გაგკვეთილის დაგეგმაში მეხმარება სასწავლო ფილმები:
ასევე კარგი kargiskola.ge -ზე განთავსებული მასალები
გაკვეთილის გეგა ქართულში: "ჭიანჭველა და ფუტკარი"
საგანი: ქართული
|
კლასი: პირველი
|
||
დრო:
ორი გაკვეთილი მოსწავლეთა რაოდენობა კლასში: 11
აქტივობა გადანაწილდება ორ ურთიერთმომდევნო გაკვეთილზე. შესაძლოა, რომ ფაზები დაიკავებს
არა სრულ გაკვეთილებს, არამედ მხოლოდ მათ გარკვეულ მონაკვეთებს - ამ შემთხვევაში გაკვეთილებზე მოსწავლეები
პარალელურად იმუშავებენ სხვა თემებზეც.
|
|||
შესავალი
|
|||
გაკვეთილის/აქტივობის
ძირითადი მიზანი:
--გაბმულ
მეტყველებაზე მუშაობა.
--მოსწავლეებში კრიტიკული და ლოგიკური
აზროვნების განვითარება.
--სწორი
კითხვისა და წერის ჩვევების დაუფლება.
|
|||
სწავლის შედეგები
|
|||
დამოკიდებულება
--მოტივაციისა და ინტერესის გაღვიძება.
--მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ დადებითი
დამოკიდებულება კითხვის პროცესის მიმართ.
--მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ დადებით და
უარყოფით ქმედებებს შორის განსხვავების უნარი.
--გააცნობიერებენ სასაუბრო მეტყველების
მნიშვნელობას.
--პოზიტიურად განეწყობიან მწერების მიმართ.
--შეძლებენ თანატოლების მიერ ნაწარმოებთან
დაკავშირებული მოსაზრებების პატივისცემას.
--შეიძენენ თვითშეფასების, დამოუკიდებლად სწავლის
უნარ-ჩვევებს.
|
|||
ცოდნა
გაიაზრებენ როგორი საქციელია მათთვის მისაღები.
გააცნობიერებენ ბუნების დაცვა, მოვლა-გაფრთხილების აუცილებლობას.
|
უნარები
შეძლებენ პერსონაჟების ძირითადი თვისებების
გამოკვეთას, მათ დახასიათებას სქემის მიხედვით.
შეძლებენ მცირე ზომის არეული ტექსტის წაკითხვას, დალაგებას და ამ ტექსტის გაგება-გააზრებას.
|
||
ეროვნული
სასწავლო გეგმის სტანდარტი:
ქართ. I. 2. მოსწავლეს შეუძლია
გადმოსცეს მარტივი ინფორმაცია მისთვის ნაცნობ თემებზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მინიშნებებზე, ილუსტრაციებზე და ა. შ. დაყრდნობით გადმოსცემს მოსმენილი
ტექსტის შინაარსს;
·
აღწერს ილუსტრაციას (აღწერს მოქმედებას, ასახელებს საგნებს, სწორად აღწერს
საგანთა განლაგებას: წინ, უკან, ზევით, ქვევით, მარჯვნივ, მარცხნივ);
·
მეტყველებისას იყენებს წინადადების მოდალობებს (თხრობას, შეკითხვას,
თხოვნას, ბრძანებას) და შესაბამის ინტონაციას;
·
წინასწარ მიცემული გეგმის / ინსტრუქციის მიხედვით გადმოსცემს ფაქტებს.
