთილის ხელმეორედ ჩატარების შემთხვევაში ბუკის დავალებას ჩავწერდი წინასწარ. იქიდან გამომდინარე, რომ გაკვეთილის მსვლელობისას, მასწავლებლის მართვის პროგრამაში შემექმნა პრობლემა და ცოტა მეტი დრო დავკარგე.
            გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებს ვკითხე, რას ფიქრობდნენ, როგორი გაკვეთილი გამოგვივიდოდა, როგორი იყო მათი მოლოდინი. ბედნიერი ვარ იმით, რომ მათი ვარაუდი გამართლდა და გაკვეთილი სწორედ ისე შეაფასეს, როგორი ვარაუდიც გამოთქვეს. საინტერესო და სახალისო გაკვეთილის ბოლოს, შექება ყველა მოსწავლემ დაიმსახურა. ამიტომ, არაფერს შევცვლიდი.
             მივაღწიე თუ არა მიზანს? მე ჩავატარე გაკვეთილი, რომელიც საკმაოდ საინტერესო გამოვიდა არამარტო მოსწავლეებისათვის, არამედ ჩემთვისაც. მე შევასრულე გეგმით გათვალისწინებული საქმიანობა და მოსწავლეებთან ერთად გაკვეთილის მიზანს მივაღწიე.









                   
ჩემს მიერ II გ კლასში ჩატარებული მეორე შიდა გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში. თემა: ა. წერეთლის "ყმაწვილი და პეპელა".

ymawvili da pepela 
https://docs.google.com/document/d/e/2PACX-1vRaCo5oKgS7k51IqHVnVNRmU4C22opw4secU5ewPd5s6nG-ppUtxr0uPRZYk06u1vibaBcL83NAb7KC/pub



გაკვეთილის გეგმა:

სსიპ დუშეთის მეორე საჯარო სკოლა

შიდა სტანდარტული გაკვეთილის გეგმა

მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი:  
ირმა ვერძეული    პ/ნ 
საგანი:  ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი:  დაწყებითი /II გ კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:  18
დრო: 45 წთ.
გაკვეთილის თემა:  ა. წერეთლის ,,ყმაწვილი და პეპელა’’
გაკვეთილის მიზანი: 
-პოეტური ტექსტის აღქმა;
-გამომეტყველებითი კითხვის ჩვევის დაუფლება;
- ინტონაციურ-პუნქტუაციური ჩვევების დაუფლება;
-დიალოგზე დაკვირვება;
-სიტყვის ფორმაცვლაზე დაკვირვება.



N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსი
დრო (წთ)
1
ვესალმები კლასს და ვაცნობ გაკვეთილის  თემას, მიზანს და  შეფასების რუბრიკას.
(იხ. დანართი 1)

ვერბალური ახსნა

მთელი კლასი


დაფაზე დაწერილი გაკვეთილის თემა, მიზანი,
შეფასების რუბრიკა

2 წთ.

2
მოტივაციისა და წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით მოსწავლეებს ვაჩვენებ ყუთს და ვეუბნები:
-მე თქვენ რაღაც მოგიტანეთ, რომელიც ყუთშია მოთავსებული.
- როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს ყუთში?
მოსწავლეები გამოთქვავენ ვარაუდებს, სვავენ შეკითხვებს. შემდეგ
ვუყენებ გამოცანას: „ნაზი არის ჭრელფრთება,
ვარდ-ყვავილებს თავს ევლება“. (პეპელა)
გავხსნით ყუთს და ვიღებთ „პეპელას“.















ვარაუდების გამოთქმა, კითხვების დასმა

















მთელი კლასი
















ყუთი, „პეპელა“
















2 წთ.



3
შემდეგ ვთხოვ გაიხსენონ ბუნებაში ნასწავლი:
-როგორი მწერია პეპელა?
-პეპლების რამდენი სახეობა არსებობს?
-როგორი პეპლები არსებობს?
-რა სარგებლობის მოტანა შეუძლია პეპელას?
-რამდენ ხანს ცოცხლობს პეპელა?
-რა მოძრაობას ასრულებს პეპელა?
(საგანთა შორის კავშირი).

