პირველი სამოდელო გაკვეთილის გეგმა:
გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი: ირმა ვერძეული
პ/ნ 16001013745
საგანები: ქართული ენა
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი/მე-2 ა კლასი
სამოდელო გაკვეთილის ტიპი: ინოვაციური
გაკვეთილის ჩატარების თარიღი: 7 ივნისი 2019 წ.
მოსწავლეთა რაოდენობა: 21 (მათ შორის არ არის სსსმ მოსწავლე)
გაკვეთილის დრო: 40 წთ.
გაკვეთილის თემა: „დათო და დათვი“
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს:
Ø
ტექსტის გაგება-გააზრება
და ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება;
Ø
აზროვნებისა
და მეტყველების განვითარება;
Ø
ლექსიკური მარაგის გამდიდრება;
Ø
ვარაუდების გამოთქმა;
Ø
შეკითხვებზე პასუხი.
ეროვნული
სასწავლო გეგმის სტანდარტი
ქართ.
დაწყ. (I).7. მოსწავლემ უნდა შეუძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა
ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგეგა-გააზრება; ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით
მოწოდებული ინფორმაციის ურთიერთდაკავშირება.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø ტექსტში ეძებს და პოულობს კონკრეტულ ინფორმაციას;
Ø ამოიცნობს ტექსტში მოცემულ სხვადასხვა ინფორმაციას შორის არსებულ მიზეზშედეგობრივ კავშირებს, გამოაქვს სათანადო დასკვნები;
Ø ამოიცნობს პერსონაჟების მოქმედებებს, გრძნობებს, ემოციებს;
Ø ამოიცნობს, რა ტიპის ურთიერთობა აქვთ პერსონაჟებს ერთმანეთთან;
Ø ეძებს და პოულობს, რომელ რუბრიკას/ქვესათაურს უკავშირდება ილუსტრაცია, მისი წარწერა.
Ø ტექსტში ეძებს და პოულობს კონკრეტულ ინფორმაციას;
Ø ამოიცნობს ტექსტში მოცემულ სხვადასხვა ინფორმაციას შორის არსებულ მიზეზშედეგობრივ კავშირებს, გამოაქვს სათანადო დასკვნები;
Ø ამოიცნობს პერსონაჟების მოქმედებებს, გრძნობებს, ემოციებს;
Ø ამოიცნობს, რა ტიპის ურთიერთობა აქვთ პერსონაჟებს ერთმანეთთან;
Ø ეძებს და პოულობს, რომელ რუბრიკას/ქვესათაურს უკავშირდება ილუსტრაცია, მისი წარწერა.
ქართ. დაწყ.
(I).12. მოსწავლემ უნადა შეძლოს კითხვის ნაცნობი სტრატეგიების მიზნის შესაბამისად
გამოყენება.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø ცდილობს უცნობი სიტყვების ახსნას კონტექსტის გამოყენებით;
Ø ილუსტრაციაზე, სათაურზე დაყრდნობით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ;
Øგანსაზღვრავს და პოულობს ტექსტის იმ მონაკვეთს, რომელსაც უნდა მიუბუნდეს პასუხის დასაზუსტებლად.
Ø ცდილობს უცნობი სიტყვების ახსნას კონტექსტის გამოყენებით;
Ø ილუსტრაციაზე, სათაურზე დაყრდნობით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ;
Øგანსაზღვრავს და პოულობს ტექსტის იმ მონაკვეთს, რომელსაც უნდა მიუბუნდეს პასუხის დასაზუსტებლად.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ის.ტექნ.დაწყ.5.
მოსწავლემ უნდა შეძლოს
- სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა და თანამშრომლობისათვის მოსწავლე:
- იყენებს ისტ-ს სასკოლო საზოგადოებასთან საკომუნიკაციოდ ციფრული ინფორმაციის მოსაძიებლად, ციფრული მასალის შესაქმნელად და მისი ხარისხის გასაუმჯობესებლად;
- იცავს საკომუნიკაციო საშუალებების კორექტულად გამოყენების წესებს (მაგალითად:
- იცავს ქსელის უსაფრთხოების წესებს, პირადი ხასიათის ინფორმაციის ხელშეუხებლობის ნორმებს, ციფრული რესურსების მისაწვდომობის ნორმებს).
1. სოციალური, ეთიკური
და უსაფრთხოების ნორმების დაცვა და ისტ-ის პასუხისმგებლობით გამოყენება - ციფრული
მოქალაქეობა;
2. ისტ-ის ეფექტიანი
გამოყენება;
3. ახალი პროდუქტის
შექმნა;
4. კომუნიკაცია და
კოლაბორაცია;
5. ინფორმაციის მოძიება
და კვლევა.
წინარე ცოდნა: მოსწავლეებს
შეუძლიათ: პერსონაჟების ამოცნობა და დასახელება; უცნობი სიტყვების ახსნა და გამოყენება;
მარტივი დავალებების შესრულება; შესაბამისობების დამყარება; ბუკში მუშაობა; ინტერნეტის
გამოყენებით learningapps.org-ში, toondoo.com-ში, padlet.com-ში მუშაობა; წინადადებების ლოგიკურად
დალაგება მცირე ზომის ტექსტში. ინსტრუქციის მიხედვით მოქმედების უნარი.
აქტივობის
აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი/
მეთოდები
|
კლასის
ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო
რესურსები
|
დრო
(წთ)
|
||||||||||||||||||||
I ფაზა - კითხვისთვის მზადება
აქტივობა
1. თავდაპირველად ვესალმები კლასს, ვაცნობ გაკვეთილის
თემას და მიზანს. განვუმარტავ შეფასებისა რუბრიკას.
ინტერესის
აღძვრა
ვთხოვ, განვლილი მასალიდან გაიხსენონ ტექსტი, რომელიც
ცხოველის და ადამიანის ურთიერთობას ეხება. მოსწავლეები იხსენებენ და მოკლედ ისაუბრებენ.
შემედგ ვეუბნები, რომ დღეს ჩვენ წავიკითხავთ ტექსტს,
რომელშიც ერთ-ერთი ცხოველისა და ადამიანის ურთიერთობას აღწერილი. სანამ ამ წიგნს
წავიკითხავთ, თქვენ უნდა გამოიცნოთ რომელი ცხოველის შესახებ არის იქნება საუბარი.
ამაში თქვენ დაგეხმარებათ მინიშნებები. მათ ეს ცხოველი მინიშნებებით უნდა გამოიცნონ.
ამისათვის, უნდა გამოთქვან ვარაუდები. გამოდიან მოსწავლეები, იღებენ ჩემს მაგიდაზე
დაწყობილ ბარათებს და აკრავენ დაფაზე.
მაგიდაზე აწყვია წებოვანი ბარათები, რომელზეც წერია: ცხოვრობს ტყეში, გვინახავს მულტფილმებში,
უყვარს მსხალი, არის სხვადასხვა ფერის, ადვილად ძვრება ხეზე. „როგორი არ არის“ ბარათებზე წერია: სუსტი, სლიპინა, პატარა, მშიშარა,
შინაური.