ქართ. I. 4. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე
შექმნილი მცირე ზომის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
სვამს / პასუხობს შეკითხვებს მოსმენილ ტექსტთან
დაკავშირებით;
·
ილუსტრაციებს უკავშირებს მოსმენილ ტექსტს და განალაგებს მათ მოქმედებათა
თანამიმდევრობის მიხედვით;
·
ამოიცნობს პერსონაჟის ემოციურ მდგომარეობას (მხიარული, მოწყენილი,
გაკვირვებული და ა. შ.);
·
მონაწილეობს პერსონაჟის ჯგუფურ დახასიათებაში;
·
მონაწილეობს ტექსტის სახელდახელო ინსცენირებაში, ირჩევს როლის შესატყვის
ინტონაციასა და ჟესტ-მიმიკას;
·
ქმნის ტექსტის ცალკეული მონაკვეთის/მონაკვეთების ილუსტრაციებს და ასათაურებს
მათ;
·
აფასებს მოსმენილს (მომეწონა / არ მომეწონა);
·
აფასებს პერსონაჟს და მის საქციელს (კეთილია / ბოროტია; კარგად მოიქცა /
ცუდად მოიქცა და ა.შ.);
·
სიტყვათა ჩამონათვალში პოულობს მითითებულ სიტყვას;
·
ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ
მცირე ზომის ტექსტებს;
·
წინადადების საზღვრების შესაბამისად აკეთებს პაუზას;
·
აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას სათანადო ადგილიდან.
|
|||
მოსწავლეთა
წინარე ცოდნის შეფასება
--მოსწავლეს
შეუძლია ტექსტის დამოუკიდებლად წაკითხვა.
--პერსონაჟების მახასიათებლებლებზე საუბარი.
--სურათის მიხედვით ამბის შეთხზვა, დასათაურება,
ვარაუდების გამოთქმა.
|
|||
გაკვეთილის/აქტივობის გეგმა
|
|||
მოსწავლეთა
დაჯგუფების ფორმები:
მთელი კლასის ორგანიზება
ინდივიდუალური
3-4 კაციანი ჰომოგენური ჯგუფები სიძლიერის
მიხედვით.
დაჯგუფების
კრიტერიუმები:
--მოსწავლეს შეუძლია ტექსტის დამოუკიდებლად
წაკითხვა.
--პერსონაჟების მახასიათებლებზე საუბარი.
--ვენის დიაგრამა.
--სიტყვის სქემა
-ვარაუდების გამოთქმა.
--ინდივიდუალური კითხვა, ერთობლივი კითხვა,
კითხვის დასმა.
|
|||
სასწავლო
მასალა: სახელმძღვანელო,
სურათები, კალამი, დაფა, ცარცი.
|
|||
გაკვეთილის/აქტივობის ეტაპები
|
|||
I ფაზა (წაკითხვამდე)
გაკვეთილს ვიწყებ მოტივაციის შექმნით.
ურთიერთპატივისცემის, მეგობრული ატმოსფეროს
უზრუნველსაყოფად, შევარჩევ პოზიტიურ თამაშს, აქტიობებს „მე მომწონს შენი...“
მოსწავლეებს ვთხოვ, დადგნენ წრეზე და იმისათვის,
რომ დადებითი განწყონა შევუქმნათ ერთმანეთს ვუთხრათ თბილი სიტყვები. (რომელიც, ყოველ
ბავშვს გულს გაუთბობს).
შემდეგ ვთხოვ, გაიხსენონ ბუნენის გაკვეთილზე
ბოლოს შესწავლილი თემა და მითხრან, რაზე გვქონდა საუბარი. მოსწავლეები გაიხსენებენ
და იტყვიან, რომ ჩვენ ვისაუბრეთ მწერებზე. ვიყენებ „ხმამაღლა ფიწრის“ მეთოდს და ვავსებთ
„გონებრივი იერიშის“ სქემას. დაფაზე დავწერ
სიტყვას „მწერები“ და ვთხოვ, ჩამოთვალონ რომელი მწერები ახსოვთ. მოსწავლეები მკარნახობენ, მე დაფაზე დავწერ. ვიყენებ მეთოდს „გასეირნება
ილუსტრაციებში“. პროექტორის საშუალებით ვაჩვენებ მწერების სურათებს და ვთხოვ
ჩამოთვალონ, რომელ მწერებს ხედავენ და შეავსონ რომელი გამოგვრჩა დასახელებისას.