დაფაზე დახატული მზის შუაგულში ჩავაკრავ -„პეპელა“ -ს.
ვიყენებ გონებრივი იერიშის მეთოდს და ბავშვების მიერ დასახელებულ პასუხებს ვწერ მზის სხივებზე.
(იხ. დანართი 2)

ნასწავლი მასალის გახსენება

















გონებრივი იერიში

მთელი კლასი


















მთელი კლასი





















დაფაზე დახაზული მზე
დაფა, ცარცი



3 წთ.


















2 წთ.

4
მოდით განვმარტოთ უცხო სიტყვები, რომელიც დაფაზე წერია და ლექსში შეგვხვდება.
თუ რომელიმე სიტყვის მნიშვნელობა არ გეცოდინებათ, მოვნიშნოთ და ლექსის წაკითხვისას განვმარტოთ.
(იხ. დანართი 3)

უცხო სიტყვების განმარტება და ლექსიკური მარაგის გამდიდრება


მთელი კლასი


დაფაზე დაწერილი 
უცხო სიტყვები

2 წთ.

5
შემდეგ ვთხოვ გადაშალონ   წიგნები, დაუკვირდნენ სათაურს, დაფიქრდნენ და მიაპასუხონ:
-რაზე შეიძლება იყოს ეს ამბავი?
-თქვენი აზრით, რატომ ყავს ყმაწვილს ხელში პეპელა?

ვარაუდების გამოთქმა


მთელი კლასი
სახელმძღვანელო


2 წთ.

6
პროექტორით ვაჩვენებ პრეზენტაციას პოვერ-პოინტში: „ყმაწვილი და პეპელა“.
ლექსის წაკითხვა. ჯერ მე წავუკითხავ, შემდეგ კითხულობენ მოსწავლეები. ჯერ გაგრძელებით კითხვით, შემდეგ როლებში.

ტექსტის წაკითხვა
(გაგრძელებით, როლებში)


მთელი კლასი

პროექტორი,
კომპიუტერი,
სახელმძღვანელო

გამოსაძახებელი ჩხირები


10 წთ.

7
ლექსის წაკითხვის შემდეგ პასუხობენ სხვადასხვა დონის კითხვებს:
-რამ დაათრო პეპელა?
-ამ ლექსში ორჯერ წერია სიტყვა -„იამა“.
რას ნიშნავს სიტყვა იამა პირველ შემთხვევაში? მეორე შემთხვევაში?
-რა გაუკვირდა ყმაწვილს?
-რატომ გაუშვა ყმაწვილმა პეპელა?
-როგორ გადაუხადა ყმაწვილს პეპელამ მადლობა?
-რამდენ პირს შორის მიმდინარეობს საუბარი?
-თქვენი აზრით წელიწადის რომელი დროა ამ ლექსში აღწერილი?
-რატომ ფიქრობთ ასე?
-როგორ აფასებთ ყმაწვილის მოქმედებას?
გაიხსენეთ რომელი ნაწარმოები შევისწავლეთ პეპელაზე?
როგორია იქ პეპელა?

წაკითხულის გააზრება


კითხვებზე პასუხი













დიალოგზე დაკვირვება










ნასწავლი მასალის გახსენება
მთელი კლასი


სახელმძღვანელო

4 წთ.

8
შემდეგ ვატარებ ჯგუფურ მუშაობას. ჯგუფს ეძლევათ დავალება:
1) მოძებნონ ლექსში 1 სიტყვა რომელსაც დაესმის კითხვა ვინ?
2) 2 სიტყვა რომელსაც დაესმის კითხვა რა?
3) 3 სიტყვა რომელსაც დაესმის კითხვა როგორი?
4)  4 სიტყვა რომელსაც დაესმის კითხვა რა ქნა? 
მოსწავლეებს ვახსენებ ჯგუფში მუშაობის წესებს და ჩემს მინიშნებაზე ვთხოვ, დაიწყონ მუშაობა.
(იხ. დანართი 4)

ჯგუფების მუშაობას ვაფასებთ სქემით, რომელიც დაფაზეა წარმოდგენილი. ჯგუფების ორგანიზებულობას და თანამშრომლობას ვაფასებ მე, დროის ლიმიტს და დავალების სისწორეს შევამოწმებ როგორც მე, ასევე ბავშვები.
(იხ. დანართი 5)

ინსტრუქციების გაცემა

სქემის შევსება
ჯგუფური


სამუშაო ფურცლები,
სახელმძღვანელო, კალმები,
დაფა, ცარცი, სმაილები



3 წთ.