დაფაზე დახაზულია T დიაგრამა.
დაფაზე გაკრულია სქემა: „როგორია“, „როგორი არ არის“.
მოსწავლე კითხულობს ბარათს, ჩემს პასუხზე ის აკრავს წებოვან ბარათს სათანადო ადგილას.
ისინი ამ მინიშნებებით გამოიცნობენ ამ ცხოველს.
მოსწავლეები გამოთქვავენ ვარაუდებს და მინიშნებებით
გამოიცნობენ ამ ცხოველს. ამის შემდეგ ვეუბნები, რომ ტექსტის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი
სწორედ დათვია, მეორე კი- ადამიანი. განწყობის მიზნით პარკიდან ვიღებ სათამაშო დათუნიებს
და განვათავსებ თვალსაჩინო ადგილას.
|
ვარაუდების გამოთქმა
|
მთელი კლასი
|
პარკში ჩადებული სათამაშო დათვები, დაფა, ფლივჩატი,
რომელზეც წერია: „როგორია“, „როგორი არ არის“; წებოვანი ფურცლები, რომელზეც წერია
განმარტებები.
|
2 წთ.
3 წთ.
5 წთ.
|
||||||||||||||||||||
აქტივობა
2. წინარე
ცოდნის გააქტიურება
ტექსტის წინასწარი მიმოხილვა
ვაჩვენებ წიგნის ყდას და ვეუბნები, თქვენი აზრით რაზე
შეიძლება იყოს ეს მოთხრობა? რა შეიძლება მოხდეს მასში? როგორი ურთიერთობა აქვთ დათვსა
და ბიჭს? მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს და საუბრობენ შინაარსის შესაძლო ვერსიებზე.
ვეუბნები, რომ ჯგუფებში მოუწევთ ტექსტის წაკითხვა.
კონკრეტულ ჯგუფს მოუწევს, ტექსტის კონკრეტული მონაკვეთის წაკითხვა. კითხვის დროს
იყვნენ ძალიან ყურადღებით, რადგან მოუწევთ წებოვან ფურცელზე დაწერონ ის უცხო სიტყვები,
რომელის მნიშვნელობაც არ იციან. ფურცელზე დაწერილ სიტყვებს გააკრავენ დაფაზე.
ასეთის შემთხვევაში ვეხმარები, სიტყვების მნიშვნელობის
დაზუსტებაში და ვაძლევ მინიშნებებს სწორი განმარტების გამოსაცნობად.
II ფაზა - კითხვის დროს
აქტივობა
3. მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში. მათ ერთმანეთს უნდა წაუკთხონ ტექსტი.
ერთი მოსწავლე კითხულობს ტექსტის პირველ გვერდს (რა მოხდა ორშაბათს), მეორე მოსწავლე-
მეორე გვერდს (სამშაბათის ამბავს), ამგვარად მუშაობენ სხვა ჯგუფებიც თითო გვერდის
მონაცვლეობით. ერთმანეთს უკითხავენ მთელ ტექსტს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.
დაფაზე ვაჩვენებ რიცხვით ღერძს და ვახსენებ მისი შევსების
ინსტრუქციას.
ტექსტის წაკითხვის შემდეგ, მოსწავლეები learningapps.org-ში ავსებენ „დროის ღერძის“ სქემას.
ბუკში შედიან მისამართზე:
|
კითხვა-პასუხი, უცხო სიტყვების განმარტება
ინსტრუქციების გაცემა, ტექსტის კითხვა და ვარაუდების
გამოთქმა
|
მთელი კლასი
ჯგუფური
|
დაფა, ფლივჩატი, რომელზეც წერია: „სიტყვების კედელი“;
წებოვანი ფურცლები, გაუგებარი სიტყვების დასაწერად
ტექსტი: „დათო და დათვი“, ბუკი, პროექტორი, კომპიუტერი,
დაფა, თაბახზე დაწერილი სქემა: „დროის ღერძი“, დავალების ელექტრონული მისამართი
(ლინკი), ცერა თითის ნიშნები
|
5 წთ.
10 წთ.
4 წთ.
|
||||||||||||||||||||
მოსწავლეები ასრულებენ დავალებას: „დაალაგე ტექსტი
ლოგიკური თანმიმდევრობით“.
ჯგუფების მიერ შესრულებულ დავალებას ეკრანზე გამოვიტან
პროექტორით.
დროის ამოწურვის შემდეგ მოსწავლეებთან ერთად განვიხილავთ
შევსებულ სქემას. დავათვალიერებთ და მოხდება მოსწავლეთა ურთიერთშეფასება „ცერა თითის
ნიშნებით“.
|
||||||||||||||||||||||||
III ფაზა
აქტივობა
4. პრეზენტაციების შემდეგ სხვადასხვა დონის შეკითხვების
დასმით მოსწავლეები მსჯელობენ ტექსტზე. მოსწავლეები პასუხობენ კითხვებს: სად დაიწყო
წიგნში აღწერილი ამბავი?, როგორ შეხვდნენ დათო და დათვი ერთმანეთს? რატომ გამოუტანა
დათოს მამამ დათვს თაფლი? რატომ მოუტანა დათვმა მეორე დღეს დათოს წაბლი? რატომ არ
ეშინოდა დათოს დათვის? შეიძლებოდა დათოს მამას თოფი გამოეტანა და დათვი მოეკლა? რატომ
არ მოიქცა ასე?
მოსწავლეების პასუხებს გადავამოწმებ დიახ და არა ბარათების
გამოყენებით, რამდენად სწორად გაიგეს ტექსტი.
იმისათვის, რომ დავრწმუნდე, კარგად გაიგეს თუ არა
მოსწავლეებმა ტექსტი, ვაძლევ დავალებას ბუკში. მასწავლებლის მართვის პროგრამით ვუგზავნი
ლინკს: https://learningapps.org
მოსწავლეები შედიან ამ ლინკზე და ასრულებენ
დავალებას: „ჩასვით გამოტვებული სიტყვები“
გამოსაძეხებელი ჩხირების საშუალებით ვასახელებ იმ
ბავშვის სახელს, ვინც უნდა წარმოადგინოს შესრულებული დავალება.
დავალებას ეკრანზე გამოვიტან პროექტორით. დავათვალიერებთ
და მოვახდენ სიტყვიერ შეფასებას განმავითარებელი კომენტარებით.
მოსწავლეებს ვთხოვ, მოიფიქრონ და დაასრულონ ამბავი. ბავშვებმა უნდა გაიაქტიურონ
წარმოსახვითი უნარი და ბუკში (http://www.toondoo.com
- ში) შექნან საინტერესო და ორიგინალური კომიქსი: „რა
შეიძლება მოხდეს კვირას“.
შესრულებულ დავალებას გადმომიგზავნიან padlet -ზე.
|
წაკითხულის გააზრება
კითხვებზე პასუხი
|
მთელი კლასი
ინდივიდუალური
|
ბუკი, ელექტრონული სამუშაოს მისამართი. გამოსაძახებელი
ჩხირები, ელექტრონული პროგრამის მისამართი (ლინკი),
დიახ და არა ბარათბი
|
6 წთ.
|
||||||||||||||||||||
აქტივობა
6. ვაჯამებთ და ვაფასეთ გაკვეთილს.
