„ახალი სკოლის
მოდელი“ განათლების
სისტემაში დაგეგმილი
რეფორმის ნაწილია
და მისიას
პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს
ჩამოყალიბება წარმოადგენს,
რომელიც ყველა
მოზარდს საკუთარი
პოტენციალის რეალიზების
საშუალებას მისცემს
და XXI საუკუნის
გამოწვევებისთვის საჭირო
ცოდნით შეაიარაღებს.
როგორიცაა მოსწავლის
განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გეგმების
შემუშავება და
დანერგვა; ციფრული
ტექნოლოგიების სწავლა-სწავლების პროცესში
ინტეგრირება და
წინსვლისა და
განვითარების ხელშემწყობი
შეფასების სისტემის
შექმნა. სკოლებში
დაინერგება ასევე
ცნებების პედაგოგიკა,
რაც მოსწავლეებში
აღმოჩენისა და
ძიების ინტერესს
გააძლიერებს.
აქტიური კვლევა-ძიებითი, შემეცნებითი პროცესების წარმოება ხელს შეუწყობს ცოდნის გააზრებულად კონსტრუირებას და დარგობრივი ცნებების აზროვნების ინსტრუმენტებად გარდაქმნას. მსგავსი მიდგომები კი სწავლა-სწავლების ხარისხის გააუმჯობესებს, რაც სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს.
რეფორმის ძირითადი მიზანია, უპასუხოს 21-ე საუკუნის გამოწვევებს და სკოლის მოსწავლეებში ისეთი კომპეტენციები განავითაროს, როგორიცაა: კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა, კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი, ლოგიკური და კომპიუტერული აზროვნება, ტექნოლოგიების მიზნობრივი გამოყენება.
ინოვაციური მიდგომა და ტექნოლოგიები პედაგოგისა და მოსწავლისთვის დამხმარე საშუალება იქნება უნარების გასავითარებლად. „სასწავლო პროცესში ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება მოხდება ცოდნის შეძენის, ინფორმაციის შენახვისა და გაცვლის მიზნით. მასწავლებლები თავადაც შექმნიან ელექტრონულ სასწავლო რესურსებს და კოლეგებს გაუზიარებენ.“
„ახალი სკოლის მოდელი" გულისხმობს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შეტანას სწავლების პროცესში.
https://www.mes.gov.ge/content.php?id=8987&lang=geo
https://www.mes.gov.ge/content.php?id=8987&lang=geo
ჩვენი სკოლა ამ პროექტის ფარგლებში მოხვდა იმ 50 სკოლას შორის, რომლებიც პირველ ეტაპზე უნდა გადამზადნენ. სწორედ ამ მოზნით, 25 მარტს სკოლაში შემოვიდა ჯგუფი: სერგო დურგლიშვილის, შორენა ცაბაძისა და დავით ნოზაძის შემადგენლობით. მათი აქტიური თანამშრომლობითა და მხარდაჭერით, დარწმუნებული ვარ წარმატებული მუშაობა გამოგვივა.
17 აპრილს მეორე და მესამე კლასებში ქართულის გაკვეთილებზე დაგვესწრო ქალბატონი შორენა ცაბაძრე. გაკვეთილებზე აქტიურად იყო გამოყენებული ციფრული ტექნოლოგიები. მოსწავლეებმა იმუშავეს პროგრამებში. შექმნეს სხვადასხვა სახის სასწავლო რესურსები. ქალბატონ შორენას ვაჩვენეთ ჩვენ ადრინდელი ნამუშევრებიც. მას ძალიან მოეწონა ჩემი და ჩემი მოსწავლეების მუშაობა და უმაღლესი შეფასებები მოგვცა. დიდი მადლობა მას პოზიტიური შეფასებისთვის. გაგიზიარებთ ფოტოებს ჩატარებული გაკვეთილებიდან.
7 ნოემბერი - "ახალი სკოლის მოდელის" ფარგლებში ვიმუშავეთ პრეზენტაცაზე, რომელიც უნდა წარმოვადგინოთ ფორუმზე.