შემდეგ ვთხოვ მითხრან, რომელია მათ
შორის ყველაზე მშრომელი. მოსწავლეები ახსენენენ ჭიანჭველას და ფუტკარს. დაფაზე
გამოვაკრავ ფუტკრისა და ჭიანჭველას სურათებს. დიახ და არა ბარათების საშუალებით
(რომელიც მათ მერხებზეა) მიჩვენონ, ორივე სასარგებლოა თუ არა. მოსწავლეები
მაჩვენებენ „არა“ (ყვითელი ფერის) ბარათს. შემდეგ კითხვაზე, ჭიანჭველა
სასარგებლო მწერია? ისევ „არა“ ბარათს მაჩვენებენ. ფუტკარი სასარებლოა? მოსწავლეები
ასწევენ „დიახ“ (ვაედისფერ) ბარათს. ისევ ვსვამ კითხვას: რა სარგებლობის მოტანა შეუძლია
ფუტკარს. მოსწავლეები მპასუხონენ: გვაძლევს თაფლს, სანთელს, მისი შხამიც კი
სასარგებლოა, ადამიანებისთვისაც ზრუნავს, გადააქვს მტვერი მცენარიდან მცენარეზე.
შემდეგ მივმართავ მეთოდს-- „წინასწარი სიტყვები“
და დაფაზე გამოკრულ ლექსიკურ ერთეულებს ვაცნობ ბავშვებს.
ამ ბარათებს ჯერ მე ვკითხულობ, შემდეგ კი
ერთობლივად და ხდება ამ სიტყვების განმარტება (ჯაფაში, უსამართლობა, სასარგებლოა, არაფრად გაგდებს).
ლექსიკური ერთეულების უკეთ გაცნობისა და ტექსტის
შინაარსთან დაკავშირებით წინასწარი ვარაუდების ჩამოყალიბების მიზნით, ვიყენებ
მეთოდს „შესაძლო წინადადებები“ და მოსწავლეებს ვთხოვ, ამ სიტყვების გამოყენებით
შეადგინონ სავარაუდო წინადადებები.
შემდეგ შევახსენებ, რომ დღეს ჩვენ უნდა წავიკითხოთ
პატარა მოთხრობა, სადაც ამ ორ მწერზე იქნება საუბარი. მე ეს მოთხრობა დავჭერი
აბზაცებად. მაგრამ უცებ ეს ბარათები დამიცვივდა და ამ აბზაცების წინადადებები ერთმანეთში
ამერია. თითოეული ჯგუფს ვთხოვ, დამეხმაროს ჯერ წინადადებების, შემდეგ კი
აბზაცების დალაგებაში.
|
II
ფაზა
(წაკითხვის დროს)
მოსწავლეებს
ვაჯგუფებ დიფერენცირებული სწავლების შესაბამისად და ჯგუფებს ვურიგებ ფურცელზე
დაწერილ დაჭრილ წინადადებებს. პირველ ჯგუფს პირველი აბზაცი, ( ორი წინადადება)
სადაც ერთი უცხო სიტყვაა. მეორე ჯგუფს
მეორე აბზაცი (ორი წინადადება) თავისი ერთი უცხო სიტყვით. მესამე ჯგუფს მესამე
აბზაცი (სამი წინადადება) თავისი ორი უცხო სიტყვით. (რადგანაც ეს ძლიერი ჯგუფია.)
ვთხოვ, რომ წინადადებები წაიკითხონ და დაალაგონ
განსაზღრულ დროში. (5 წთ).
მოსწავლეები
ასრულებენ ჩემს მიერ მიცემულ დავალებას.
გაწაფული
მკითხველები მუშაობენ ინდივიდუალურად. პრობლემური მკითხველები ჩემთან ერთად. (რა
თქმა უნდა დანარჩენ ჯგუფებსაც არ ვტოვებ უყურადღებოდ).
დროის ამოწურვის
შემდეგ დავალებას წარმოადგენენ დაფაზე.