ვთხოვ, ინტერნეტის საშუალებით შევიდნენ ლინკზე და
დაწერონ უკუკავშირი:
გაკვეთილი ძალიან მომეწონა, მომეწონა, არ მომეწონა
მას შემდეგ რაც ჩემს padlet-ზე გამოჩნდება ყველა მოსწავლის წერილი, პირველს ხმამაღლა
წავიკიხავ. შემდეგ გაკვეთილზე აუცილებლად გავაკეთებ მცირე შეჯამებას და ყურადღებას
გავამახვილებ იმ საკითხებზე, რომლებსაც მოსწავლეები გაამახვილებენ ყურადღებას.
ამ ბარათების ანალიზის შედეგებს ვითვალისწინებ შემდგომი
გაკვეთილის დაგეგმვისას. დაკვირვების საფუძველზე მოვახდენ მოსწავლეთა განმავითარებელ
შეფასებას:
შეუძლია თუ არა ვარაუდების გამოთქმა და მსჯელობა;
უცხო სიტყვების ახსნა და მათზე წინადადებების შედგენა; კითხვებზე პასუხი; სააზროვნო
შემეცნებითი სავარჯიშოების შესრულება; რამდენად შემოქმედებითად შეუძლიათ საკუთარ
აზრის გადმოცემა; ინტერნეტის გამოყენება და ბუკში მუშაობა; ჯგუფში მუშაობა და თანამშრომლობა.
|
შეფასება, შეჯამება, უკუკავშირის მიცემა
|
მთელი კლასი
|
ბუკი, ელექტრონული მისამართი (ლინკი),
|
5 წთ.
|
||||||||||||||||||||
შეფასების რუბრიკა:
|
||||||||||||||||||||||||
საჭირო რესურსები:
„დათო და დათვი“, G-PriEd-ის
საკითხავი წიგნი; ფლივჩატი წარწერით: „როგორია“, „როგორი არ არის“; წებოვანი ბარათები
წარწერებით: ცხოვრობს ტყეში, გვინახავს მულტფილმებში, უყვარს მსხალი, სუსტი, სლიპინა,
პატარა, მშიშარა, შინაური.
დაფაზე/ფლივჩატზე ჩამოწერილი სიტყვების ნუსხა (წაბლი,
ლეღვი, დრუნჩი მოილოკა, ანკესი, თევზაობდა); გამოსაძახებელი ჩხირები;
ვიზუალური სქემა: „დროის ღერძი“-ბუკში;
ვიზუალური სქემა: „ დაამყარეთ შესაბამისობა ტექსტთან“-ბუკში;
წებოვანი ფურცლები, დაფა, ცარცი, ინტერნეტი, ბუკი,
როუტერი, პროექტორი.
|
გაკვეთილის შედეგი:
მოსწავლეები
·
გაიაზრებენ
ტექსტს;
·
უპასუხებენ
შეკითხვებს;
·
ქრონოლოგიური თანმიმდევრობით დაალაგებენ ტექსტში აღწერილ
მნიშვნელოვან მოვლენებს;
·
განივითარებენ ბუკში მუშაობის უნარ-ჩვევებს.
დანართები:
დანართი 1
როგორია
|
როგორი არ არის
|
დანართი 2
დანართი 3
შეფასების რუბრიკა:
მოსწავლეს
შეუძლია
|
ძალიან კარგად
|
კარგად
|
საჭიროებს დახმარებას
|
ვარაუდების გამოთქმა
|
თავისუფლად გამოთქვამს ვარაუდებს სათაურზე და ტექსტზე.
მსჯელობს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ.
|
გამოთქვამს ვარაუდებს სათაურსა და ტექსტის შინაარსზე,
ილუსტრაციებზე დაყრდნობით.
|
აღწერს კონკრეტულ ილუსტრაციაზე მოცემულ მოქმედებას,
თუმცა უჭირს ვარაუდების გამოთქმა და მსჯელობა.
|
ვიზუალური სქემის შევსება
|
დამოუკიდებლად იაზრებს და უშეცდომოდ ავსებს ვიზუალურ
სქემებს.
|
ცდილობს გაიაზროს, სქემას ავსებს, თუმცა ხარვეზებით.
|
უჭირს დამოუკიდებლად ვიზუალური სქემების გააზრება-შევსება.
|
თანამშრომლობა
|
კარგად თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან.
|
ცდილობს ითანამშრომლოს ჯგუფის წევრებთან.
|
უჭირს ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობა.
|
პროგრამებში მუშაობა
|
დამოუკიდებლად და უპრობლემოდ მუშაობს ბუკში.
|
ცდილობს ბუკში დავალებების შესრულებას. ზოგჯერ საჭიროებს
დახმარებას.
|
იცნობს ბუკში მუშაობის წესებს, თუმცა უჭირს მუშაობა.
|
ირმა ვერძეული
7. 06. 2019 წ.
7. 06. 2019 წ.
გაკვეთილის რეფლექსია
სსიპ ქ. დუშეთის N2 საჯარო სკოლის დაწყებითების მასწავლებლის
ირმა ვერძეულის მიერ ქართულ ენაში ჩატარებული სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
გაკვეთილის ჩატარების თარიღი: 07. 06. 2019 წ.
გაკვეთილის ტიპი: ინოვაციური
გაკვეთილის თემა: „დათო და დათვი“
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ
შეძლოს:
Ø
ტექსტის გაგება-გააზრება
და ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება;
Ø
აზროვნებისა
და მეტყველების განვითარება;
Ø
ლექსიკური მარაგის გამდიდრება;
Ø
ვარაუდების გამოთქმა;
კლასი: II ა
დრო: 40 წთ.
ინოვაციური გაკვეთილის
არსი არის ის, რომ „მასწავლებელი კარგად იცნობდეს ეროვნული სასწავლო გეგმების მოთხოვნებს
და ამავდროულად, მას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, თუ რა სამეცნიერო აღმოჩენებია მის სფეროში,
რა ცვლილებები მიმდინარეობს ეროვნულ თუ გლობალურ დონეზე. სწორედ თანამედროვე სწრაფად
ცვლად სამყაროში, მასწავლებლი ახალი ცოდნის კვალდაკვალ უნდა ვითარდებოდეს, მისდევდეს
სიახლეებს და მოსწავლეებსაც საჭირო დროს უზიარებდეს“. (სქემის გზამკვლევი, ნაწილი II)
ციფრული ტეგქნოლოგიების
გამოყენებით პროგრამებში მუშაობის დემონსტრირების მიზნით, გადავწყვიტე, ჩამეტარებინა
ინოვაციური გაკვეთილი ქართულ ენაში მეორე კლასის მოსწავლეებთან. სწავლების დაწყებით
საფეხურზე საფუძველი უნდა ჩაეყაროს ტექნოლოგიების დანერგვას და საგაკვეთილო პროცესში
მის აქტიურ გამოყენებას. ვფიქრობ, რომ სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების დანერგვით და
მისი ეფექტური გამოყენებით გაკვეთილის მიზნის მიღწევის შესაძლებლობების დემონსტრირებას
ემსახურებოდა ჩემს მიერ 7 ივნისს მე-2 ა კლასში
ქართულ ენაში ჩატარებული ინოვაციური გაკვეთილი თემაზე: „დათო და დათვი“. რომლის მიზანიც
იყო - ტექსტის გაგება-გააზრება.