9
ჯგუფები ირჩევენ პრეზენტატორებს და აკეთებენ პეზენტაციებს.

პრეზენტაციის გაკეთება



პრეზენტატორები

დაფა, ჯგუფების ნამუშევრები, მაგნიტები,
შეფასების ცხრილი,
სმაილები

8 წთ.


10
მასწავლებლის მართვის პროგრამით ვუგზავნი ტესტურ დავალებას ბუკში შესასრულებლად. შესრულებულ დავალებას გადმომიგზავნიან.

ინსტრუქციების გაცემა
ინდივიდუალური
ბუკი
3 წთ.
11
ვაჯამებთ და ვაფასებთ გაკვეთილს. ვსვამ კითხვებს:
- მოგეწონათ ლექსი, რომელიც წავიკითხეთ?
- როგორ შეაფასებდით საკუთარ თავს და თქვენი მეგობრების მუშაობას გაკვეთილზე?
-საინტერესო გაკვეთილი გამოგვივიდა?
-როგორ შეაფასებდით დღევანდელ გაკვეთილს?
ვურიგებ თაბახის ფურცლებს სმაილების გამოსახულებით. ბავშვებმა ხაზი უნდა გაუსვან შესაბამის სმაილს. 
(ძალიან კარგია, კარგია, გასაუმჯობესებელია)
(იხ. დანართი 6)

შეფასება, შეჯამება და უკუკავშირის მიცემა


მთელი კლასი


ამობეჭდილი თაბახის ფურცლები სმაილებით, კალმები

2 წთ.

12
გაკვეთილის ბოლოს  ვაძლევ დავალებას:
- წაიკითხეთ ლექსი: ,,ყმაწვილი და პეპელა“.
- აქტივობის რვეულში შეასრულონ პირველი და მეორე დავალება.
-გააფერადონ პეპელას შავ-თეთრი სურათი (რომელსაც მე დავურიგებ).
(იხ. დანართი 7)

ინსტრუქციების გაცემა

მთელი კლასი


სახელმძღვანელო, აქტივობის
რვეული,
პეპელას შავ-თეთრი სურათები
2 წთ.



გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
ქართ.  II. 1.  მოსწავლემ უნდა შეძლოს სათანადო სამეტყველო ქცევის გამოვლენა ნაცნობ საკომუნიკაციო სიტუაციაში.
მოსწავლე:
·         მიზნის შესაბამისად გადმოსცემს კონკრეტულ ინფორმაციას;
·         ისმენს და ადეკვატურად აღიქვამს ინფორმაციას ნაცნობ თემაზე;
·         მონაწილეობს ინტერაქციაში ნაცნობ თემატიკაზე;

ქართ. II. 2. მოსწავლემ უნდა შეძლოს  სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა.
მოსწავლე:
·      სვამს / პასუხობს შეკითხვებს მოსმენილ ტექსტთან დაკავშირებით;
·      ტექსტზე დაყრდნობით ახასიათებს პერსონაჟებს (მათს გარეგნობას, ნიშან-თვისებებს);
·      საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს ნაცნობი ტექსტის ეპიზოდის შინაარსს (ილუსტრაციების, სხვა საყრდენების გამოყენებით);
·      ქართ. II. 4. ნაცნობი ლექსიკისა და ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციების სათანადოდ გამოყენებამართლმეტყველებისა და სამეტყველო ეტიკეტის საბაზისო ნორმების დაცვა.