ყველა ჯგუფი წარმოდგენილ დავალებას კითხულობს ხმამაღლა. დაალაგებენ და აწყობილ
მთლიან ტექსტს ჯერ მე ვუკითხავ, (მოდელირების მიზნით) შემდეგ ვაკითხებ ექოს ტიპის კითხვით.
მოსწავლეთა
მაღალი სააზროვნო უნარების განვითარების მიზნით ვიყებებ ვენის დიაგრამას და
მოსწავლეები ახასიათებენ პერსონაჟებს მსგავსი და განსხვავებული ნიშნების
მიხედვით. (ჭიანჭველა და ფუტკარი).
ბავშვები მსჯელობენ, გაოთქვავენ საკუთარ
მოსაზრებებს და დამოკიდებულებებს.
|
III ფაზა
(წაკითხვის შემდეგ)
დავგეგმავ მეთოდს: „როლური თამაში“ --რომლის
დროსაც მოსწავლეები ტექსტს წაიკითხავენ როლებში. შემდეგ წარმოადგენენ,
გაიაზრებენ მოთხრობას. რეპეტიციების დროს გამეორებით წაკითხვა ხორციელდება
გამართული, გაწაფული კითხვის ხელშესაწყობად.
ვეცდები ყველა მოსწავლე მაქსიმალურად იყოს
ჩართული.
შეჯამება.
ტექსტთან დაბრუნება. მოსწავლეებს ვთხოვ,
ჭიანჭველას მისცენ რჩევები და შექმნან ამბის ილუსტრაცია.
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები აფასებენ
ერთმანეთს, გამოფენენ ნახატებს.
უკუკავშირს მოვახდენ: შექებით, გამხნევებით,
რჩევით, მოწოდებით რომ დაფიქრდნენ. კონკრეტული,ზომიერი, განვითარებისკენ
მიმარტული კომენტარებით.
|
|
შეფასება:
|
|||
ვაკვირდები მოსწავლეთა რეაქციებს გაკვეთილის
სამივე ფაზაზე, ჩანაწერების საშულაებით ვაფასებ მოსწავლეების უნარს, როგორც
ზეპირმეტყველებითი, ასევე კითხვის მიმართ. ვაკეთებ ზეპირ და წერილობით
გამამხნევებელ კომენტარებს.
ვმოძრაობ ჯგუფებს შორის და ვინიშნავ ჯგუფის წევრების
აქტიურობასა და წვლილს, ვუსვამ დამატებით კითხვებს მოსწავლეებს და ვუსმენ მათ
პასუხებს, ვადარებ მოსწავლეთა მოსაზრებებსა და შესრულებულ მოქმედებებს შეფასების
სქემის კრიტერიუმებს.
|
|||
დამატებითი
რესურსი:
|
|||
პროექტორი, დაჭრილი ტექსტი, დაჭრილი წინადადებები,
მწერების სურათები, წებოვანი ქაღალდები, სმაილები.
|
|||
შეფასების სქემა
დაფაზე წინასწარ
მომზადებული მაქვს შეფასების სქემა, სადაც ის კომპონენტები მიწერია, რომლის
მიხედვითაც მოხდება შეფასება ამ გაკვეთილზე. ყველა სწორი პასუხი ფასდება სმაილით,
იმ კონკრეტული ჯგუფის ფერის მიხედვით, რომელი ჯგუფის წევრიც დაიმსახურებს.
მოსწავლეებს
მერხზე წინასწარ აქვთ დაკრული წებოვანი ქაღალდები ჯგუფის ფერის მიხედვით. მოსწავლე, რომელიც სწორად პასუხობს, იწერს
ვარსკვლავს. ეს მათ მოტივაციას უძლიერებს. საბოლოოდ დაფაზე თვალსაჩინოდ ჩანს როგორი შეფასებები დაიმსახურეს ჯგუფებმა.