ჩემი აზრით, ამ გაკვეთილზე
დამსწრე მასწავლებლებმა დაინახეს ამ ტიპის გაკვეთილზე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების
საჭიროება და ეფექტიანობა. რამდენად სწაფად და სწორად ასრულებენ დავალებებს მოსწავლეები,
როდესაც ისინი პროგრამებში მუშაობენ. რამდენად უმჯობესდება მათი შედეგები.
ვფიქრობ, ჩემს მიერ
ჩატარებული სამოდელო გაკვეთილი დამსწრე მასწავლებლებს მისცემს ინოვაციური გაკვეთილების
ჩატარების ბიძგს. აღნიშნულ პროგრამებში მუშაობაზე დაკვირვება გარკვეული კუთხით დაეხმარებათ
ინოვაციური გაკვეთილის ჩატარებაში.
სამოდელო გაკვეთილზე
მუშაობამ მიჩვენა, რომ ამ ტიპის გაკვეთილი ძალიან საინტერესოა მოსწავლეებისთვის. რადგან
მათ უწევთ ტექნოლოგიების გამოყენება, რაც იწვევს მათ დაინტერესებას და ხალისით ერთვებიან
სამუშაოს შესრულებაში. გაკვეთილის ნებისმიერ ფაზაზე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით
შესრულებული დავალება შედეგიანია და წარმატების მომტანი. მოსწავლეები იღებენ ცოდნას,
მასწავლებელი აღწევს გაკვეთილის მიზანს.
ამ გაკვეთილზე მოსწავლეებმა
გამოავლინეს თავისი შესაძლებლობები. მათ კარგად გაიგეს და გაიაზრეს გაკვეთილის თემა
და პასუხი გასცეს ისეთ შეკითხვებს, რომელიც დასაბუთებას და აზროვნებას მოითხოვდა. რამაც
ხელი შეუწყო ისეთი კომპლექსური უნარების გააქტიურება - განვითარების ხელშეწყობას, როგორიცაა
ანალიტიკური, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება.
ვფიქროობ, გაკვეთილის
მიზანს მივაღწიე. სწავლა აიგო სოციალური ურთიერთობების გზით, რაგან გამოვიყენეთ თანამშრომლობითი
სწავლება: კითხვა-პასუხი, ჯგუფური მუშაობა. გაკვეთილზე განხორციელდა არსებული ცოდნის
მიზეზ-შედეგობრივი კავშირის შემცველი ტრანსფერი. ვინაიდან, გაკვეთილის თემა დაკავშირდა
რეალობასთან.
მოსწავლეებმა შეიძინეს
ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც გამოადგებათ სხვა გაკვეთილებზე პრობლემების ამოცნობის,
გადაწყვეტის და გაანალიზების დროს. გეგმით განსაზღრული ყველა აქტივობა მოესწრო. მოსწავლეები
აქტიურობდნენ, მოტივაცია იყო მაღალი. მათ კარგად შეძლეს ტექსტის გაგება-გააზრება. რასაც
მოწმობს ის ფაქტიც, რომ გაკვეთილი ენერგიულად და ხალისიანად წარიმართა. გაკვეთილის
ბოლოს კი დირექტორის და დამსწრე მასწავლებლების მაღალი შეფასებები დავიმსახურეთ.
ვფიქრობ, უფრო ხშირად
ჩავატარო სამოდელო ინოვაციური გაკვეთილები, რადგან გამოცდილების მიღების შემდეგ თვალნათლივ
ჩანს სიძნელეები. ამ გაკვეთილით ვაჩვენე, რამდენად დამოუკიდებლად და სწორად ასრულებენ
მოსწავლეები დავალებებს, რომელიც ციფრული ტექნოლოგიებით მიეწოდებათ. რამდენად კარგად
ფლობენ ბუკში მუშაობის უნარებს. რამდენად სწორად და სწრაფად ასრულებენ დავალებებს და
ეს პროცესი მათთვის სახალისო და საინტერესოა. გაკვეთილზე ინოვაციების გამოყენება რეალობიდან
იყო წამოსული. მოსწავლეებმა კარგად გაიაზრეს რამდენად საჭიროა საგაკვეთილო პროცესში
ტექნოლოგიების გამოყენება და ეფექტიანობა.
წარმატებულ ნაწილად
შეიძლება ჩაითვალოს პროგრამებში მოსწავლეების დამოუკიდებელი მუშაობა გაკვეთილის ნებისმიერ
ფაზაზე. ის, თუ როგორი ხალისით და წარმატებით ასრულებენ დავალებებს. გაკვეთილის ბოლოს
მათ მიერ პროგრამა padlet-ზე მოწოდებული უკუკავშირი. სადაც სმაილით უნდა გამოეხატათ
თავისი შეფასება როგორ მოეწონათ ეს გაკვეთილი. ასევე ძალიან საინტერესო იყო, მათ მიერ
Learning.apps-ში შესრულებული დავალება, სადაც მათ ლოგიკური თანმიმდევრობით
უნდა დაელაგებინათ ტექსტი. რამდენიმე ბავშვმა დროზე ადრეც კი შეასრულა დავალება. ასევე
საინტერესო იყო ერთი ჯგუფის პასუხი კითხვაზე: „რა მოხდებოდა კვირა დღეს?“ ამ დავალების
პასუხი ტექსტში არ იყო და მოსწავლეების მხრიდან მოითხოვდა ისეთ პასუხს, რომელიც საკუთარი
აზრის დაფიქსირებას და ანალიტიკურ მსჯელობას საჭიროებდა. რასაც ჯგუფის წევრებმა კარგად
გაართვეს თავი.
ვფიქრობ, ერთ გაკვეთილზე
გამოვიყენე ბევრი აქტივობა, რის გამოც ვეღარ გავაკონტროლე დრო. მიუხედავად იმისა, რომ
ერთი აქტივობიდან მეორეზე ლოგიკურად ხდებოდა გადასვლა.
მსგავსი ტიპის გაკვეთილის
ჩატარებისას გავითვალისწინებ სწორედ ამ ფაქტორს. ფოკუსირებას გავაკეთებ თემაზე, რათა
მოსწავლეებს მეტი დრო დარჩეთ თემის უკეთ გასააზრებლად და საკუთარი შესაძლებლობების
გამოსავლენად.
ირმა ვერძეული
7. 06. 2019 წ.
გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი: ირმა ვერძეული პ/ნ 16001013745
საგანები: ქართული ენა
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი/მე-2 ა კლასი
სამოდელო გაკვეთილის ტიპი: ინტეგრირებული
გაკვეთილის ჩატარების თარიღი: 11 ივნისი 2019 წ.