მოსწავლე:
·         ამბის გადმოცემის, ნაცნობი საგნის თვალსაჩინო ნიშნებით აღწერა-დახასიათების დროს  იყენებს მართებულ სიტყვაფორმებსა და მარტივ წინადადებებს;
·         განარჩევს წინადადების მოდალობებს (თხრობას, კითხვას, თხოვნას, ნატვრას, ბრძანებას) და წარმოთქვამს მათ შესაბამისი ინტონაციით;


ქართ. II. 6.  მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად კითხვა.
მოსწავლე:
·         თავისუფლად ამოიცნობს ნაცნობ სიტყვებს;
·         ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს და იგებს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე ზომის სხვადასხვა ტიპის ტექსტებს;
·         ხმამაღლა კითხვისას სწორად მონიშნავს წინადადების საზღვრებს ტექსტში, იცავს პაუზას;
·         სათანადო ინტონაციით გამოხატავს წინადადების მოდალობას (თხრობითი, კითხვითი ბრძანებითი წინადადებების);
·         აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას სათანადო ადგილიდან;
·         პოულობს და კითხულობს ტექსტში მასწავლებლის მიერ მითითებულ ადგილებს;
კითხულობს ხმამაღლა და გარკვევით.

 ქართ. II .7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება; ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მოწოდებული ინფორმაციის (მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის) ურთიერთადაკავშირება.
მოსწავლე:
·         ტექსტის კონკრეტულ მონაკვეთში მოიძიებს მითითებულ სიტყვას/წინადადებას, (მაგ., პერსონაჟთა სახელებს, ცხოველს, სათამაშოს და სხვ.);
·         პოულობს ტექსტის კონკრეტულ მონაკვეთში ილუსტრაციის შესაბამის ეპიზოდს;
·         ილუსტრაციის მიხედვით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ.
ქართ. II. 11. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების ლექსიკურ და სემანტიკურ მხარეზე, ენობრივ ფორმებზე დაკვირვება.
მოსწავლე:
Ø  განარჩევს და ასახელებს პერსონაჟის / ობიექტის დამახასიათებელ სიტყვებს შინაარსობრივი თვალსაზრისით (საგნის, პიროვნების აღმნიშვნელ სიტყვებს, მოქმედება-მდგომარეობის აღმნიშვნელ ლექსიკას...);
Ø  აკავშირებს ერთმანეთთან საგნისა და მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვებს;
Ø  ადარებს და კითხვის დასმის საშუალებით აჯგუფებს სიტყვებს (სახელებსა და მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვებს).

ქართ. II. 14. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობი ლექსიკის, ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციებისა და სტუქტურული ელემენტების ადეკვატურად გამოყენება; კალიგრაფიისა და მართლწერის საბაზისო ნორმების დაცვა.
Ø  მართებულად იყენებს თხრობით, ბრძანებით და კითხვით წინადადებებს (სწორად იყენებს ზმნურ ფორმებს) და წინადადებების ბოლოს სვამს სათანადო სასვენ ნიშნებს (წერტილს, კითხვის ნიშანს, ძახილის ნიშანს);
Ø  იყენებს ნაცნობ ლექსიკას;

ა) ზეპირმეტყველების უნარის განვთარება. შეძლოს პერსონაჟის დახასიათება და მთავარი აზრის გამოყოფა. შეძლოს ტექსტზე მსჯელობა.

ბ) კითხვის უნარის გავარჯიშება - შეძლოს ტექსტის წაკითხვა და გაგება.

გ) ტექსტზე მუშაობის უნარის განვითარება - ეპიზოდის წაკითხვა.
დ) შეძლოს მყარი სიტყვათშეთანხმებების სწორად გამოყენება, კითხვებზე პასუხის გაცემა.



შეფასების რუბრიკა
N
აქტივობის სახე
კარგია
გასაუმჯობესებელია
I
ტექსტის კითხვა


1
მოსწავლეს შეუძლია ტექსტის უშეცდომოდ, მთლიანი სიტყვებით, სწორი ინტონაციით წაკითხვა.


2
მოსწავლეს შეუძლია გაგრძელებით კითხვა


3
მოსწავლეს შუძლია მასწავლებლის მითითებით კონკრეტული ეპიზოდის პოვნა და წაკითხვა.