I ჯგუფი II
ჯგუფი
III ჯგუფი
|
|
კითხვებზე
პასუხი
|
|
აქტიურობა
|
|
დავალების
შესრულბა
|
|
ყოფაქცევა
და წესრიგი
|
საშინაო დავალება
სახელმძღვანელოში
ტექსტის წაკითხვა. დავალების შესრულება რვეულში „ჩვენი ენა ქართული“. ოჯახის
წევრებთან მოიძიონ ინფორმაცია ჭიანჭველაზე და ფუტკარზე.
25.04. 2014 წელი
[1] გაშიფვრა – გრაფიკული ხატის
აკუსტიკურ ხატად კონვერტირება,
ანუ ასოების ამოცნობა და მათი დაკავშირება შესაბამის ბგერებთან; ბგერების
სიტყვად გამთლიანება,
აკუსტიკური ხატის სიტყვის მნიშვნელობასთან დაკავშირება.
გაკვეთილის გეგმა ბუნებაში
სსიპ დუშეთის N2 საჯარო სკოლა
გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის
სახელი, გვარი, პირადი ნომერი: ირმა ვერძეული
პ/ნ
16001013745
საგანი:
ბუნებისმცოდნეობა
სწავლების
საფეხური/კლასი: დაწყებითი/ II გ
კლასი
მოსწავლეთა
რაოდენობა: 18
გაკვეთილის
თემა: ,,სწრაფი და ნელი მოძრაობა’’
გაკვეთილის
მიზანი:
მოსწავლემ
შეძლოს:
·
მოძრავ ობიექტებზე დაკვირვებისას
მიღებული გამოცდილების განმტკიცება;
·
მოძრავი ობიექტების სისწრაფის გარჩევა.
№
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსი
|
დრო(წთ)
|
1
|
გაკვეთილის
დასაწყისში მოსწავლეებს ვაცნობ გაკვეთილის
თემას, მიზანსა და აქტივობებს, შეფასების საგანსა და შეფასების რუბრიკებს.
(რომელთაც ვაკრავ თვალსაჩინო ადგილას). (იხ.დანართი 1)
|
ვერბალური ახსნა
|
მთელი კლასი
|
ფლიფჩარტზე დაწერილი გაკვეთილის
თემა და მიზანი;
შეფასების რუბრიკა.
|
2 წთ.
|
2
|
საკლასო
დიალოგი
გავიხსენოთ რას
აკეთებენ საგნები?
საგნები მოძრაობენ.
რომელ საგნებს
შეუძლიათ მოძრაობა?
მოძრაობს ცოცხალი.
არაცოცხალიც მოძრაობს ადამიანის დახმარებით.
რისი საშუალებით
მოძრაობენ საგნები?
ფეხების, ფრთების,
ხელების, ტანის, ბორბლების, თვლების, საშუალებით.
ახლა შევხედოთ
პრეზენტაციას და მითხარით: რომელი სხეულები მოძრაბენ და რისი საშუალებით?
როგორ მოძრაობენ
ეს საგნები?
ზოგი სწრაფად,
ზოგი ნელა.
მოსწავლეებს ვაფასებ
სიტყვიერი კომენტარებით.
(იხ.დანართი2)
|
კითხვა/პასუხი
|
ინდივიდუალური
|
6 წთ.
|
|
3
|
სამუშაო რვეულსა და სახელმძღვანელოზე მუშაობა
1.
დაასახელეთ-
რომელ ტრანსპორტს აირჩევდით შორეულ ქვეყანაში სწრაფად ჩასასვლელად?
სავარაუდოდ მოსწავლეები
დაასახელებენ თვითმფრინავს.
2.
მგზავრს ეჩქარება ტბის მეორე ნაპირზე გადასვლა. დაეხმარეთ
მას და შეურჩიეთ ტრანსპორტი. გააფერადეთ შერჩეული ტრანსპორტი.
(ბავშვები
გააფერადებენ კატარღას).
შევამოწმებ შესრუებული დავალების სისწორეს. გაიმართება
მსჯელობა, რატომ შემოხაზეს და გააფერადეს კატარღა.