მოსწავლეთა რაოდენობა: 21 (მათ შორის არ არის სსსმ მოსწავლე)
გაკვეთილის თემა: ნიკო კეცხოველი - „ია და ჭიანჭველები“
გაკვეთილის დრო: 40 წთ.
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს ტექსტის გაგება-გააზრება; ლოგიკური და შემოქმედებითი
აზროვნების უნარ-ჩვევების დემონსტრირება.
ეროვნული
სასწავლო გეგმის სტანდარტი
ქართ.დაწყ.(II).1.მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობი საკომუნიკაციო
სიტუაციის ადეკვატური სამეტყველო ქცევის
უნარის გამოვლენა.
მოსწავლე:
·
მიზნის
შესაბამისად გადმოსცემს კონკრეტულ ინფორმაციას,
·
ისმენს და
ადეკვატურად აღიქვამს ინფორმაციას ნაცნობ თემაზე;
·
მონაწილეობს
ინტერაქციაში ნაცნობ თემატიკაზე; გადმოსცემს კონკრეტულ ფაქტს / მოვლენას საკუთარი
ცხოვრებიდან.
ქართ.დაწყ.(II).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს პირადი დამოკიდებულების
გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ; მხატვრული
ნაწარმოების პერსონაჟ(ებ)ის, მისი/მათი ქცევის შეფასება დასაკუთარი თვალსაზრისის
ახსნა.
მოსწავლე:
·
გამოხატავს
პირად დამოკიდებულებას მხატვრული ტექსტების პერსონაჟისა და მისი მოქმედების მიმართ
(მომწონს / არ მომწონს, კარგად მოიქცა / ცუდად მოიქცა; კეთილია, გონიერია და ა.
შ.).
·
გამოხატავს
კონკრეტული პერსონაჟის ქმედებით აღძრულ ემოციებს (მაგ., გამაკვირვა, შემეცოდა და
ა. შ.).
ქართ.დაწყ.(II).9. მოსწავლემ უნდა შეძლოს წაკითხული ტექსტის
მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა; ტექსტის თემის და/ან მასში
განხილული კონკრეტული საკითხების შეფასება.
მოსწავლე:
·
აფასებს
მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟის საქციელს;
·
გამოხატავს
თავის დამოკიდებულებას ნაწარმოებში გადმოცემული მოვლენისადმი/პერსონაჟისადმი;
·
ასახელებს
წაკითხული ტექსტის შესაბამისი თემატიკის მულტფილმს, საბავშვო ფილმს, ასახელებს
მსგავს / განსხვავებულ ადგილებს.
ქართ.დაწყ.(II).12. მოსწავლემ უნდა შეძლოს კითხვის ნაცნობი
სტრატეგიების მიზნის შესაბამისად
გამოყენება.
მოსწავლე:
·
უცნობი
სიტყვების მნიშვნლობის ამოსაცნობად აკვირდება კონტექსტს, იყენებს ტექსტის შემდეგ
მოცემულ სიტყვათა განმარტებებს, ან მიმართავს მასწავლებელს/მშობელს.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ის.ტექნ.დაწყ.5.
მოსწავლემ უნდა შეძლოს
· სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება
კომუნიკაციისა და
თანამშრომლობისათვის მოსწავლე:
·იყენებს ისტ-ს სასკოლო საზოგადოებასთან საკომუნიკაციოდ ციფრული ინფორმაციის
მოსაძიებლად, ციფრული მასალის შესაქმნელად და მისი ხარისხის გასაუმჯობესებლად;
· იცავს საკომუნიკაციო საშუალებების კორექტულად გამოყენების
წესებს (მაგალითად:
· იცავს ქსელის უსაფრთხოების წესებს, პირადი ხასიათის
ინფორმაციის ხელშეუხებლობის ნორმებს,
ციფრული რესურსების მისაწვდომობის ნორმებს).
წინარე ცოდნა: მოსწავლეებს
შეუძლიათ: პერსონაჟების ამოცნობა და დასახელება; უცნობი სიტყვების ახსნა და გამოყენება;
მარტივი დავალებების შესრულება; შესაბამისობების დამყარება; ბუკში მუშაობა; ინტერნეტის
გამოყენებით learningapps.org-ში, toondoo.com-ში, padlet.com-ში მუშაობა; წინადადებების ლოგიკურად
დალაგება მცირე ზომის ტექსტში. ინსტრუქციის მიხედვით მოქმედების უნარი.
მოსწავლე ამოიცნობს ნაცნობ სიტყვებს; ხმამაღლა გაბმულად კითხულობს მარტივი
წინადადებებით შედგენილ მცირე ზომის ტექსტებს, შეუძლია შეადგინოს და დაწეროს მარტივი წინადადებები.
შეუძლია კომპიუტერის
ჩართვა- გამორთვა, touch-pad-ს, კლავიატურის გამოყენება; ფაილის შექმნა სხვადასხვა სამომხმარებლო პროგრამის
გამოყენებით;
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო (წთ)
|
||||||||||||||||||||
I ფაზა - კითხვისთვის
მზადება
აქტივობა
1. თავდაპირველად ვესალმები კლასს, ვაცნობ გაკვეთილის
თემას და მიზანს. განვუმარტავ შეფასების რუბრიკას.
შემდეგ ვეკითხები: აქვთ თუ არა რამე კითხვები ჩემთან
იმ დავალებასთან დაკავშირებით, რაც მათ სახლში უნდა შეესრულებინათ.
ვიწყებთ დავალებების განხილვას.
წინა დღით მოსწავლეებს ბუკებში
კლასის მართვის პროგრამის ფაილის გადაგზავნის რეჟიმით ვაწვდი დამხმარე
ელექტრონულ წიგნს „ია და ჭიანჭველები“. ვაძლევს მითითებას, რომ რამდენჯერმე
ყურადღებით წაიკითხონ მოთხრობა და
შეასრულონ მოთხრობის ბოლოს მოცემული დავალებები. შესრულებული სამუშაო
მოიტანონ შემდეგ გაკვეთილზე და ერთმანეთს გაუზიარონ.
ამდენად, გაკვეთილი
მიმდინარეობს „შებრუნებული კლასის
მოდელით“. მოსწავლეებს გაკვეთილის გამოწვევისა და წვდომის ფაზები სახლში
აქვთ გასავლელი.
ელექტრონულ, ილუსტრირებულ
დამხმარე წიგნს წინასწარ ვადგენ. ეს მოსწავლეს დახმარებას გაუწევს თავად
შეიმეცნოს ახალი მასალა სახლში მუშაობის პროცესში. მოსწავლეს საშუალება
ეძლევა ელექტრონული წიგნი მრავალჯერ წიკითხოს და სამუშაო სწორად შეასრულოს.
გამოწვევა: მოსწავლე გამოთქვამს ვარაუდებს ტექსტის სათაურის მიხედვით. (იხ.
სლაიდი 1-7).
ცდილობს ახსნას უცხო სიტყვები.
ასრულებს ტესტურ დავალებებს.