II
მართლწერაზე დაკვირვება


1
მოსწავლე იყენებს ნაცნობ ლექსიკას


2
მოსწავლეს აჯგუფებს სიტყვებს


III
კითხვებზე პასუხის გაცემა


1
მოსწავლე აქტიურად მონაწილეობს კითხვებზე პასუხის გაცემაში.


2
მოსწავლე იძლევა შინაარსობრივად სწორ პასუხს.


3
მოსწავლე იყენებს სრული პასუხების ფორმას.






   

   დანართები: 



















 




რეფლექსია
 გაკვეთილმა საინტერესოდ ჩაიარა. გაკვეთილის მსვლელობით კმაყოფილი ვარ. ერთი მხრივ, მოსწავლეებმა გაამართლეს ჩემი მოლოდინები, მეორე მხრივ-დაგეგმილმა აქტიობებმა სათანადოდ იმუშავა. გაკვეთილს წარვმართავდი გეგმით გათვალისწინებული აქტივობების მიხედვით. გაკვეთილის შედეგები შეესაბამებოდა წინასწარ განსაზღრულ საგაკვეთილო მიზნებს.

         გაკვეთილის მიზანი იყო: პოეტური ტექსტის აღქმა; გამომეტყველებითი კითხვის ჩვევის დაუფლება; ინტონაციურ-პუნქტუაციური ჩვევების დაუფლება; დიალოგზე დაკვირვება; სიტყვის ფორმაცვლაზე დაკვირვება.
         ვფიქრობ, საგაკვეთილო მიზნებს მივაღწიეთ. მიმაჩნია, რომ გაკვეთილის მიზნების მიღწევას ხელი შეუწყო დაგეგმილი აქტიობების ეფექტურად წარმართვამ.
კმაყოფილი ვარ იმით, რომ მოსწავლეებმა კარგად წაიკითხეს და გაიაზრეს ლექსი.  და თავისუფლად შეძლეს პერსონაჟების დახასიათება და სათანადო დასკვნების გამოტანა.
         გაკვეთილზე გამოყენებული იყო სწავლების სხვადასხვა სტრატეგიები, რომელიც მოსწავლეებს გაკვეთილის მიზნების მიღწევაში დაეხმარა. საინტერესო მოტივაციის შექმნამ მოსწავლეები განაწყო აქტიური სწავლებისკენ და გამოიწვია მთელი კლასის მაღალი ჩართულობა. მოსწავლეთა ინტერაქცია იყო საკმაოდ პროდუქტიული.
         ვიმუშავეთ სქემებზე, შევასრულეთ დავალება ბუკში, ჯგუფური მუშაობისას ყველა ბავშვმა კარგად გაართვა თავი სამუშაოს.
         საინტერესო და სახალისო  აქტიობები დაეხმარა მოსწავლეებს იმაში, რომ მაქსიმალურად გამოევლინათ ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები.
        ვთვლი, რომ მთლიანად გაკვეთილი იყო საინტერესო, თუმცა მაინც მოტივაციის შექმნას და ჯგუფური სამუშაოს გამოვყოფდი.
         გაკვეთილის გეგმის მოდიფიცირება არ დამჭირდა. იქიდან გამომდინარე, რომ მოსწავლეებს არ გასჭირვებიათ დავაებების შესრულება და არც ერთ აქტივობაზე არ  მოუწიათ დიდხანს ფიქრი.
        ბედნიერი ვარ იმით, რომ ბავშვებმა გაკვეთილი სწორედ ისე შეაფასეს, როგორი ვარაუდიც გამოთქვეს. საინტერესო და სახალისო გაკვეთილის ბოლოს, შექება ყველა მოსწავლემ დაიმსახურა. ამიტომ ამავე გაკვეთილის ხელმეორედ ჩატარების შემთხვევაში არაფერს არ შევცვლიდი.


             მივაღწიე თუ არა მიზანს? მე ჩავატარე გაკვეთილი, რომელიც საკმაოდ საინტერესო გამოვიდა მე შევასრულე გეგმით გათვალისწინებული საქმიანობა და მოსწავლეებთან ერთად გაკვეთილის მიზანს მივაღწიე.