სწორად შესრულებულ
დავალებას ვაფასებ ვარსკვლავით, რომელსაც ვუწერ რვეულში.
|
ტექსტის წაკითხვა
|
მთელი კლასი
|
სახელმძღვანელო/
სამუშაო რვეული
ფერადი ფანქრები,
|
6 წთ.
|
4
|
აქტივობა ბარათებით
მოსწავლეებს ვურიგებ წინასწარ მომზადებულ ბარათებს
წარწერით. ერთ ბარათს აწერია „სწრაფად“, მეორეს - „ნელა“.
მოსწავლეებს ვთხოვ: ყურადღებით მოუსმინონ ჩემს დაუსრულებელ
წინადადებას და შესაბამისად აწიონ და მიჩვენონ ბარათი წარწერით „სწრაფად“ ან წარწერით
„ნელა“.
- კუ დადის ძაღლზე უფრო ... (ბარათი ნელა).
- კენგურუ დარბის ძალინ ... (ბარათი „სწრაფად“).
- საჰაერო ბურთი ფრენს თვითმფრინავზე უფრო ... (ბარათი
„ნელა“).
- გემი დაცურავს ნავზე უფრო ... (ბარათი „სწრაფად“).
- ტივი დაცურავს კატარღაზე უფრო ... (ბარათი ნელა“).
- ავტომობილი მოძრაობს ურემზე უფრო ... (ბარათი სწრაფად“).
მოსწავლეები აკვირდებიან ბარათებს და შეცდომის შემთხვევაში
შეაქვთ შესწორებები. მე მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ჩავერევი.
მოსწავლეებს ვაფასებ სიტყვიერი კომენტარებით. („ყოჩაღ!“,
„მაგარია!“, „მიხარია!“).
|
ურთიერთსწავლება
|
მთელი კლასი
|
ბარათები
|
7 წთ.
|
5
|
ჯგუფური მუშაობა
დაფაზე გაკრულია
ფურცელზე დაწერილი სხეულთა მაქსიმალური
სიჩქარის ცხრილი.
კლასი დაყოფილია ოთხ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს ეძლევა
დავალება: დაიხმარონ დაფაზე გამოკრული ცხრილი და შეასრულონ დავალება:
მოსწავლეებს ვუკითხავ
ამბავს:
ერთ-ერთ მულტფილმში
პატარა ბიჭმა გადაწყვიტა სისწრაფეში შეჯიბრებოდა ავტომობილს, თვითმფრინავს, გემს,
კუსა და ცხენს.
ჩატარდა სპორტული
შეჯიბრი.
როგორ ფიქრობ,
რომელი იქნებოდა ყველაზე სწრაფი? ყველაზე ნელი? მერამდენე ადგილებს დაიკავებდნენ
მონაწილეები?
დააჯგუფე მულტფილმების
გმირები და ჩააწებე შესაბამის საფეხურზე.
ბავშვებს ვურიგებ
ბარათებს
|
პრეზენტაცია
|
ჯგუფური
|
სხეულთა მაქსიმალური სიჩქარის ცხრილი
მაკრატელი, წებო
|
15 წთ.
|
7
|
ტესტირება
ტესტს გადავუგზავნი
ბუკით. სამუშაოს დასრულების შემდეგ, მოსწავლეები მიგზავნიან დავალებას. მასწავლებლის
პროგრამის საშუალებით (მოსწავლის მონიტორინგი) ვამოწმებ ტესტის სისწორეს.
იპოვე შეცდომა
და გაასწორე:
1.
მორბენალ
ადამიანს შეუძლია გაასწროს სწრაფად მიმავალ მატარებელს.
2.
ურემი
უფრო სწრაფად მოძრაობს, ვიდრე ავტომობილი.
3.