წვდომა: ელექტრონულ წიგნში მოსწავლე იწყებს მოთხრობის
ტესტის წაკითხვას (იხ. სლაიდი 8-14), უკვირდება განსხვავებული წითელი ფერით
დაწერილ სიტყვებს, ცდილობს ახსნას ამ სიტყვების მნიშვნელობა. (იხ. სლაიდი 15).
რეფლქსია: წაკითხვის შემდეგ მოსწავლე პასუხობს კითხვებს, რაც წარმოდგენილია ელ. წიგნში ტესტური დავალების
სახით (იხ. სლაიდი 16-21).
აქტივობა
1. „უცხო სიტყვების“ განხილვა
სანამ დავიწყებდეთ ამ ტექსის
განხილვას გაქვთ თუ არა რაიმე კითხვა ჩემთან. თუ გჭირდებათ რაიმეს განმარება.
განიხილავთ შესრულებულ
დავალებას. მოსწავლეები ასახელებენ უცხო სიტყვებს და ვხსნით მათ მნიშვნელობას.
ხსნიან, თუ როგორ ამოიცნეს ეს სიტყვები, რა დაეხმარათ ამაში.
დაფაზე ფლივჩატით გამოკრულია
სიტყვათა კედელი, რომელზეც წითელი ფერის ფურცლებზე წერია სიტყვები რომელიც
ტექსტში წითელი ფერით არის მოცემული. მოსწავლეები განმარტავენ უცხო სიტყვებს. იმ
შემთხვევაში თუ რომელიმე სიტყვას გამნარტებას ვერ შეძლებენ, ეხმარება
მასწავლებელი. დაწერს წებოვან ფურცელზე და აკრავს შესაბამისი სიტყვის გვერდით.
ამგვარად, გაანალიზდება სამუშაოს სისწორე.
|
ვერბალური ახსნა
ვარაუდების გამოთქმა
კითხვა-პასუხი
უცხო სიტყვათა განმარტება, ლექსიკური მარაგის გამდიდრება
|
მთელი კლასი
მთელი კლასი
მთელი კლასი
|
ფორმატზე „სიტყვების კედელი“
პროექტორი, კომპიუტერი, ტექსტის პრეზენტაცია
დაფა, ფორმატზე დაწერილი „სიტყვათა კედელი“. წებოვანი
ფურცლები, კალამი
|
3 წთ
5 წთ.
6 წთ.
|
||||||||||||||||||||
აქტივობა 2.
სავარჯიშო „ააწყე დანაწევრებული ტექსტი“
დაფიქრდი-დაწყვილდი-გაუზიარე:
მოსწავლეებს წყვილებში ვურიგებ
დანაწევრებულ მთლიანი მოთხრობის ტექსტს. წყვილები აწყობენ მოთხრობას.
ბოლოს, შემოწმების მიზნით,
ერთხელ კიდევ ხდება მოთხრობის ტექსტის წაკითხვა და შესრულებული სამუშაოს
შემოწმება.
აქტივობა
3. აქტივობა ბუკში: „ჩასვით გამოტოვებული სიტყვები“
მასწავლებელი მოსწავლეებს padlet-ზე უგზავნის დავალების ლინკს, სადაც მათ უნდა შეასრულონ
დავალება: ჩასვან ტექსტში გაოტოვებული სიტყვები ტექსტში“.
მოსწავლეები დავალებას ასრულებენ Learning.Apps-ში.
მასწავლებლის მართვის პროგრამით ხდება მოსწავლეთა
პასუხების დათვალიერება.
გამოსაძახებელი ჩხირების საშუალებით, მოსწავლეები
წარმოადგენენ შესრულებულ დავალებას. მასწავლებელი
შეაფასებს დავალების სისწორეს სიტყვიერი განმავითარებელი კომენტარებით.
აქტივობა 4. შემაჯამებელი კითხვები:
მასწვლებელი მთელ კლასს
დაუსვამს ტექსტის ანალიზზე და შეფასებაზე ორიენტირებულ კითხვებს:
·
რომელი
ყვავილებია მოთხრობაში ჩამოთვლილი?
·
რა
ვერ გაიგო გიამ?
·
რის
გაკეთება ურჩია მამამ გიას?
·
რა
დატოვა ჭიანჭველამ ხელის გულზე?
·
როგორ
აუხსნა მამამ გიას, რატომ დარბიან ჭიანჭველები ბილიკზე?
·
რა
აღმოაჩინა გიამ?
·
როგორ
ხდება იის გავრცელება? აღწერეთ თქვენი სიტყვებით.
·
გიამ
„ხელიხელს შემოჰკრა“, თქვენი აზრით რა გაუხარდა მას?
·
ჭიანჭველები
მხოლოდ იის გავრცელებას უწყობენ ხელს, თუ სხვა მცენარეებისაც? რატომ ფიქრობთ ასე?
·
კიდევ
რომელ მწერს მოაქვს სარგებლობა? საიდან იცით? რა სარგებლობა მოაქვს?
მოსწავლეების
მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს ვაფასებ სიტყვიერი კომენტარებით.
ვაფასებ და ვაჯამებ გაკვეთილს. ვაძლევ განმავითარებელ
უკუკავშირს
მოსწავლეები ავსებენ გასვლით
ბარათებს, რომელსაც პირობითად ასე ვუწოდე: „რა მიმაქვს“. ბარათების შესრულებას
ვთხოვ, ასევე, დამსწრე მასწავლებლებს. ფურცლებზე წერენ რა იყო მათთვის ყველაზე
საინტერესო და დასამახსოვრებელი ამ გაკვეთილზე. შევსებულ ბარათებს მაგნიტებით
აკრავენ დაფაზე.
ამ ბარათების ანალიზის შედეგებს მასწავლებელი ითვალისწინებს
შემდგომი გაკვეთილის დაგეგმვისას.
საშინაო დავალება - პერსონაჟისთვის წერილის მიწერა
მასწავლებელი აძლევს საშინაო დავალებას.
მათ უნდა მიწერონ წერილი მოთხრობის რომელიმე პერსონაჟს (ჭიანჭველას, იას, გიას).
წერილში ახსნან, თუ რატომ მოისურვეს მათთვის მიეწერათ წერილი.
შევახსენებ წერილის წერის წესებს
ჩვენ ვიცით წერილის მიწერა.
დაკვირვების საფუძველზე მოვახდენ მოსწავლეთა განმავითარებელ
შეფასებას:
შეუძლია თუ არა ვარაუდების გამოთქმა და მსჯელობა;
უცხო სიტყვების ახსნა და მათზე წინადადებების შედგენა; კითხვებზე პასუხი; სააზროვნო
შემეცნებითი სავარჯიშოების შესრულება; რამდენად შემოქმედებითად შეუძლიათ საკუთარ
აზრის გადმოცემა; ინტერნეტის გამოყენება და ბუკში მუშაობა; ჯგუფში მუშაობა და თანამშრომლობა.
