ქსელური პროექტის ფარგლებში, 2017 წლის 23 მარტს ჩავატარეთ სკაიპ-გაკვეთილი დუშეთის მე-2 საჯარო სკოლის I გ კლასის, ქ. თბილისის 90 საჯარო სკოლის I კლასის და ხაიშის საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებთან. ეს იყო დაუვიწყარი და საინტერესო შეხვედრა. ჯერ ისევ ემოციების ქვეშ ვარ... ამ პროექტმა მე და ჩემი პატარები დაგვაახლოვა არა მარტო პედაგოგებთან- მანანა ბეგიაშვილთან და თამარ გვიჭიანთან, არამედ, მათ საყვარელ პატარებთანაც. აღარ გვინდოდა გაკვეთილის დამთავრება და დამშვიდობება...
მადლობა პროექტის ორგანიზატორს, ქალბატონ რუსას, ასევე მანანა და თამარ მასწავლებლებს საინტერესო და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის! მადლობა ჩვენს პატარებს! მადლობა ჩემი კლასის მოსწავლეების მშობლებს, გვერდში დგომისა და დახმარებისთვის. ჩვენ, წინ საინტერესო ღონისძიება გველოდება: "ანბანეთის ამბები". ეს იქნება ამ პროექტის ფინალი, თუმცა ჩვენი მეგობრობა კვლავაც გაგრძელდება. წარმატებები კოლეგებო! მომავალ შეხვედრამდეეეეე!
მომავალ ჩართვამდე, მეგობრებოოოოოო!
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და და კომპანია Miცrosoft-ის მიერ ორგანიზებული კონფერენცია"საკლასო პრაქტიკის თანამედროვე ტენდენციები - Skype Lessons"