შევარდენი
უფრო ნელა ფრენს, ვიდრე ბეღურა.
|
დამოუკიდებელი სამუშაოს შემოწმება
|
მთელი კლასი
|
მოსწავლეთა ნამუშევრები
|
5 წთ.
|
8
|
შეჯამება
გაკვეთილის ბოლოს
მოსწავლეებს გამოაქვთ დასკვნა, რომ ჩვენს ირგვლივ მოძრაობს როგორც ცოცხალი, ასევე
არაცოცხალი. ადამიანს შეუძლია როგორც სწრაფი, ისე ნელი მოძრაობა.
|
შეჯამება
|
მთელი კლასი
|
2 წთ.
|
|
9
|
-
რა ვისწავლეთ დღეს?
-
რომელი
აქტივობა იყო ყველაზე მეტად საინტერესო?
-
რა მოგეწონათ დღევანდელ გაკვეთილში?
მოსწავლეებს ვაფასებ და მადლობას ვუხდი კარგი და საინტერესო
გაკვეთილისთვის.
გაკვეთილის ბოლოს ვაძლევ დავალებას
- წაიკითხეთ გაკვეთილი: ,,სწრაფი და ნელი მოძრაობა’’.
- სამუშაო რვეულში შეასრულეთ სავარჯიშო #3.
|
შეფასება /საშინაო დავლების
მიცემა
|
მთელი კლასი
|
სამუშაო ფურცლები კალმისტარი
სახელმძღვანელო,
|
2 წთ.
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
ბუნ. II. 3. მოსწავლეს შეუძლია ადვილად დაკვირვებადი
მოძრაობების აღწერა.
მოსწავლე:
·
აკვირდება და აღწერს თამაშის დროს შესრულებულ მოძრაობებს (მაგ. სრიალი,
ტრიალი, ქანაობა);
·
ყოველდღიური ცხოვრებიდან ჩამოთვლის სხვადასხვა სხეულის (მაგ. ადაიანი, ცხოველი,
მანქანა, გემი, თვითმფრინავი) მოძრაობის მაგალითებს და აჯგუფებს მათ სისწრაფის მიხედვით;
·
აკვირდება და ასახელებს მოძრავი ობიექტების ნაწილებს, რომელთა მეშვეობითაც
ის (ობიექტი) გადაადგილდება (მაგ. ბორბლები,
ფეხები, ფრთები).
დანართი (1)
გაკვეთილის თემა:
„სწრაფი და ნელი მოძრაობა“
მიზნები:
მოსწავლეებმა
შეძლონ:
-
მოძრავ ობიექტებზე დაკვირვებისას
მიღებული გამოცდილების განმტკიცება;
-
მოძრავი ობიექტების სისწრაფის შედარება;
ბარათები წარწერებით:
„სწრაფად“ „ნელა“
შეფასების რუბრიკა:
N
|
აქტივობის სახე
|
კარგია
|
გასაუმჯობესებელია
|
I
|
კვლევის უნარ-ჩვევები
|
||
1
|
კლასისფიკაცია
(ობიექტების
დაჯგუფება მათი მახასიათებლების მიხედვით)
|
||
II
|
სააზროვნო უნარ-ჩვევები
|
||
თვითმართვის უნარ-ჩვევები
|
|||
1
|
წვრილი კუნთოვანი სისტემის გამოყენება
(გაფერადება, გამოჭრა, დაწებება).
|
ჯგუფური მუშაობა
(შეფასება)
N
|
აქტივობის
სახე
|
სრულად
|
ნაწილობრივ
|
1
|
ნამუშევრის
ორგანიზება
|
||
2
|
დისციპლინისა და დროის ლიმიტის დაცვა
|
||
3
|
თანამშრომლობა
|
||
4
|
დავალების სისწორე
|
დავალება ბუკში
შესასრულებლად:
იპოვე შეცდომა და გაასწორე:
1.
მორბენალმა ადამიანმა შეიძლება გაასწროს სწრაფად მიმავალ
მატარებელს.
2.
ურემი უფრო სწრაფად მოძრაობს, ვიდრე ავტომობილი.
3.
შავარდენი უფრო ნელა ფრენს, ვიდრე ბეღურა.