შეფასების რუბრიკა:
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები:
მოთხრობის დაბეჭდილი ტექსტები,
დაჭრილი ტექსტები, მოსწავლისათვის,
„სიტყვების კედელი“, დაფა,
ცარცი, გასვლითი ბარათები, მაგნიტები.
პროგრამა PowerPoint_ით დამზადებული დამხმარე ელექტრონული წიგნი,
პროგრამა Word -ში დამზადებული ელექტრონული სავარჯიშო „ააწყე
ტექსტი“ და მთლიანი ტექსტი
კომპიუტერი, პროექტორი,
უკაბელო ლოკალური ქსელი, როუტერი, ბუკები, პროგრამა „კლასის მართვა“.
წებოვანი ფურცლები, დაფა, ცარცი, ინტერნეტი, ბუკი,
როუტერი, პროექტორი, გასვლითი ბარათები
|
ტექსტის წაკითხვა, დაჭრილი მოთხრობის ტექსტის აწყობა
ტექსტის გაანალიზება და შეფასება,
კითხვებზე პასუხი
გაკვეთილის შეფასება, შეჯამება, უკუკავშირის მიცემა
ინსტრუქციების გაცემა
ინსტრუქციების მიცემა
|
წყვილები
ინდივიდუალური
მთელი კლასი
მთელი კლასი
მთელი კლასი
მთელი კლასი
|
დაჭრილი ტექსტი
კომპიუტერი, პროექტორი, ბუკები, ელექტრონული, დავალების
მისამართები (ლინკები),
გამოსაძახებელი ჩხირები
ტექსტი
გასვლითი ბარათები, კალამი, დაფა, მაგნიტები
ტექსტი
|
5 წთ.
8 წთ.
7 წთ.
5 წთ
1 წთ.
|
მოსწავლე შეძლებს:
ტექსტის გააზრებას; კონკრეტული პერსონაჟის ქმედებით
აღძრული ემოციის გამოხატვას; მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟის საქციელის შეფასებას;
ნაწარმოებში გადმოცემული პერსონაჟისადმი თავისი დამოკიდებულების გამოხატვას.
დანართები:
ტექსტი:
ია და ჭიანჭველები
გაზაფხულდა. აყვავდნენ
გაზაფხულის მახარობლები: ენძელა, ჩიტისთავა და ია.
გია ერთი ბუჩქის
ძირას დახრილიყო და რაღაცას ჩასცქეროდა.
_ რას უცქერი, გია?
_ ჰკითხა მამამ.
_ იის ბუჩქიდან
ჭიანჭველების ბუდემდე პატარა ბილიკია, ჭიანჭველები კი ამ ბილიკზე მიდი-მოდიან. ვერაფერი
გავიგე, რას დარბიან.
_ აბა, აიყვანე
ბუდისკენ მიმავალი ერთი ჭიანჭველა და დააკვირდი, პირში რა უჭირავს?
გიამ ფრთხილად აიყვანა
ერთი ჭიანჭველა და ხელის გულზე დაისვა. ჭიანჭველა აქეთ-იქით ეცა და ხელის გულზე პაწაწინა
მარცვალი დატოვა.
_ ეს რაღაა?
_ ეს იის თესლია.
ჭიანჭველებს ბუდეში მიაქვთ, საზრდოდ ინახავენ.
ზოგს ჭამენ, ზოგი მიწაში რჩება და ამოდის, ზოგი კი გზაში ეკარგებათ.
_ მაშ, ჭიანჭველები
იის გავრცელებას ხელს უწყობენ! _ წამოიძახა გიამ და ხელი ხელს შემოჰკრა.
სსიპ ქ. დუშეთის N2 საჯარო სკოლის დაწყებითების მასწავლებლის
ირმა ვერძეულის მიერ ქართულ ენაში ჩატარებული სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
გაკვეთილის ჩატარების თარიღი: 11. 06. 2019 წ.
გაკვეთილის ტიპი: ინტეგრირებული
გაკვეთილის თემა: ნიკო კეცხოველის „ია და ჭიანჭველები“
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ
შეძლოს:
·
ლოგიკური და შემოქმედებითი
აზროვნების უნარ-ჩვევების დემონსტრირება.
კლასი: II ა
დრო: 40 წთ.
სასწავლო პროცესში
ინტეგრაცია სხვადასხვა საგანში შესასწავლი თემების ერთმანეთთან ორგანულ დაკავშირებას
გულისხმობს.
ინტეგრირებული გაკვეთილი
არის ერთი და იმავე, მონათესავე ან გამჭოლი თემატიკის ირგვლივ გაერთიანებული ორი ან
რამდენიმე სასწავლო საგნის მიხედვით დაგეგმილი და ჩატარებული გაკვეთილი. (სქემის გზამკვლევი,
ნაწილი II).
2019 წლის 11 ივნისს
ჩავატარე სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენაში თემაზე: ნიკო კეცხოველის;
„ია და ჭიანჭვლები“.
ინტეგრირება მოხდა
ქართულ ენაში და ისტ-ში. ჩვენ თუ დაწყებითი კლასებიდანვე ვიზრუნებთ იმაზე, რომ საფუძველი
ჩაეყაროს ტექნოლოგიების დანერგვას და საგაკვეთილო პროცესში მის აქტიურ გამოყენებას,
ძალიან კარგი იქნება როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე, მასწავლებლებისთვის.
ვფიქრობ, რომ სასწავლო
პროცესში ტექნოლოგიების დანერგვით და მისი ეფექტური გამოყენებით გაკვეთილის მიზნის
მიღწევის შესაძლებლობების დემონსტრირებას ემსახურებოდა ჩემს მიერ 11 ივნისს მე-2 ა კლასში ქართულ ენაში ჩატარებული
ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე: „ია და ჭიანჭველები“. რომლის მიზანიც იყო: ტექსტის
გაგება-გააზრება, ლოგიკური და შემოქმედებითი აზროვნების უნარ-ჩვევების დემონსტრირება.
ჩემი აზრით, ამ გაკვეთილზე
დამსწრე მასწავლებლებმა დაინახეს ამ ტიპის გაკვეთილზე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების
საჭიროება და ეფექტიანობა. რამდენად სწაფად და სწორად ასრულებენ დავალებებს მოსწავლეები,
როდესაც ისინი პროგრამებში მუშაობენ. რამდენად უმჯობესდება მათი შედეგები.
ვფიქრობ, ჩემს მიერ
ჩატარებული სამოდელო გაკვეთილი დამსწრე მასწავლებლებს მისცემს ინოვაციური გაკვეთილების
ჩატარების ბიძგს. აღნიშნულ პროგრამებში მუშაობაზე დაკვირვება გარკვეული კუთხით დაეხმარებათ
ინოვაციური გაკვეთილის ჩატარებაში.
სამოდელო გაკვეთილზე
მუშაობამ მიჩვენა, რომ ამ ტიპის გაკვეთილი ძალიან საინტერესოა მოსწავლეებისთვის. რადგან
მათ უწევთ ტექნოლოგიების გამოყენება, რაც იწვევს მათ დაინტერესებას და ხალისით ერთვებიან
სამუშაოს შესრულებაში. გაკვეთილის ნებისმიერ ფაზაზე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით
შესრულებული დავალება შედეგიანია და წარმატების მომტანი. მოსწავლეები იღებენ ცოდნას,
მასწავლებელი აღწევს გაკვეთილის მიზანს.
ამ გაკვეთილზე მოსწავლეებმა
გამოავლინეს თავისი შესაძლებლობები.
მათ უნდა აეწყოთ დაჭრილი
ტექსტი, „შებრუნებული საკლასო ოთახის“ პრინციპით სახლში წაეკითხათ ტექსტი. მოეძებნათ
მასში უცხო სიტყვები. განემარტათ ამ სიტყვების მნიშვნელობა. იმ შემთხვევაში, თუ ვერ
განმარტავდნენ მეორე დღეს ეკითხათ ჩემთვის. პასუხი გაეცათ შეკითხვებზე, რომელიც პრეზენტაციის
დავალებაში იყო მოცემული.
მოსწავლეები აქტიურად
მონაწილეობდნენ, როგორც ტექსტის სწორად აწყობაში, ასევე კითხვებზე პასუხის გაცემაში.
აქტიურობდა თითქმის ყველა მოსწავლე. პროცესის დასარეგულირებლად გამოვიყენე ე. წ. გამოსაძახებელი
ჩხირები. ამიტომ, მოსწავლეებს არ დასწყვეტიათ გული, რატომ არ ვეკითხებოდი მას და ვეკითხებოდი
სხვას. თუმცა, გამოსაძახებელი ჩხირების გარეშე კითხვაზე პასუხის საშუალება მივეცი მოსწავლეს,
რომელსაც უჭირს დიდი ხნით მობილიზება და ყოველთვის ვერ სცემს კითხვებს სწორ პასუხებს.
მან სწორად და შინაარსიანად უპასუხა კითხვას. ვფიქრობ, გასაგებია ჩემი ასეთი გადაწყვეტილების
საფუძველი.
ყველა მოსწავლე აქტიურად
იყო ჩართული ბუკში შესასრულებელ დავალებაში, სადაც წინადადებებში უნდა ჩაესვათ საჭირო
სიტყვები. ამ აქტივობის შესრულება მოსწავლეთა დიდმა ნაწილმა სწორად და დროულად შეასრულა.
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა და დამსწრე მასწავლებლებმა შეავსეს ბარათები, რომელსაც
პირობითად ასე დავარქვი: „რა მიმაქვს“. ამ ბარათებში მათ უნდა დაეწერათ მოეწონათ გაკვეთილზე,
რა იყო მათთვის საინტერესო, რა ისწავლე და რის გამეორებას ისურვებდნენ მომავალში.
ვფიქრობ, გაკვეთილის
მიზანს მივაღწიე. მოსწავლეებმა შეიძინეს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც გამოადგებათ
სხვა გაკვეთილებზე პრობლემების ამოცნობის, გადაწყვეტის და გაანალიზების დროს. გეგმით
განსაზღრული ყველა აქტივობა მოესწრო. მოსწავლეები აქტიურობდნენ, მოტივაცია იყო მაღალი.
მათ კარგად შეძლეს ტექსტის გაგება-გააზრება. რასაც მოწმობს ის ფაქტიც, რომ გაკვეთილი
ენერგიულად და ხალისიანად წარიმართა. გაკვეთილის ბოლოს კი დირექტორის და დამსწრე მასწავლებლების
მაღალი შეფასებები დავიმსახურეთ.
ვეცდები, უფრო ხშირად
ჩავატარო სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილები. ამ გაკვეთილზე კარგად გამოჩნდა, რამდენად
დამოუკიდებლად და სწორად ასრულებენ მოსწავლეები დავალებებს, რომელიც ციფრული ტექნოლოგიებით
მიეწოდებათ, რამდენად კარგად ასრულებენ დავალებებს პროგრამებში. რამდენად კარგად ფლობენ ბუკში მუშაობის უნარებს.
რამდენად სწორად და სწრაფად ასრულებენ დავალებებს და ეს პროცესი მათთვის სახალისო და
საინტერესოა. გაკვეთილზე ინოვაციების გამოყენება რეალობიდან იყო წამოსული. მოსწავლეებმა
კარგად გაიაზრეს რამდენად საჭიროა საგაკვეთილო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენება და
ეფექტიანობა.
ამ გაკვეთილის ძლიერი
მხარე იყო ის, რომ მოსწავლეებმა დროულად და სწორად შეასრულეს დავალება ბუკში. მათ არ
უჭირთ ტექნოლოგიების გამოყენება. ისინი დროის მოკლე მონაკვეთში იაზრებენ და სწორად
ასრულებენ დავალებას. უკლებლივ ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული გაკვეთილის მსვლელობაში.
ყურადღებით ისმენდნენ და ადევნებდნენ თვალყურს დავალებების შესრულების პროცესს.
გაკვეთილის ეფექტიანობა
განაპირობა გამოყენებულმა შებრუნებული საკლასო ოთახის მეთოდმა, სადაც შერჩეული იყო
ზომიერი სირთულის ტექსტი გასააზრებლად და კითხვებზე პასუხის გასაცემად. ამასთან მოსწავლეებს
მოუწიათ აეწყოთ დაჭრილი ტექსტი, რომელიც სახლში რამდენჯერმე წაიკითხეს.
გაკვეთილის მიზნის
მიღწევას ემსახურებოდა, აგრეთვე, გაგება-გააზრებაზე ორიენტირებული კითხვებზე პასუხი,
რაც მოსწავლეებს არ გასჭირვებიათ. აგრეთვე ინფორმაციის გახსენება ტექსტის მთავარი პერსონაჟის
შესახებ. ჭიანჭველებზე დამატებითი ინფორმაცია მეორე დღეს წავუკითხე გაკვეთილზე. კითხვებზე
სწორად გაცემულ პასუხებზე შექება მოსწავლეებს ახალისებდა და აქტიურობისკენ უბიძგებდა.
გაკვეთილი წარვმართე
გეგმით გათვალისწინებული აქტივობების მიხედვით. მასში თითქმის არაფერი შემიცვლია, თუ
არ ჩავთვლით იმას, რომ ერთ აქტივობას დავუთმე გეგმაში მითითებულზე მეტი დრო. მაგალითად,
აქტივობას, როდესაც მოსწავლეებს მოუწიათ გაეხსენებინათ
და ეპასუხათ, რა ისწავლეს ბუნებაში ჭიანჭველებზე, ყველას უნდოდა პასუხის გაცემა, ამის
საშუალებაც მივეცი. რამაც წაიღო მითითებულზე მეტი დრო.
მსგავსი ტიპის გაკვეთილის
ჩატარებისას გავითვალისწინებ სწორედ ამ ფაქტორს. ფოკუსირებას გავაკეთებ თემაზე, რათა
მოსწავლეებს მეტი დრო დარჩეთ თემის უკეთ გასააზრებლად და საკუთარი შესაძლებლობების
გამოსავლენად.
ირმა ვერძეული
11. 06. 2019 წ.
11. 06. 2019 წ.